Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორში ბიზნესმენი ჩივის, რომ 4 მლნ GEL და 0,6 მლნ USD ბუღალტერმა მოპარა
7 წელი მიუსაჯეს ბუღალტერს, რომელსაც ბრალი დასდეს ბიზნესმენ გიორგი კოპალეიშვილის კუთვნილი კომპანიებიდან დაახლოებით 4 მლნ ლარის მითვისებაში. პროკურორის განცხადებით, ბუღალტერმა მიითვისა გაზგასამართ სადგურის კუთვნილი 3 მლნ 724 833 ლარი.

ასევე, ამავე ბრალდების მიხედვით, ბუღალტერმა მიითვისა დამატებით 660 000 დოლარი, აქედან 200 000 აშშ დოლარი იყო კრედიტი, რომლითაც ქარელში გაზგასამართი სადგური უნდა შენებულიყო.

ამავე ბრლდების მიხედვით, ბუღალტერმა მიითვისა ბაკურიანის სასტუმრო ,,მელისის'' სახელზე გამოტანილი კრედიტის თანხა, დაახლოებით 460 000 დოლარი.

სასამართლო პროცესზე ბიზნესმენი კოპალეიშვილი აცხადებდა, რომ ბუღალტერი მარინა დოლიძე მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო. მისი მტკიცებით, თანხები სწორედ მან მიითვისა.

მარინა დოლიძის ადვოკატების განცხადებით, მარინა დოლიძე მოქმედებდა ბიზნესმენ კოპალეიშვილის მითითებით, რომ არც ერთი თეთრი დაკარგულა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაუჯერა ბიზნესმენ კოპალეიშვილს.

გიორგი კოპალეიშვილმა სასამართლო სხდომაზე წარადგინა ფარული ჩანაწერი, რომელიც მან მარინა დოლიძესთან საუბრის დროს ჩაწერა. ფარული ჩანაწერი სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო.

როგორ დაიწყო ფულის გაუჩინარება

ბიზნესმენმა გიორგი კოპალეიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას ,,გაზინვესტ-გორის'' 3 მლნ ლარი მოპარა ბუღალტერმა, რომელსაც ენდობოდა და სამსახურში ელექტროინჟნერმა მიუყვანა. ელექტროინჟინერი კი – სიძემ.

გიორგი კოპალეიშვილმა გორის სასამართლოში განმარტა, რომ 2011 წლიდან მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბუღალტერს, მარინე დოლიძეს მისცა მინდობილობა და სწორედ 2011 წლიდან დაიწყო შპს ,,გაზინვესტ - გორის“ „დაქცევა“.

აღნიშნული კომპანია წარმოადგენს გაზგასამართ სადგურს. კოპალეიშვილის განმარტებით, კომპანიის დაქცევის შესახებ, 2016 წლის ბოლოს გაიგო, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ,,სოკარ ჯორჯია გაზის დისტრიბუშენის“ მიმართ დავალიანება ჰქონდათ.

ვინ არის კოპალეიშვილი?

გიორგი კოპალეიშვილი ,,ქართული ოცნების““ შემომწირველია. მან პარტიას 20 000 ლარი შესწირა. არის სასტუმრო ,,მელისის“ მფლობელი. ასევე, ფლობს წილებს შპს ,,ოუშენში“. როგორც მან სასამართლოზე განაცხადა, ბუღალტერი სხვა კომპანიებშიც ჰყავდა დასაქმებული.

როგორ გამოვლინდა დანაშაული?

ყველაფერი იქიდან დაიწყო 2015 წელს გაზგასამართ სადგურში შესამოწმებლად შევიდა შემოსავლების სამსახური, რა დროსაც მარინე დოლიძემ კოპალეიშვილს უთხრა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, მხოლოდ 1500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაუწერეს. სინამდვილეში კი მილიონამდე ჯარიმა იყო დაწერილი.

შემდეგ კიდევ შეამოწმეს და კომპანია ისევ დააჯარიმეს, რაც მისთვის ცნობილი არ იყო.

კითხვაზე, თუ რატომ არ გაასაჩივრა შემოწმების აქტი ან იგი საქმის კურსში რატომ არ ჩააყენა, მარინე დოლიძემ უპასუხა, რომ ეგონა ყველაფერს თავად მოაგვარებდა; ამასთან, უთხრა, რომ 400 000 უკვე მოპარული ჰქონდა, შეეშინდა და ვერ უთხრა.

კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ ბუღალტერს შესთავაზა დავალიანების გასაჩივრება, თუმცა, მისი თქმით, მარინე დოლიძე არ დაეთანხმა მის წინადადებას, რომ სასამართლოს გზით აღედგინათ აქტის გასაჩივრების გაშვებული ვადა და უთხრა, რომ შემოსავლების სამსახურში ჰყავდა ახლობელი და უფროსი შეჰპირდა საქმის მოგვარებას.

კოპალეიშვილის განმარტებით, მარინე დოლიძეს ჰქონდა ოფისი, სადაც მასთან ერთად გადიოდა „ორისის“ საბუღალტრო პროგრამას კომპიუტერში, კერძოდ, შემოსავალ-გასავალს და ნაშთს ამოწმებდა.

აღმოჩნდა, რომ არასწორი მონაცემები ჰქონდა შეტანილი, იგი ენდობოდა დოლიძეს და წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ შეიძლებოდა ამ პროგრამის გაყალბება.

მისივე განმარტებით, თურმე ყოველთვიურად იყო დანაკლისი, დავალიანებას არ იხიდიდა და არც დღგ-ს იხდიდა.

კოპალეიშვილი ამბობს, რომ ბუღალტერს ჰკითხა, გადაუხადა თუ არა ვალი, ბუღალტერმა უპასუხა, რომ 400 000 ლარი გადაურიცხა, რის დასადასტურებლად გადახდის ქვითრები აჩვენა 100 000 და 300 000 ლარზე.

როდესაც გადაამოწმა, აღმოჩნდა, რომ თანხა გადარიცხული არ იყო. შემდგომ გაირკვა, რომ დოლიძემ ბანკში ჩადო სასტუმრო მელისისა და კომპანია ოუშენის ქონება იმისათვის, რომ სოკარ ჯორჯია დისტრიბუშენს გაზი არ შეეწყვიტა და ბიზნესმენს არაფერი გაეგო.

2016 წელს სოკარმა გაზის მიწოდება შეწყვიტა; როცა ბიზნესმენი მივიდა საქმის გასარკვევად, აღმოჩნდა, რომ დავალიანება ჰქონდათ.

კოპალეიშვილის თქმით, მარინე დოლიძემ პირველად ბანკიდან გამოიტანა მილიონი ლარი, მერე სხვა ბანკს გადაუხადა მილიონი და დავალიანება თავისთან წამოიღო.

2015-2016 წლებში საერთოდ გაჩერებული იყო ,,გაზინვესტ-გორი“, გაზის დავალიანება იყო მილიონ ასორმოცდაათი ათასი ლარი, მაშინ, როცა კოპალეიშვილმა იცოდა, რომ დავალიანება არ ჰქონდა. მისი შეცდომა ის იყო, რომ გადარიცხვებთან დაკავშირებით შეტყობინებებს არ იღებდა და ამას არ აკონტროლებდა.

კოპალეიშვილის განმარტებით, იგი სასტუმრო მელისის 100%-იანი წილის მფლობელი იყო. იქაც მარინე დოლიძე წაიყვანა სამუშაოდ.

2013 წელს მელისი (ბაკურიანში) დაიწვა, კოპალეიშვილის თქმით, მან თავისი პირადი თანხებით დაიწყო გარემონტება. იფიქრა, რომ 200 000-მდე დაჭირდებოდა თანხა. ბანკში სესხზე წასვლისას დოლიძე გააფრთხილა, რომ მას თუ რამე სესხი ჰქონდა, არ გაეერთიანებინა და ცალკე აეღო სესხი.

კოპალეიშვილის ჩვენების მიხედვით, ბუღალტერი წავიდა, გააერთიანა სესხი, მილიონი გამოიტანა და თავისი ვალები გადაფარა.

იგივე მდგომარეობა იყო შპს ,,ოუშენში“. ბუღალეტმა ,,თ-ი“ ბანკიდან 200 000 გამოიტანა და წაიღო.

ბიზნესმენის კითხვაზე, სად წავიდა თანხები, ბუღალტერი ხან ეუბნეოდა, რომ სასამართლოში მიიტანა, ხანაც - ფინანსურ პოლიციაში, შემდეგ უთხრა, რომ შენახული ჰქონდა.

კოპალეიშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ ,,მელისისა““ და ,,ოუშენის“ ქონების ჩადებაზე მას თანხმობა არ მიუცია.

