Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
ნაირა გიგიტაშვილი: ,,ალექსი მარიამიძე უკანონო პატიმარი იყო''
,,მიუხედავად იმისა რომ ბატონმა ალექსიმ მთხოვა, ყველანაირი კომენტარისაგან თავი შემეკავებინა, ვერ შევძელი ანა თავხელიძისათვის არ მეპასუხა''

ასეთი შინაარსით იწყება ის განცხადება, რომელიც გორის ყოფილი მოსამართლის, ალექსი მარიამიძის ინტრესების დამცველმა ადვოკატმა, ასევე ყოფილმა მოსამართლემ ნაირა გიგიტაშვილმა გააკეთა.

ნაირა გიგიტაშვილი იცავდა ალექსი მარიამიძის ინტერესებს როგორც გორის, ასევე თბილისის სასამართლოებში, რომელსაც თავდაპირველად ბრალი მოზარდის დამამცირებელ მოპყრობაში ედებოდა. მოზარდის ინტერესებს კი ანა თავხელიძე იცავს.

გუშინ 21 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოზარდის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი არ დადასტურდა. სასამართლომ საქმე სხვა მუხლით, ძალადობის მუხლით გადააკვალიფიცირა. ალექსი მარიამიძეს პირობითი მსჯავრი ძალადობის მუხლით დაედო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ნაირა გიგიტაშვილი აღნიშნავს, რომ ალექსი მარიამიძე იყო უკანონო პატიმარი:

,,ქალბატონო ანა კმარა. საკმარისია. ნუ შეგყავთ შეცდომაში საქმის არმცოდნე საზოგადოება და ავტორიტეტს ნუ ულახავთ საქვეყნოდ ცნობილ და დაფასებულ ადამიანს. თქვენ ყველაზე კარგად იცით, რომ ალექსი მარიამიძე უკანონო პატიმარი იყო. რომ გამოუძიებელ საქმეზე რომელშიც არცერთი უტყუარი მტკიცებულება არ არსებობდა, დადგა ალ მარიამიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი. მადლობა ღმერთს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილი აღმოჩნდა თავისი მოწოდების სიმაღლეზე და მიუხედავად ბავშვის თემით გაუგონარი მანიპულირებისა, მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება. მე, ყოფილი პროკურორი და მოსამართლე ვინც ათეული წლების განმავლობაში ვახორციელებდი მართლმსაჯულებას, ქედს ვიხრი მოსამართლე გიორგი კერატიშვილის პროფესიონალიზმისა და პრინციპულობის წინაშე. მან აღადგინა სამართლიანობა.

ალექსი მარიამიძეს მთელი საზოგადოება უნდა უმადლოდეს რომ ბავშვი ორსართულიან სახლზე მაღალი ხიდან გადავარდნას და უცილობელ უბედურებას გადაარჩინა და ამით ნამდვილად დაიცვა მისი ყველაზე საუკეთესო ინტერესი, - სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს საქმის ფაქტობრივი გარემოებაა, რასაც ვერ უარყოფთ.

თქვენ კი ქალბატონო ანა, იმის ნაცვლად რომ ბავშვის ინტერესი დაგეცვათ, პირიქით მის საზიანოდ იმოქმედეთ, როდესაც რეაგირება არ მოახდინეთ საქმეში არსებულ უტყუარ, სანოტარო წესით დამოწმებულ ინფორმაციაზე ბავშვზე განხორციელებული ოჯახური ძალადობის შესახებ. ფსიქოლოგსაც კი დაუმალეს ეს ინფორმაცია.

არ დაინტერესდით დღესაც ხომ არ გრძელდება ოჯახური ძალადობა ბავშვის მიმართ და თუ მართლაც აღენიშნება ბავშვს ფსიქიკური პრობლემები, ხომ არ არის გამოწვეული ოჯახური ძალადობით.

მერწმუნეთ ამ ინფორმაციის მიჩქმალვით დაზიანდა როგორც ბავშვის, ისე ალ. მარიამიძის და რაც ყველაზე მთავარია - მართლმსაჯულების ინტერესები. თქვენ იმასაც კი შეუშალეთ ხელი რომ საქმეზე ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩატარებულიყო, რადგან როგორც მოსალოდნელი იყო, დასკვნა უარყოფითი იქნებოდა და ამით საფუძველი გამოეცლებოდა 144 ტერცია მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას. გორის სასამართლო დაეყრდნო თქვენი განცხადების საფუძველზე შედგენილ ფსოქოლოგის ცნობას, რომელშიც უამრავი უზუსტობაა.

