Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
,,ქალაქის სანიაღვრე არხში 40 მ-იანი საცობი დაგვხვდა'' - ხაშურის მერია ჩავარდნილ პროექტზე
ქალაქ ხაშურში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებულ სანიაღვრე არხში 40 მეტრიანი საცობი აღმოჩნდა.

ამის შესახებ მერიას სამშენებლო კომპანია ,,გეზმა'' აცნობა, რომელსაც ამ ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწესრიგება ჰქონდა დავალებული.

ხელშეკრულების მიხედვით, სამშენებლო კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ 200 მეტრიან მონაკვეთზე არხს რეაბილიტაციას 2023 წლის იანვრის ბოლომდე ჩაუტარებდა, თუმცა, როგორც მის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაშია აღნიშნული, ამის გაკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა.

ვერც ერთი ტექნიკით არხის გაწმენდა ვერ შეძლეს, რადგან წლობის მანძილზე დაგროვებული ნაგავი უკვე ,,ჩაბეტონებული'' აღმოჩნდა.

,,მოჭარბებულმა წყლის რაოდენობამ გამოავლინა წყალგამტარ მილში საცობის არსებობა. საცობის არსებობა გამოწვეულია მრავალწლოვანი ნატანის დაგროვების და გამკვრივების შედეგად, წყალ გამტარიანობის აღდგენისათვის გატარებული სამუშაოების მიუხედავად მათ შორის სპეც. ტექნიკის გამოყენებით ( ე.წ. კროტი) ვერ მოხერხდა აღნიშნული საცობის გახსნა, რაც წარმოადგენს აღნიშნული მიწისქვეშა წყალგამტარი კომუნიკაციის სრულიად ამორტიზირებულად ჩათვლის და აღნიშნული კომუნიკაციის წყალგამტარის დანიშნულებისათვის გამოუყენებლად მიჩნევის საფუძველს, შესაბამისად აღნიშნული ხელისშემშლელი გარემოებიდან გამომდინარე მიმწოდებელმა ვერ განახორციელა სამშენებლო სამუშაოები.'' - წერია ხაშურის მერის სახელზე შედგენილ მოხსენებით ბარათში.

მერიამ ისიც ივარაუდა, რომ თუკი არხის რეაბილიტაციას განახორციელებდნენ და საცობს დატოვებდნენ, ეს უფრო მეტ პრობლემას შექმნიდა:

,,სანიაღვრე არხის მოწყობამ დაცობილი წყალმიმღები კომუნიკაციით შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის ერთ ადგილზე დაგროვება და მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა, რაც ყოვლად დაუშვებელია. ამ ეტაპზე უნდა მოხდეს ტერიტორიის პირვანდელ სახემდე მოყვანა და აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრისათვის სხვა ტექნიკური საშუალების მოძიება, რაც საჭიროებს გარკვეული დროის პერიოდს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ინსპექტირების ჯგუფს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შეწყდეს ტენდერი'' - წერია დასკვნაში.

ხაშურის მერიის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებულ სანიაღვრე არხს რეაბილიტაცია სხვადასხვა წლებში ჩაურდა, როგორც 2018, ისე 2019 და 2021 წლებში, თუმცა უცნობია, რატომ ვერ აღმოაჩინეს მანამდე 40 მ-იანი საცობი.

პროექტის დასარულებად მერიამ დამატებითი თანხების გამოყოფა გადაწყვიტა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020