Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
ქურდობა და მისი კვალიფიკაცია - იურისტის მოსაზრება
ქურდობის მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. სასამართლო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როცა ქურდმა წინასწარ არ იცის, რა ღირებულების ნივთს იპარავს. პირმა ავტომანქანიდან მოიპარა ქურთუკი, რომელშიც აღმოჩნდა 115 ლარი. ქურთუკი შეფასდა 50 ლარად.

ბრალდებულმა წინასწარ არ იცოდა, რომ ქურთუკში იყო 115 ლარი. მიუხედავად ამისა, ამ თანხის მოპარვა ქურდს ბრალად შეერაცხა და საკითხის ასეთი გადაწყვეტა სწორია. მოქალაქემ მგზავრს ავტობუსში ჯიბიდან ამოაცალა საფულე, რომელშიც 200 ამერიკული დოლარი და 185 ლარი აღმოჩნდა. სასამართლომ თანხა მნიშვნელოვან ზიანად შეაფასა.

დამცველმა ეს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში იმ მოტივით გაასაჩივრა, რომ ბრალდებულმა არ იცოდა რა რაოდენობის თანხა იყო საფულეში და ამიტომ მისი განზრახვა არ მოიცავდა 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტს. რომელიც გაძლიერებულ პასუხისმგებლობას აწესებს დაზარალებულის მნიშვნელოვანი დაზიანების გამო.

სააპელაციო სასამართლომ დამცველის ამ შუამდგომლობას უარით უპასუხა. თუმცა განაჩენით ეს უარი სათანადოდ არ იყო დასაბუთებული.

დამნაშავისათვის არ არის სავალდებულო წინასწარ იმის ცოდნა, რა რაოდენობის თანხა შეიძლება აღმოჩნდეს მოპარულ საფულეში, დამნაშავის განზრახვა წინასწარ მოიცავს ყველაფერს, ის წინასწარვე თანახმაა, მიითვისოს ნებისმიერი ოდენობის თანხა, რაც საფულეში აღმოჩნდება.

იზრდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხარისხი თუ ქურდობა ჩადენილია სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით.

სადგომს წარმოადგენს დროებითი ან მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილი სტაციონალური ან მოძრავი მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ადამიანთა მოსათავსებლად ან მატერიალურ ღირებულებათა შესანახად.

სხვა საცავში იგულისხმება სპეციალურად დაცული ტერიტორიული მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია მატერიალურ ღირებულებათა მუდმივი ან დროებითი შენახვისათვის.

ასევე კონტეინერები, სეიფები, და სხვა მსგავსი საცავები.

საცავს არ წარმოადგენს ის ტერიტორია, რომელიც სპეციალურად არ არის დაცული და გამოიყენება მატერიალურ ფასეულობათა მოსათავსებლად, ასევე ავტომანქანები და სხვა გადახურული საწყობები, რომლებიც იმყოფება არადაცულ მდგომარეობაში, რადგან ისინი არ ქმნიან წინააღმდეგობას იქ არსებული ნივთების დასაუფლებლად. უკანონო შეღწევა სადგომში ან საცავში ქურდობის დროს შეიძლება მოხდეს ფარულად.

შეღწევა შეიძლება განხორციელდეს როგორც წინააღმდეგობის დაძლევით, ასევე მის გარეშე. ქურდობის კვალიფიციური ნიშანი - შეღწევა არ გვაქვს მაშინ, როცა ქურდობის განზრახვა პირს წარმოეშობა მას შემდეგ, რაც იგი სხვის სადგომში ან სხვა საცავში აღმოჩნდება სხვა მიზნით.

ქურდობა არ შეიძლება ჩაითვალოს შეღწევით ჩადენილად, თუ პირს აქვს სადგომსი ან სხვა საცავში შესვლის უფლება თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან შესასრულებელი სამუშაოს ძალით, ასევე იმის მიერ, ვისაც აქვს ერთჯერადი საშვით შესვლის უფლება და ამ უფლების გამოყენების დროს ჩაიდინა ფარული დაუფლება.

ავტომანქანის სალონიდან ნივთის ფარული წაღება არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც ქურდობა საცავში შეღწევით. ასეთი ქმედების ჩადენა სასამართლო პრაქტიკაში, მართალია, ძირითადად ხდება ფარულად. სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულებს წარდგენილი ჰქონდათ ,,სადგომში შეღწევით“ ცხვრის მოპარვა.

უზენაესი სასამართლოს საკასაციო განჩინებას დადგენილად მიაჩნია, რომ ,, შემთხვევის ადგილი, სადაც ცხვარი იმყოფებოდა, არის ეზოში, ღია ცის ქვეშ, მართულით შემოღობილ ადგილას“, რომელიც , „არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სადგომად“.

კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით იზრდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხარისხი, თუ ქურდობა ჩადენილია „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ“.

კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მასში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

ქურდობის შემადგენლობის ეს მაკვალიფიცირებელი ნიშანი მაშინ გვაქვს, როცა მის ჩადენაში მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.

თუ ქურდობის შემადგენლობა განახორციელა ორმა ან მეტმა პირმა, რომელთაგან ერთი ამსრულებელია, ხოლო სხვები - თანამონაწილენი, მაშინ არ გვექნება ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითი დანაშაული.

მაგალითად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენით შეიცვალა 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება.

კან-ს და თან-ს ბრალად ედებოდათ ან-ის საცხოვრებელი სახლიდან ცხვრის მოპარვა. მსჯავრდებულთა ჩვენებებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ,, ცხვრის მოპარვის განზრახვა “ მათ გაუჩნდათ მას შემდეგ, რაც შევარდნენ ან-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში და დაინახეს ცხვარი.

ეს დასაბუთება ეჭვს იწვევს. ჯერ ერთი, არ ჩანს, რა მიზნით შევიდნენ მსჯავრდებულები დაზარალებულის ეზოში, მეორეც, რატომ არ შეიძლებოდა მსჯავრდებულები დანაშაულის ჩადენაზე წინასწარ შეთანხმებულიყვნენ (ცხვრის დანახვისთანავე).

კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად, ,,წინასწარი შეთანხმება“ გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როცა ,,მონაწილენი წინასწარ შეკავშირდებიან დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად“.

ამის მიხედვით უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ,,შეკავშირება“ თუ ,,შეთანხმება“ უნდა მოხდეს დანაშაულის შემადგენლობის ობიექტური მხარის დაწყებამდე.

ამის მიხედვით, თუ მსჯავრდებულებს „ცხვრის მოპარვის განზრახვა გაუჩნდათ“ ცხვრის დანახვის შემდეგ, არ შეიძლება გამოირიცხოს წინასწარი შეთანხმების მომენტი.

კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით იზრდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხარისხი, თუ ქურდობა ჩადენილია ,,არაერთგზის“.

არაერთგზისი დანაშაულის ზოგადი ცნება მოცემულია კოდექსისი მე-15 მუხლში. არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსისი იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

სწორედ ქურდობის შემადგენლობისათვის მნიშვნელოვანი ასეთი მითითება მოცემულია კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნაში. ამ შენიშვნის ძალით, ქურდობა არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა არა მარტო ქურდობის, არამედ კოდექსის 177-186-ე მუხლებითა და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

არაერთგზისობა, როცა წინა დანაშაული არ არის დამთავრებული (მომზადება ან მცდელობა), ან, პირიქით, იწვევს შემდეგ კვალიფიკაციას: ქურდობის არაერთგზის ჩადენის მცდელობას (სსკ-ის მე-19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი).

არაერთგზისობა გვაქვს მაშინ, როცა პირი ადრე ჩადენილი დანაშაულისათვის იყო ნასამართლევი. არაერთგზისობა არ გვექნება, თუ სუბიექტი კანონით დადგენილი წესით წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.

არაერთგზისობისათვის არა აქვს მნიშვნელობა სუბიექტი ამსრულებელია თუ თანამონაწილე. კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით იზრდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ ქურდობა ჩადენილია ,,ბინაში უკანონო შეღწევით“.

ბინა - ეს არის საცხოვრებელი სახლი ან ოთახი მრავალბინიან სახლში, რომელიც განკუთვნილია ადამიანთა მუდმივ ან დროებით საცხოვრებლად. მასვე ეკუთვნის მისი შემადგენელი ნაწილები, რომლებიც გამოიყენება დასასვენებლად, ნივთების შესანახად ან გამოყენება ადამიანის სხვა მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად (მაგალითად, სათავსო, სამზარეულო, აბაზანა, აივანი და ა.შ).

იმისათვის, რომ სუბიექტის მოქმედება დაკვალიფიცირდეს ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობისათვის, აუცილებელია გაირკვეს, თუ რა მიზნით აღმოჩნდა პირი სხვის ბინაში და როდის წარმოიშვა ქურდობის განზრახვა.

ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის ჩადენისას ვრცელდება ყველა ის მოთხოვნა და დებულება, რომელიც განვიხილეთ ,,სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით“ ჩადენილი ქურდობისას.

კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით იზრდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხარისხი, თუ ქურდობა ჩადენილია „სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ“.

დაუფლება გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ამოღებას მესაკუთრის ან კანონიერი მფლობელის ფონდებიდან და დროებით გადასვლას სუბიექტის მფლობელობაში.