მე ძალიან ვწუხვარ რომ ალ. მარიამიძემ არჩადენილი დანაშაული დაიბრალა. მე ამის განსჯაში ვერ შევალ. ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ რაც შეგეხებათ თქვენ, თუ ნამდვილად ადამიანის უფლებადამცველი ბრძანდებით, უდანაშაულო ადამიანის მსჯავრდება არანაირად არ უნდა შედიოდეს თქვენს ინტერესში რა მოტივიც არ უნდა ედოს მას საფუძვლად. კარგი იქნება ამ შეცდომებს თუ გაითვალისწინებთ მომავალ საქმიანობაში. ადამიანების ბედთან თამაში დაუშვებელია.'

ქალბატონ ანა თავხელიძის საყურადღებოდ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქმეში ალ. მარიამიძის ბრალის დამადასტურებელი ეჭვის გამომრიცხველი ერთი მტკიცებულებაც არ მოიპოვება. საქმე სავსეა დაზარალებული ბავშვის დედის მიერ განხორციელებული სიმულაციური ქმედებებით, როდესაც 12 წლის ჯან-ღონით სავსე ბიჭი, რომელიც თავისუფლად მოძრაობდა და არც არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა, ხელში აყვანილი, რაღაცაში გახვეული მიჰყავს სასწრაფოს ექიმთან; მის მიერ ოპერატორ 112- ზე გაკეთებული ცრუ შეტყობინების გასამყარებლად რომ თითქოს ალ. მარიამიძემ ალუჩის მოპარვის გამო ბავშვი გააშიშვლა, სახლში გამოკეტა და კეტით ცემა. ისე ძლიერ იყო ნაცემი რომ დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა; ამიტომ მივიდა ალ მარიამიძის სახლთან პოლიციის 4 ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

ინფორმაცია ტყუილი გამოდგა. ამის შემდეგ შეთხზეს ბავშვზე ძალადობის ვერსია, რაც არანაირად არ დადასტურდა.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით იმ მიდამოში, რაზეც დაზ მხარე აპელირებს (ტუჩზე, ცხვირზე ლოყაზე საჯდომზე ბავშვს ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნება.

ალ მარიამიძეს მართლაც რომ დაერტყა 2-3 ჯერ ცხვირპირის და სახის არეში, ან უკანალში ძლიერ ამოერტყა ფეხი, თუ სახე არ დაუშავდებოდა, რაიმე დაზიანების კვალი ხომ მაინც დარჩებოდა. ამ თემაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, მაგრამ რა აზრი აქვს " ხედავენ, მაგრამ არ უნდათ დანახვა, ესმით, მაგრამ არ უნდათ მოსმენა". დიდი ანალიტიკური აზროვნება და იურისტობა არ ჭირდება. საქმის ობიექტური შემფასებელი ადვილად მიხვდება, რომ ცრუ ბრალდებასთან გვაქვს საქმე. კიდევ მადლობას ვუხდით ღმერთს რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლიანობა აღადგინა და ალ მარიამიძე გაათავისუფლა უკანონო პატიმრობიდან.' - ციტატის დასასრული.

ანა თავხელიძე კი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ალექსი მარიამიძემ აღიარა ბავშვისთვის სახეში დარტყმა და ფეხის ამორტყმა, სასჯელი პირობითად ჩაეთვალა და ამიტომ გაათავისუფლა სასამართლომ

,,პირველი ინსტანციის სასამართლომ (მოსამართლე დავით მაკარაძე) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დამამცირებელ მოპყრობად შეაფასა ბავშვის მიმართ განხორციელებული ქმედებები და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დღეს სააპელაციო სასამართლოში ბოლო სხდომა გაიმართა ამ საქმეზე. ნაწილობრივ აღიარა, დაადასტურა რომ ბავშვს ხელი დაარტყა და ფეხიც ამოარტყა. მაგრამ იმიტომ მოვიქეცი ასე, რომ შემეშინდა ბავშვი ხიდან არ ჩამოვარდნილიყოო. მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ეს ახსნა მიიღო დამაჯერებელ არგუმენტად და ბავშვებს უთხრა, რომ თუ მათ სცემენ, წიხლს ამოარტყამენ, აგინებენ და გაშიშვლებულს ქუჩაში გამოაგდებენ, ამის გამო 1 დღესაც კი არ გაატარებს ციხეში მოძალადე. რადგან დღეს ამის ჩამდენი სხდომის დარბაზიდან გამოუშვა, პირობითით. ამ საქმეში ჩართვის დღიდან ვაპელირებდით, რომ მოძალადე იყენებდა თავის გალვენასა და სტატუსს. მისი ცოლის მხრიდან ამ ბავშვზე ძალადობის საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული. ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ ამ გავლენის გამოყენების შედეგია ის განაჩენი, რაც დღეს გამოაცხადა აპელაციამ.'' - წერს ანა თავხელიძე.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020