Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
რა დავწვათ ჭიაკოკონობას? - იურისტის განმარტება
ხვალ, 2023 წლის 12 აპრილს ჭიაკოკონობაა. ეს ტრადიცია აღდგომის წინა ოთხშაბათს თითქმის ყველა სოფელში იმართება.

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ გამოცემულ ცნობაში, რომელიც მოზარდებისთვის დაიწერა, ვკიხულობთ: 

ერთ-ერთ სოფელში
16 წლის ბაკურმა და დიმიტრიმ ავტომანქანების გაცვეთილი საბურავები შეაგროვეს. მათ სოფელში დიდი „ჭიაკოკონობის“ მოწყობა სურდათ. ამ მიზნით ერთმანეთზე დაალაგეს 10-ამდე სხვადასხვა ზომის საბურავი და უზარმაზარი კოცონი დაანთეს.

მთელმა სოფელმა მალე ცეცხლთან მოიყარა თავი. ამასობაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებიც გამოჩნდნენ. მათ ორივე არასრულწლოვანი 400-400 ლარით დააჯარიმეს.

ბაკური და დიმიტრი არა ეთანხმებიან დაჯარიმებას. მათი აზრით, ინსპექტორებს უფლება არ აქვთ, აღკვეთონ ეს ძირძველი ტრადიცია.

როგორ წესრიგდება ეს ურთიერთობა?

იურისტი: ,,ერთი შეხედვით, გრემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორის მიერ ახალგაზრდების დაჯარიმება ეწინააღმდეგება ამ წარმართულ ქართულ ტრადიციას, თუმცა საეჭვოა, ეს ტრადიცია საბურავების დაწვით დაწყებულიყო. საქმე ისაა, რომ ჭიაკოკონობის ტრადიციას გაცილებით ხანგრძლივი ისტორია აქვს, ვიდრე რეზინის საბურავების გამოგონებას. ამიტომაც ინსპექტორების ქმედება ყველანაირად გამართლებულია.

როგორ უნდა მოიძებნოს გამოსავალი?

იურისტი; - შეიძლება თუ არა „ჭიაკოკონობის“ ტრადიციის ისეთნაირად შენარჩუნება, რომ ის მოქმედ წესებს არ ეწინააღმდეგებოდეს? ასეთი რამ შესაძლებელია. პირველ რიგში, საცეცხლე მასალად გამოყენებულ უნდა იქნეს შეშა. როგორც ცნობილია, ასეთი რამ პიკნიკებზეც გამოიყენება მწვადის შესაწვავად, რაც კანონმდებლობას არანაირად არ არღვევს. ამავე დროს, ცეცხლის დასანთებად უნდა გამოიყენონ მხოლოდ ნებადართული საშეშე მასალა (მაგ., მოთხრილ-მოტეხილი კუნძები და ფიჩხები, რომლებიც ბლომად მოიპოვება საქართველოს ტყეებსა თუ მდინარეთა ნაპირებზე). ნებადართული საშეშე მასალის გამოყენებას აქვს შემდეგი მიზანი – ერთმა გარემოსდაცვითმა ღონისძიებამ (ამ შემთხვევაში საბურავების დაწვის თავიდან არიდებამ) წინააღმდეგობა არ უნდა შეუქმნას სხვა გარემოსდაცვით ინტერესს (მაგ., ხე-ტყის უკანონო გაჩეხვისაგან დაცვას).

რას ამბობს ხელისუფლება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი - „ჭიაკოკონობა“ იმართება. რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად, მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს.
აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.

ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების - ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, „ჭიაკოკონობის ღამეს“ კონტროლს გაამკაცრებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020