მაგალითად, სასამართლომ მსჯავრი დასდო ჯან-ს სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ქურდობისათვის. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯან-ი ცხოვრობდა მშობლებთან და დასთან ერთად. მათი სახლის გვერდით ცხოვრობდა მისი ბიძა ან-ი, რომელსაც საკუთრებაში ჰყავდა ავტომანქანა ვაზ 2101.

19 ივლისს, დილის საათებში ჯან-მა გადაწყვიტა ესარგებლა ბიძის სახლში არ ყოფნით და გამოეყენებინა ამ უკანასკნელის ავტომანქანა პირადი საქმეების მოსაგვარებლად. სადენების გადაერთებით აამუშავა მანქანა და წავიდა მეგობრის ლას-ის სანახავად, რომელიც ცხოვრობდა მუხიანისდასახლებაში, ჩაისვა მანქანაში ლას-ი და გაემართა ბენზინგასამართი სადგურისაკენ, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

სისიხლისსამართლებრივ ლიტერატურაში გაბატონებული თვალსაზრისის თანახმად, ოჯახის რომელიმე წევრის მიერ მესაკუთრის ნებართვის გარეშე ავტომობილის თვითნებური სარგებლობა მართლსაწინააღმდეგო დაუფლებად არ უნდა ჩაითვალოს, ამიტომ ასეთი ქმედება განსახილველი დანაშაულის შემადგენლობას არ ქმნის.

ასეთ შემთხვევაში ოჯახის წევრი უმეტესად მოქმედებს ავტომანქანის სავარაუდო თანხმობის საფუძველზე.

მაშინაც კი, როცა მესაკუთრე უკრძალავდა მისი ოჯახის წევრს მანქანით სარგებლობას, ჩვენი აზრით, ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობა მაინც არ უნდა დადგეს.

კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით იზრდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი თუ ქურდობა ჩადენილი იქნება ,,ორგანიზებული ჯგუფის მიერ“. ამასთან დაკავშირებით მეტად საყურადღებოა ცო-ს ქმედების კვალიფიკაცია.

ცო-მ ძმებ გ-თან ერთად, ქურდობის მთელი სერია ჩაიდინა, სასამართლოს განჩინებით ცო-ს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისათვის დაედო მსჯავრი.

ერთი შეხედვით, ეს კვალიფიკაცია სწორია, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ქურდობების მთელი სერია ჩაიდინა, ამიტომ წინასწარმა გამოძიებამ და სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ დამნაშავეებმა ჩაიდინეს არა ქურდობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არამედ ,,ორგანიზებული ჯგუფის მიერ“.

მაგრამ ამ სწორ კვალიფიკაციას, ჩვენი აზრით, ერთმნიშვნელოვანი გარემოება უშლის ხელს. საქმე ის არის, რომ ჯგუფი, წინასწარ შეთანხმებული იყო, თუ ორგანიზებული, სულ ერთია, სასამართლოს არ უნახავს ძმები, რომლებთანაც ერთად ცო-ა დანაშაულებს სჩადიოდა, გაქცეულები ყოფილან და სასამართლო პროცესს არ დასწრებიან.

ძმები, რომლებიც სასამართლოს თვალითაც არ უნახავს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებად ცხადდებიან.

შესამოწმებელია მათი ასაკი, ფსიქიკური მდგომარეობა, არ ვიცით რას იტყვიან ისინი ამ საქმის ირგვლივ და სხვა, რაც მათი დაკითხვისა და უშუალო გაუსამართლებლად არ შეიძლება სწორად დადგინდეს, ამიტომ მათი ჯგუფის წევრებად ყოფნა ეჭვქვეშ დგება, რაც უარყოფით ზეგავლენა ახდენს ცო-ს ქმედების კვალიფიკაციაზე.

კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით იზრდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხარისხი, თუ ქურდობა ჩადენილია „დიდი ოდენობით“ კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დიდი ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

არ შეიძლება ამ პუნქტით კვალიფიკაცია თუ პირს რამოდენიმეჯერ აქვს ჩადენილი ქურდობა და ერთიანობაში ნაქურდალი ნივთების რაოდენობა აღემატება 10 000 ლარს.

კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით იზრდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ქურდობა ჩაიდინა იმ პირმა, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის.

ეს მაკვალიფიცირებელი ნიშანი პერსონალური ხასიათისაა და არსებობს მაშინ, როცა პირი ადრე ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი არა ნებისმიერი დანაშაულისათვის, არამედ კონკრეტულად სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ან გამოძალვისათვის.

აქვე საყურადღებოა ის გარემოება, რომ წარსულში ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობები მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს.

მალხაზ ლომსაძე
პროფესორი, გორის უნივერსიტეტი (კათედრის მასალები)

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020