როგორც ახსოვს, „ს-იდან“ აიღეს სესხი 3 200 000 ლარი, შემდეგ ამ თანხას ვერ იხდიდა და მარინამ უთხრა, რომ ეს სესხი „ტ-ში“ გადაეტანათ, რადგან პროცენტი დაბალი იქნებოდა, რაზეც დათანხმდა. „ტ-ან“ გამოტანილი თანხიდან, კოპალეიშვილის განცხადებით, ნახევარი ბუღალტერმა თავის სესხზე გამოიყენა, რაც მასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მოსამართლის კითხვაზე, იყო თუ არა მისი ხელმოწერები ხელშეკრულებებზე, კოპალეიშვილმა არ უარყო ხელშეკრულებებზე მისი ხელმოწერები, თუმცა ეს ახსნა იმით, რომ ბუღალტერს ენდობოდა და არც კითხულობდა. ბუღალტერი რომ ეკონტროლებინა, მინდობილობას აღარ მისცემდა.

შპს ,,გაზინვესტის“ გაზის გარდა სხვა შემოსავალი არ ჰქონია, სხვა საქმიანობას არ ეწეოდა. უშუალოდ მას გაზის დავალიანება ე.წ. „ქეშად“ „სოკარში“ არ შეუტანია. როგორც იცის, არც ბუღალტერს აქვს შეტანილი ხელზე რაიმე. 2011 წლიდან 2016 წლამდე შპს ,,გაზინვესტი-გორის“ ანგარიშები მას არ შეუმოწმებია.

პროცესზე ბიზნესმენმა ფარული ჩანაწერი წარადგინა, სადაც მისი და ბუღალტრის საუბარია ასახული:

ბიზნესმენის შეკითხვაზე, რატომ დაუმალა ჯარიმის თაობაზე ან დავალიანების შესახებ, დოლიძე ვერაფერს პასუხობს და თავს იმით იმართლებს, რომ შეეშინდა, მას არ ენერვიულა. შემოსავლების სამსახურში ჰპირდებოდნენ, რომ საქმეს მოუგვარებდნენ, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

ბუღალტერი ბიზნესმენს ასევე ეუბნება, რომ თუ გრაფიკს დაუწესებენ სამასი ათასს გადაიხდის.

მოსამართლისთვის საყურადღებო აღმოჩნა ის ფაქტი, რომ პირველი ჩანაწერის მიხედვით, ბუღალტერი დირექტორს უმტკიცებს, რომ მას სახლში ფული არ წაუღია, მეორე ჩანაწერში კი ბუღალტერი ამბობს, რომ მხოლოდ 400 000 ლარი წაიღო და იმედი ჰქონდა დააბრუნებდა, იცის, რომ დააშავა.

ბიზნესმენის შეკითხვაზე: „ორგანიზაციის ფულს დაუკითხავად, რატომ მოჰკიდა ხელი?“ ბუღალტერი პასუხობს: „გავიგე“. აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სასამართლომ ბუღალტერისგან ვერანაირი ახსნა ვერ მოისმინა.

გაზგასამართ სადგურს რამდენიმე დამფუძნებელი ჰყავს. პროცესზე დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ საწარმოდან სხვადასხვა დროს იღებდნენ დივიდენდის სახით გარკვეულ თანხას, თუმცა აღნიშნულს არ ჰქონია სტაბილური ხასიათი. დივიდენდი გაიცემოდა 3-4 თვეში ერთხელ, რა დროსაც უწყისებზე აწერდნენ ხელს. ბუღალტერი დივიდენდის გაუცემლობის მიზეზად ასახელებდა იმას, რომ იურიდიული პირების მიერ შპს „გაზინვესტ-გორის“ ანგარიშზე არ ხდებოდა შესყიდული გაზის საფასურის დროულად ჩარიცხვა.

ბუღალტერის ადვოკატი პროცესზე აცხადებდა, რომ დირექტორი ყველაფრის საქმის კურსში იყო, თუმცა სასამართლომ ეს მოსაზრება არ დაიჯერა, რადგან მტკიცებულებები არ არსებობსო.

ბუღალტრის ადვოკადმა წარადგინა იმ ხელშეკრულების აქტი, რომელიც 2015 წელს დაიდო კოპალეიშვილსა და გაზის ტრანსპორტის კომპანიის დირექტორს  შორის. ამ ხელშეკრულებაში კოპალეიშვილი ვალს აღიარებს.

