Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
გორში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გამართლდა
გორში სუხიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირების შემსწრე და თანაც დაპატიმრებული ორი პირი გაამართლეს. მათ ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდათ.

სასამართლომ დაადგინა, რომ მათ არ შეეძლოთ დაენახათ იარაღის სროლის ფაქტი და არც ის გარემოება, ეკავა თუ არა ვინმეს ცეცხლსასროლი იარაღი.

პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ორმა პირმა, რომელიც ავტომანქანის წინა სალონში იმყოფებოდა, პოლიციას არ შეატყობინა დანაშაულის შესახებ; არც იმის შესახებ, რომ მათთან ერთად მყოფ პირს იარაღი ჰქონდა.

გორის სასამართლოსგან ამ ორ პირს 4-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შემდეგ დავა თბილისის სააპელაციო სასამართლო ში გაგრძელდა, ბოლოს კი უზენაესს სასამართლოში. პროკურატურა ცდილობდა, რომ მოწმეების წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება დაედასტურებინა, თუმცა ამაოდ.

საბოლოოდ, 2023 წლის 23 მარტს ორივე პირი გამართლდა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ, სახელმწიფოსგან ზიანი მოითხოვონ.

რა უნდა დაენახათ? - პროკურატურის ვერსია

სასამართლოს აზრით, პროკურატურამ სათანადო მტკიცებულებები არ წარმოადგინა იმის დასასაბუთებლად, რომ ორი პირი დანაშაულს შეესწრო და პოლიციას არ აცნობა.

საქმის მასალების მიხედვით, სუხიშვილის ქუჩაზე, მამაკაცები ერთ-ერთ მაღაზიასთან ყავის დასალევად შეჩერდნენ. ჩვენებების მიხედვით, ისინი თბილისში, ერთ-ერთი მეგობრის დაოჯახების აღსანიშნავად მიდიოდნენ. მანქანაში რამდენიმე მამაკაცი იმყოფებოდა.

ერთ-ერთი ობიექტის თანამშრომლის ახსნა-განმარტებით, 2021 წლის 16 მარტს დაახლოებით 4-5 საათისთვის, მაღაზიაში შევიდა პირი, რომელმაც ჰკითხა, ამზადებდა თუ არა ყავას და სამი ჭიქა ყავის მომზადება სთხოვა. ყავის მომზადებისას შევიდა მეორე პირი და იკითხა კონკრეტული ყავა, რომელიც არ ჰქონდა.

ჩვენების მიხედვით, პირველ პირს, რომელიც მაღაზიაში შევიდა, ეკეთა პირბადე; შესაბამისად, ვერ დაიმახსოვრა მისი გარეგნობა, ხოლო მეორე პირს პირბადე არ ეკეთა და უფრო მეტად შეძლო მისი დამახსოვრება.

აღნიშნული პირები მასთან მაღაზიაში დაახლოებით 3-4 წუთი იმყოფებოდნენ.

როდესაც მომზადებული ყავა გაიტანეს, რამდენიმე წუთში გაიგონა დაახლოებით 4-5 გასროლის ხმა, რის გამოც დაახლოებით 1 წუთში ისიც გავიდა გარეთ. მან დაინახა მუქი ფერის „ფორდი“, აგრეთვე ის მეორე პირი, რომელიც მასთან შევიდა მაღაზიაში.

აღნიშნული პირი სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა მანქანისკენ, ხელები ჰქონდა დაშვებული და მარჯვენა ხელში ეკავა პატარა ნივთი, რომელიც მან აღიქვა, როგორც იარაღი.

მანვე მანქანის უკანა სალონის კარი გამოაღო მარცხენა ხელით და ჩაჯდა აღნიშნულ მანქანაში მარჯვენა მხარეს, მანქანა დაიძრა და წავიდა თბილისის მიმართულებით.

ამის შესახებ პოლიცია გამოიძახეს. მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავა. რატომ მოხდა დაპირისპირება, ამის შესახებ მოწმეთა ჩვენებებში არაფერია ნათქვამი.

