Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორის მერმა მუნიციპალური ინსპექცია შექმნა - რა ევალება?!
,,არის გარკვეული ფუნქციები, რომლებსაც, მისი განხორციელების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ დრომდე ვერცერთი მუნიციპალური დაწესებულება/ორგანო ვერ ახორციელებს ეფექტურად'' - ამის შესახებ გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორის საკრებულოს მისწერა.

ეს იმ დროს, როდესაც ასაბუთებდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მუნიციპალური ინსპექციის დაფუძნება.

,,მაგალითად,'' - სწერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეს - ,,დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი და საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე კონტროლი შეუძლებელი იყო.''

,,პრაქტიკული დაკვირვებისა და დაკვირვების შედეგების გაანალიზების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია ზემოაღნიშნული ფუნქციები შეასრულოს სპეციალურად ამ ფუნქციების განხორციელების მიზნით შექმნილმა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა, ვინაიდან ა(ა) იპ-ი მუნიციპალიტეტის ზემოაღნიშნული უფლება-მოვალეობებს უფრო მოქნილად, სწრაფად და ეფექტურად განახორციელებს, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილება, იმ ფონზე, რომ მისი ფუნქციების ნაწილს ა(ა) იპი განახორციელებს და მას უფრო ნაკლები საქმის შესრულება მოუწევს, გაცილებით სწრაფად და ეფექტურად შეასრულებს დარჩენილ უფლება-მოვალეობებს.'' - აღნიშნულია ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წერილში.

გორის მერის აზრით, მუნიციპალური ინსპექციის შექმნით, ზედამხედველობის სამსახურიც უფრო ეფექტური გახდება, რადგან, მისი ცნობით, გარკვეული ფუნქციები ჩამოცილდება ზედამხედველობის სამსახურს:

,,აღსანიშნავია, რომ საჯარო უფლებამოსილებების განხორციელების მსგავსი პრაქტიკა არსებობს საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც, მაგალითად, შექმნილია და ფუნქციონირებს: ა(ა)იპ „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია“, ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“, ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექცია“, ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექცია“.'' - აღნიშნავს გორის მერი.

გორის საკრებულომ თანხმობა მისცა გორის მერს, რომ დაეფუძნებინა გორის მუნიციპალური ინსპექცია. ინსეპქცია 2023 წლის 1 მარტსდაფუძნდა.

ინსპექციის მიზნები:

ა) გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო პირობების, გარე იერსახის, კეთილმოწყობის, პარკირების, დგომა-გაჩერების, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის, გარე ვაჭრობის და სხვა წესების დაცვის უზრუნველყოფა.
ბ) დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ნარჩენების მართვის კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა.

ინსპექციის ფუნქციები:

ა) გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი, შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, ინფრასტრუქტურული მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობის კონტროლი;

გ) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება;

დ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;

ე) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე; წინადადებების მომზადებას გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და გარე გაფორმების ელემენტების (მონუმენტურ-დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმები, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამა, გარე რეკლამა) მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესით;

ვ) გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესების დარღვევებზე კონტროლის განხორციელება;

ზ) დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ნარჩენების მართვის კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

თ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი და დამფუძნებლის წერილობითი დავალების საფუძველზე განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020