Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
,,გერმანიაში ყველა სფეროში უდიდესია ინტერესი საქართველოს მიმართ'' - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოს ესტუმრა. საქართველოს საგარეო მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერნცია გაიმართა. პრესკონფენერციის შემდეგ კი საოკუპაციო ხაზი მოინახულა.

"მე მართლაც ვიყავი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ, თბილისის ქუჩებში ქართველი კაცები და ქალები აფრიალებდნენ ევროკავშირის დროშებს და ეს ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. სამოქალაქო საზოგადოება არის ევროპული ღირებულებების რწმენა და სტიმული...

"აგენტების" კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, ახლა პოლიტიკის ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება. აუცილებელია ამ ქვეყანაში რეფორმების განხორციელება, რათა საქართველომ ევროკავშირში შესვლა შეძლოს.

მხოლოდ საქართველოს მთავრობა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, პირიქითაც, სამოქალაქო საზოგადოება ვერ გახდება ხელისუფლების გარეშე ევროკავშირის წევრი. მხოლოდ ერთობლივად.

ეს არის ევროკავშირის მამოძრავებელი ძალა. ევროკავშირი ძალიან განსხვავებული წევრებით ხასიათდება, ეს არა სისუსტე, არამედ სიძლიერეა. ამიტომ გაერთიანების არაოფიციალური დევიზია: "ერთობა სიმრავლეში". სამომავლოდ გვინდა საქართველოსთან ერთად ამის განხორციელება, ამიტომ აუცილებელია, დრო აღარ დაკარგოს, ესაა მომენტი ისტორიაში, როცა ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ".



"თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება, გქონდეთ, რომლებიც თანასწორად და გულწრფელად დაგიჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ვინაიდან ვართ მეგობრები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გზა ერთობლივად, გულწრფელად გავიაროთ, მათ შორის, ის, რომ ყოველთვის მარტივი არაა ინტეგრაციის გზის გავლა.

აუცილებელია რეფორმები, გარკვეული მუხტის არსებობა და ევროკავშირის მხრიდანაც ძალისხმევა. ეს გზა ვერ შემოკლდება. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საგრძნობი წინსვლა გვაქვს 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ, ასევე შემდგომი პროცესის თვალსაზრისითაც. [მინისტრთან] დეტალურად ვისაუბრეთ ამაზე...

გაწევრიანების პროცესში აუცილებელია კანონის უზენაესობა და დემოკრატიული სტანდარტების დანერგვა. დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია ასევე მოსმენა, ყურის დაგდება იმ შემთხვევაშიც კი, როცა აზრები რადიკალურად განსხვავდება, მათ შორის - საზოგადოებაში".

"შემთხვევითი არაა, როცა გადაადგილდები თბილისის ქუჩებში, ხედავ არა მხოლოდ ევროპულ, არამედ - უკრაინულ დროშებსაც. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოს მხარდაჭერა რეზოლუციისა და თქვენი მკაფიო პოზიცია რუსული თავდასხმითი ომის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ არის ძალიან დასაფასებელი.

ჩვენ ვიცით, რა მდგომარეობაშია საქართველო. 2008 წლის რუსული ინტერვენცია, ორი რეგიონის აღიარება, რომლებიც რუსული კონტროლის ქვეშაა, ასევე ათიათასობით რუსი, რომლებიც 2022 წლის შემდეგ ჩამოვიდნენ საქართველოში. ამის მიუხედავად, ხართ უკრაინის მხარეს - ხაზს უსვამს იმას, რა ღირებულებებს ეფუძნება საქართველო და რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში.

გერმანიაში ყველა სფეროში უდიდესია ინტერესი საქართველოს მიმართ, ჩვენი ხელი ძალიან შორსაა გამოწვდილი, ხოლო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კარი ბოლომდე ღიაა. ახლა მთავარია 12 პრიორიტეტის შესრულება. ქართველებმა, ქალებმა და კაცებმა თვალნათლივ დაამტკიცეს, რომ ესაა მათი სურვილი". - ციტატის დასასრული.

მთავარი ფოტოს ავტორი ნენე დალაქიშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020