გამოძიებამ მაღაზიის ჩანაწერიც ამოიღო, ხოლო იქ არსებული სიტუაცია ასე აღიქვა:

ჩანაწერების მიხედვით, მაღაზიის წინ მოასფალტებულ ადგილზე ჩერდება რუხი ფერის მსუბუქი ავტომობილი, საიდანაც წინა მარცხენა მხრიდან გადმოდის მამაკაცი მონაცრისფრო სპორტულ ტანსაცმელში და შედის მაღაზიაში, რამდენიმე წამში აღნიშნული მანქანის უკანა მარჯვენა კარიდან გადმოდის მუქი ფერის ჟილეტით მამაკაცი, მუქი წვერით და საუბრობს ტელეფონზე, იგი შედის მაღაზიაში.

,,რამდენიმე წამში ხსენებული მუქშარვლიანი და ჟილეტიანი მამაკაცი ტელეფონზე საუბრით გამოდის მაღაზიიდან და ნელი სირბილით მიდის მაღაზიიდან მარჯვნივ; დაახლოებით ერთ წუთში ბრუნდება მაღაზიასთან და შედის შიგნით; რამდენიმე წამში ისევ გამოდის მაღაზიიდან და დგას კარსა და კიბეებს შორის; დაახლოებით ერთ წუთში მაღაზიიდან აწვდიან ქილის მსგავს საგანს, ჩამოდის რამდენიმესაფეხურიან კიბეზე და მისი მანერებით ჩანს, რომ ესაუბრება რუხი ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარეს მჯდომ პირს;’’

,,რამდენიმე წამში მაღაზიიდან გამოდის მონაცრისფრო სპორტული ტანსაცმლით მამაკაცი, რომელსაც პირბადე უკეთია, ხელში უჭირავს ორი ქილის მსგავსი საგანი და მიდის ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარეს, ფანჯრიდან ერთ ქილას აძლევს ავტომანქანაში მჯდომ პირს და შემდეგ მიდის წინა მარცხენა მხარეს არსებულ კართან, ხოლო წვერიანი და მუქჟილეტიანი მამაკაცი ჯდება ავტომანქანის უკანა მარჯვენა მხარეს.’’

,,ერთ წუთის შემდეგ მაღაზიის კარის გვერდით მდგარ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან მაღაზიის მარცხენა მხრიდან მიდის ახალგაზრდა მამაკაცი. ვიდეოკამერების ჩანაწერის მიხედვით, ხსენებული რუხი ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარიდან გადმოდის მუქი ფერის შარვლითა და ჟილეტით წვერიანი, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მარჯვენა ხელს იდებს მუქი ფერის ჟილეტის წინა მარჯვენა ჯიბეში და ხელჩადებული მიდის მაღაზიიდან მარჯვენა მხარეს.’’

,,ამ დროს რუხი ფერის ავტომანქანა იძვრება, მიდის მაღაზიიდან მარჯვენა მხარეს და რამდენიმე წამით ჩერდება მაღაზიის მარჯვნივ. შვიდი წამის შემდეგ მაღაზიიდან სწრაფად გამოდის მაღაზიაში მომუშავე ქალბატონი, რომელიც იხედება მაღაზიიდან მარჯვენა მხარეს; კადრში ჩანს მამაკაცის ქვედა კიდურები, რომელსაც ეცვა მუქი შარვალი, ფეხსაცმელი და ჩაჯდა აღნიშნული ავტომანქანის უკანა მარჯვენა მხარეს, რის შემდეგ ეს ავტომანქანა იძვრება და გადის კადრიდან.’’

სასამართლოს აზრით, ამ ჩანაწერების მიხედვით, ვერ დადასტურდება ის ფაქტი, რომ მანქანის წინა სავარძელში მყოფ ორ პირს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დანახვა შეეძლო. ყოველ შემთხვევაში, პროკურატურამ ეს ვარაუდი სათანადო ვერ დაასაბუთა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020