თუ 2015 წელს ბიზნესმენი ვალის აღიარების შესახებ დოკუმენტს ხელს აწერს, მაშინ რატომ აცხადებს, რომ დავალიანების შესახებ, არაფერი იცოდა და მხოლოდ 2016 წელს შეიტყო? დასვეს კითხვა ადვოკატებმა.

ამ თემაზე სასამართლო ფარულ ჩანაწერს დაეყრდნო:

,,ფარულ ჩანაწერებშიკოპალეიშვილი დოლიძეს ეკითხება, თუ ვინ მოაწერა მის მაგივრად ხელი წერილს, რაზედაც მსჯავრდებული პასუხობს, რომ მას წერილზე ხელი არ მოუწერია და გაატანა თუ არა ვინმეს, არ ახსოვს. აქ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბუღალტერი არ ეუბნება კოპალეიშვილს და არც ადასტურებს, რომ ხელმოწერა თავად კოპალეიშვილის შესრულებული იყო.’’ - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

,,არალოგიკურია იმის მტკიცება, რომ პირს, რომელიც გამართულ ბიზნესს აწარმოებდა, გასჩენოდა სურვილი არ შეესრულებინა სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებები და ამით პრობლემები შეექმნა თავისი საქმიანობისათვის. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ დოლიძემ 2010 წლის 1 იანვრიდან, 2015 წლის 1 ოქტომბრამდე დამალა რეალურად მიღებული შემოსავალი და მცდარი მონაცემებით დაადეკლარირა კომპანიის გადასახადები, რითაც, მიუხედავად იმისა, რომ ფირმას ჰქონდა საკმაო შემოსავლები, განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას და ამდენად, მისი გამართლების საფუძველი არ არსებობს.’’ - წერია გადაწყვეტილებაში.

ამდენად, ბიზნესმენი კოპალეიშვილი გამართლა დავის იმ ნაწილში, რომელიც დიდი ოდენობით გადასახადების თავის არიდებას გულისხმობდა.

3 724 833 ლარის მითვისების ეპიზოდი

ერთ-ერთი ბრალდების მიხედვით, ბუღალტერს მარინა დოლიძეს ბრალად ედება, რომ კომპანიის თანხები პირად და ახლობლების ანგარიშებზე ჩარიცხა. ადვოკატების თქმით, ამ თანხებს არავითარი კავშირი აქვს კომპანიასთან, თუმცა მოსამართლემ არ დაიჯერა.

პროცესზე გაზგასამართი სადგურის თანამშრომლები დაკითხეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ რომ მათ ბუღალტერისგან მიღებული ჰქონდათ დავალება, რომ კომპანიის ნავაჭრი თანხები დღის ბოლოს შეეტანათ რიგ შემთხვევაში შპს „გაზინვესტის“ ანგარიშზე, ხოლო რიგ შემთხვევებში ბუღალტრის, მისი დის და ოჯახის კიდევ ერთი წევრის ანგარიშზე, რასაც ახდენდნენ საბანკო დაწესებულებებიდან და ასევე სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით.

მათი თქმით, ადგილი არ ჰქონია ნავაჭრი თანხების დანაკლისს, შესაბამისად, ნავაჭრი თანხა სრულად შედიოდა ბუღალტრის მიერ მითითებულ ანგარიშებზე. აღნიშნული თანხების გადარიცხვა კი დასტურდება საბანკო დაწესებულებიდან გამოთხოვილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მასალებით. სასამართლოს განმარტებით, ეს არის ის პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ გაზის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების ბუღალტრისა და მისი დის პირად ანგარიშებზე შეტანის ფაქტებს.

ადვოკატები აპელირებდნენ იმაზეც, რომ გარკვეულ შემოწმების აქტებში იყო უზუსტობები, თუმცა ეს გარემოება სასამართლომ უმნიშვნელოდ ჩათვალა.

ბუღალტრის პოზიცია

ბუღალტერმა მარინა დოლიძემ თავის ჩვენებაში თანხების მითვისება უარყო და ამის არგუმენტად მიუთითა ის, რომ გარკვეული იურიდიული პირები დროულად არ იხდიდნენ მიწოდებული გაზის საფასურს, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება არცერთი იურიდიული პირი, რომელსაც გაზგასამართ მიმართ დავალიანება ექნებოდა.

