Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
,,ქალბატონო ზოია, ახალი ასფალტი დაგვეშალა'' - ქარელის მერი ბრეთის გზაზე
ქარელის სოფელ ბრეთში დაგებული ასფალტი დაიშალა.

ამის შესახებ კომპანია ,,სიახლე პლიუსს'' ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა რამდენჯერმე წერილობით აცნობა.

კომპანია ,,სიახლე პლიუსის'' მისამართზე გაგზავნილ თითქმის ყველაზე წერილში მერი კომპანიის წარმომადგენეს სწერს: ,,ქალბატონო ზოია, ასფალტი დაიშალა''

წერილების მიხედვით, ქარელის მერი ითხოვს, რომ ასფალტის საფარი ხელახლა დაიგოს. თუმცა, ეს პირობა დაირღვა. ოფიციალური დოკუმენტების ცნობით, სოფელ ბრეთში სამუშაოები 60%-ით შესრულდა. 709 000 ლარიდან კომპანია ,,სიახლე პლიუსს'' 428 000 ლარი გადაურიცხეს.

ამჯერად, ქარელის მერია 24 000 ლარის დაბრუნებას ითხოვს, პირგასამტეხელოს ნაწილში.

სოფელ ბრეთის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე ხარვეზები გამოსწორებულია, თუმცა სოფლის იმ ნაწილში, სადაც ასფალტი არაა დაგებული, ახალი ტენდერი გამოცხადდება.

ქარელის მერის ოფიციალურ განმარტებაში ვკითხულობთ:

,,დასტურდება რომ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში და იყო შეჩერებული სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოებზე მიუხედავად არაერთგზის წერილობითი თუ ზეპირსიტყვიერი გაფრთხილებისა არ გამოსწორებულა ხარვეზები კერძოდ:

სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით დაგებული ასფალტის საფარის ზედა ფენა მთლიანად უხარისხოდ არის დაგებული, აქვს გრძივი და განივი ბზარები და ასფალტი იშლება. აღნიშნულის გამოსწორების შესახებ არაერთხელ იქნა გაფრთხილებული მშენებელი ორგანიზაცია ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპეტქირების ჯგუფის და შესაბამისის საზედამხედველო ორგანიზაცია შპს ,, ოპტიმალ გრუპ +"-ის წერილით, სადაც მითითებულია, რომ ,,შეუსაბამობის აქტში აღნიშნული დეფექტების ადგილების სიხშირის გათვალისწინებით ა/ბეტონის საფარის ზედაფენა მოსაწყობია ხელახლა. მიუხედავად ამისა ხარვეზები დღემდე არ არის გამოსწორებული. ასევე, შუალედური ანაზღაურების მიღების შემდგომ კომპანიამ აღარ გააგრძელა სამშენებლო სამუშაოები და უფიქსირდება ვადაგადაცილებული - 15 დღე .

შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე მიზაშეწონილია შეწყდეს მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები შპს ,,სიახლე +"-ს (ს/კ 405126796). ყოველივე ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კომპანიის მხრიდან დღემდე ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მხარეებს შორის გაფორმებული 28/09/2022წ. №164 ხელშეკრულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის და მე_14 მუხლის პირველი პუნქტის 1, 3 და 6 ქვეპუნქტების საფუძველზე ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ცალმხრივად წყვეტს შპს ,,სიახლე +"-ს თან სახელშეკრულებო
ურთიერთობებს".

,,საჭიროა, მუნიციპალიტეტმა მიმართოს შესაბამის გარანტორს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. სულ პირგასამტეხლომ შეადგინა - 24 131.47 ლარი.'' - წერია ქარელის მერის განმარტებით ბარათში.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020