Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
კასპში რუსეთის მოქალაქე საძროხეს აშენებს – ეგვიპტელებმა კი ,,ჰოლივუდ სითი'' ჯერ ვერ ააშენეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ღორების იმ ფერმის
მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის 70%-ს რუსეთის მოქალაქე ფლობს.
რამდენიმე კილომეტრში კი, სოფელ წინარეხთან ეგვპიტური ინვესტიციის განხორციელებას, კერძოდ, ,,ჰოლივუდ სითის’’ მშენებლობას ხელს უშლიან. იქ სადაც თანამედროვე სოფელი უნდა აშენებულიყო, ახლა საქონელი ძოვს.
ფოტოზე: მიწის ნაკვეთი წინარეხში, სადაც ჰოლივუდ სითი უნდა აშენებულიყო
2021 წლის ბოლოს გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხის მიმდებარედ საინვესტიციო დეველოპერული კომპანია "სვიფ ლენდ გრუპი" მულტიფუნქციურ კომპლექსს "ჰოლივუდ სითის" აშენებს.
კომპლექსი უნდა შექმნილიიყო ცხოვრების ახალი სტანდარტების დასანერგად და საქართველოში კინოინდუსტრიის სფეროს განსავითარებლად. სრულყოფილი ინფრასტრუქტურის გარდა, კომპლექსში კომერციული ფართები, გასართობი და სპორტული სივრცეები, კინოს შემსწავლელი ცენტრი და 5–ვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა მოწყობილიყო - 2024 წლამდე.
ფოტოზე: ჰოლივუდ სითის პროექტი წინარეხისთვის
„პროექტი განსაკუთრებული იქნება იმით, რომ კასპის რეგიონში რეზორტული სახის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა, საკურორტო ზონებს ჩვენ შავი ზღვისპირეთში და კახეთის მხარეში ვართ მიჩვეული. ჩვენ ვამაყობთ, იმით რომ აუთვისებელ ტერიტორიაზე ვაკეთებთ პროექტს, საწყის ეტაპზე პროექტში იგეგმება 55 ვილა, იგეგმება 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა, რომლის პროექტიც დამუშავების პროცესშია, გარდა ვილებისა, იგეგმება საზოგადოებრივი მოხმარების ზონები, ისეთი როგორიც არის საბავშვო მოედნები, იქნება კინო სტუდია და კინო ხელოვნების სასწავლო ცენტრი'' - აცხადებდა კომპანიის წარმომადგენელი.
ფოტოზე: აქცია სოფელ წინარეხში ჰოლივუდ სითის წინააღმდეგ, 2022 წლის ოქტომბერი
2022 წლის ოქტომბერში კომპანიამ ,,ჰოლივუდ სითის'' მშენებლობა დაიწყო, თუმცა პრორუსულმა ორგანიზაციამ ორგანიზება გაუწია აქციას, რომელიც ამ სითის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა. ,,პატრიოტთა ალიანსის'' ორგანიზებით, წინარეხელებმა გააპროტესტეს ახალი დასახლების მშენებლობას. ამ დასახლებაში თითო სახლი უნდა ყოფილიყო 210-260 კვ/მ. თავისი აუზით და სპორტული კომპლექსით. 1 კვ.მ ფართობი გაიყიდებოდა 1000 დოლარად. სითის წარმომადგენელი აცხადებდა:
,,ჩვენი სახელწოდებაც "ჰოლივუდ სითი", აქ ბუნება იმდენად საინტერესოა, რომ გვინდა პატარა გადასაღები მოედნები მოვაწყოთ, სადაც სხვადასხვა სატელევიზიო კინოპროექტებს სხვადასხვა პროექტის განხორციელების საშუალება მიეცემათ, შეძლებენ, რომ ჩვენგან მოითხოვონ ნებართვა და ადგილზე კინო გადაღებებიც აწარმოონ, გარდა ამისა იქნება კომერციული ფართი, სადაც ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის პატარა ბაზრობა მოწყობა და ადგილობრივები თავიანთი მოსავლის რეალიზაციას შეძლებენ, განსაკუთრებით ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ ჩვენ ბინადრებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შევთავაზოთ. ჰოლივუდ სითი" ასევე საინტერესოა იმითაც, რომ დასაქმებულების უმეტესობა - 60% ადგილობრივი იქნება".
ფოტოზე: სოფელი კავთისხევი, ,,ფემილი ფარმის'' საძროხის მშენებლობა. 2023 წლის აპრილი
კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში დაცული დოკუმენტების მიხედვით, სოფელ კავთისხევის სიახლოვეს კომპანია ,,ფემილი ფარმი’’ აშენებს ფერმას. ერთ-ერთი მფლობელი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა (აქვს საქართველოს მოქალაქეობაც), კომპანიის 70%-ს წილს ფლობს.
თავდაპირველად, ფემილი ფარმის წარმომადგენელი სატელევიზიო გადაცემებში აცხადებდა, რომ აშენებს ღორების ფერმას, თუმცა კასპის მერიაში დაცული დოკუმენტების მიხედვით, კეთდება მეცხოველეობის ფერმა.
კასპის მერიის ცნობით: მსხვილფეხა პირუტყვის მერძევეული ფერმა გათვლილია მსხვილფეხა პირუტყვის სადგომზე, კერძოდ 1000 მეწველი ძროხაზე.
ფერმაში იფუნქციონირებს პარალელის ტიპის საწველი დარბაზი 2х25 ნახირის მართვის სისტემით - საწველ-სარძევე ბლოკი, სადაც მოხდება მეწველი ძროხების წველის პროცესი და რძის პირველადი გაციება. 24 სთ-ში მღებული რძის მასიმალური რაოდენობა 30ტ არ აღემატება.
ფერმაში ასევე იფუნქციონირებს მოსაგები განყოფილება, სადაც მოხდება მაკე ძროხების განთავსება და მათი შემდგომი მშობიარობა, ხოლო მოგებული ხბოები, რომელთა ასაკი არ აღემატება 14 დღეს, ხდება მათი რეალიზაცია ან გადაყვანა სხვა ფერმაში, სადაც ხდება მათი გაზრდა და შემდგომ რეალიზაცია.
ფერმაში დანერგილი იქნება პროცესების სრული ავტომატიზაცია და გამოყენებულ იქნება ცხოველების შენახვის დაუბმელი სისიტემა, ასევე, დაინერგება ნახირთან მუშაობის თანამედროვე მეთოდები (საწველის სისტემა დაკავშირებული იქნება ნახირის მართვის პროგრამასთან).
ფერმაში მოხდება ნაკელის გადამუშავების და შენახვის სრული მექანიზება - ნაკელის სეპარატორი, რომელიც მოახდენს მყარი და თხევადი ნაკელის განცალკევებას, შესაბამისად ფერმის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს 2 დამოუკიდებელი სველი ნაკელსაცავი და მყარი ნაკელის შესანახი მოედანი.
პ.ს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ საძროხე შენდება იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც კასპიცემენტის ტექნიკა მუშაობს, მოიპოვებენ წიაღისეულს და ტერიტორია ხშირად მტვერშია გახვეული. აღნიშნულის თაობაზე კარიერის დასახლების მოსახლეობამ არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია. საძროხე, სწორედ, კარიერის დასახლების მეზობლად შენდება. ფერმასა და კარიერის დასახლებას შორის, როგორც დოკუმენტებშია მოცემული, 460 მ-ია.

ჰოლივუდ სითის ამბავი

ძროხების ფერმის ამბავი

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани