Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
კედელი მტკვრის კალაპოტში - ხიდისთავში კი ლოდები გზაზე ცვივა
გორში, მდინარე მტკვრის კალაპოტში მიმდინარე ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობის სამუშაოები გრძელდება.

მერიის ცნობით, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს, რომლის სიგრძე 214 მ-ი იქნება.

საყრდენი კედელი ,,გორიინიდან'' ძველ ხიდამდე შენდება და ბულვარი გაკეთდება. ნაპირსამაგრ კედელზე მოეწყობა მოაჯირებიც.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 651 650 ლარია.

ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის მერია გურამიშვილის ქუჩაზე, ძველი ხიდიდან ახალბაღამდე ბულვარის მოწყობას გეგმავს.

საავტომობილო გზის იმ მონაკვეთზე, რომელიც აღნიშნულ სანაპიროს მიუყვება, იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურის მოეწყობაც.

ბულვარის მოწყობა და მტკვრის კალაპოტის შემცირება მაშინ გადაწყდა, როდესაც სასტუმრო ,,გორიინი'' აშენდა ბიზნესმენ ვახტან კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით.

კარიჭაშვილის მშობლიურ სოფლის ხიდისთავის გზაზე კი კლდის ლოდები ყველწლიურად ცვივა და მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მცხოვრებნი ამბობენ, რომ გზის პრობლემა დროულად გადასაჭრელია.

ისინი გავლენიან თანასოფლელებს თხოვნით მიმართავენ, რათა დროულად დაინტერესდნენ ამ პრობლემით.

ხიდისთავი-გორის გზაზე ყოველი ნალექის დროს, მთიდან კლდის ნატეხები ცვივა. ამ გზაზე მოძრაობენ მოქალაქეები, ასევე უფლისიციხისა და ატენის მოსანახულებლად ჩამოსული ვიზიტორები და ტურისტები.

,,ჩვენი სოფლიდან არიან რეგიონის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ოთარ ნონიკაშვილი და ასევე ,,გორიინნის'' დამფუძნებელი ვახტანგ კარიჭაშვილი. ვთხოვთ, რომ ჩაერივნონ და მოაგვარონ ეს საკითხი'' - გვითხრეს ხიდისთაველებმა.

კლდის ლოდების ჩამოცვენის ბოლო ფაქტი 2023 წლის 29 მარტს მოხდა. გორის მერიაში გვითხრეს, რომ მომხდარის შესახებ იმავე დღეს წერილობით აცნობს რეგიონული განვითარების სამინისტროს. პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

მოქალაქეები ამბობენ, რომ საჭირო დამცავი კედლის აშენება. რა დაჯდება, უცნობია. გორის მერიამ კი სასტუმრო ,,გორიინის'' გარშემო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად წელს დაახლოებით 4 მლნ ლარი გამოყო. ხიდისთავის გზის გასამაგრებლად კი წელსაც არაფერია გათვალისწინებული.



,,Დამცავი ჯებირები რომ საჭიროა ვერ ხვდებიან? სანამ ვინმეს არ "დაიტანს" არ შეიწუხებენ თავს'' - წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც დღევანდელი ფოტოები გამოვაქვეყნეთ.

ამ გზაზე კლდის ლოდები თითქმის ყოველწლიურად ცვივა. ქვემოთ მოცემული ფოტოები გადაღებულია 2018-2019 წლებში.

,,მთელი ცხოვრება ცვივა ეს ლოდები.და საშველი 21 საუკუნეშიც ვერ დაედგა''.



,,მთელი ცხოვრება ცვივა ეს ლოდები.და საშველი 21 საუკუნეშიც ვერ დაედგა'' - წერენ მოქალაქეები.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020