ბუღალტრის ადვოკატები იმასაც აცხადებენ, რომ შეუძლებელია ამ რაოდენობის თანხა ყოფილიყო შემოსავალი, რადგან 2010 წლის 1- იანვრიდან 2017 წლის 23 თებერვლამდე შპს „გაზინვესტ-გორისთის“ სულ მიწოდებულია 5.700 239,41 ლარის ღირებულების გაზი, ხოლო კომპანიას, გაზის რეალიზაციის გარდა, სხვა შემოსავალი არ ჰქონია. შესაბამისად, შეუძლებელია ამ პერიოდში კომპანიას შემოსავლის სახით 10 მლნ 432 207 ლარი მიეღო. დადებით შემთხვევაში გამოდის, რომ კომპანია 83%-იანი მოგებით მუშაობდა, რაც რეალობას მოკლებულია – აღნიშნავენ დამცველები.

სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2010 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 23 თებერვლამდე კომპანიის მიერ შეძენილი და რეალიზებული იქნა 8 809 951 კუბური მეტრი გაზი. ანგარიშფაქტურებით, საგადასახადო შემოწმების აქტებითა და აუდიტორების ჩვენებებით დადგენილია, რომ 2010 წელს გაზის საბითუმო რეალიზაციას ახდენდა 1.05 თეთრად, ხოლო ყოველ მომდევნო წელს ფასები მატულობდა და 2016 წელს უკვე გაზის საბითუმო რეალიზაცია ხდებოდა 1.20 თეთრად.

რაც შეეხება სასტუმრო მელისისა და კომპანია ოუშენის ქონების დაგირავებას და დაგირებული ფულის მითვისებას, ბუღალტრის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გიორგი კოპალეიშვილი საქმის კურსში იყო, საკრედიტო დოკუმენტების წარმოებას ესწრებოდა კიდეც, რადგან მის ინტერესში შედიოდა გაზის დავალიანების გადახდა და გაზგასამართი სადგურის ფუნქციონირების განახლება.

სასამართლო აქაც ბიზნესმენის არგუმენტებს უჯერებს და აღნიშნავს: ,,ის გარემოება, რომ გიორგი კოპალეიშვილისთვის ცნობილი არ იყო არც დავალიანებისა და არც ამ ვალის სანაცვლოდ ოიშენისა და მელისის ქონებების იპოთეკით დატვირთვის ფაქტი, დასტურდება აგრეთვე თავად კოპალეიშვილის ჩვენებით, ასევე მასსა და ბუღალტერს შორის არსებული საუბრების ფარული ჩანაწერებით.““ - წერია გადაწყვეტილებაში.

ამის პასუხად ბიზნესმენმა კოპალეიშვილმა აღნიშნა, რომ ბანკში და ნოტარიუსთან იყო და ხელშეკრულებებს ხელი მოაწერა, მაგრამ სხვა მიზნით, რაც სასამართლომ დაიჯერა.

კერძოდ, 2013 წელს სურდა ბიზნესის გაფართოვება და ქარელის რაიონში, გზაზე შეიძინა ნაკვეთი, სადაც სურდა აეშენებინა ახალი გაზგასამართი სადგური, თუმცა რეალურად არაფერი არ გაკეთებულა. თანხების მოძიებასთან დაკავშირებით ბუღალტერმა უთხრა, რომ აეღოთ კრედიტი 200 000 აშშ დოლარის ოდენობით, მანამდე მოიძიებდნენ აპარატურას და ააშენებდნენ, რის შემდეგაც გადაიხდიდა თანხას.

კოპალეიშვილის ჩვენების მიხედვით, იგი ბუღალტერთან ერთად მივიდა ბანკში, სადაც კრედიტ-ოფიცერმა უთხრა, რომ თანხა იყო გამოყოფილი და შეეძლოთ გაეტანათ, მაგრამ ბიზნესმენი არ იყო მზად, შესაბამისად, უარი თქვა გატანაზე. ბანკიდან წამოსვლის შემდეგ, კოპალეიშვილის განცხადებით, ბუღალტერი მიბრუნებულა უკან და თანხა გამოუტანია. ამის შესახებ კოპალეიშვილმა გაიგო თურმე მაშინ, როდესაც შეიტყო გაზის დავალიანებასთან დაკავშირებით. შეხვდა კრედიტ-ოფიცერს და უსაყვედურა, თუ რატომ მისცა ბუღალტერს თანხა, რაზედაც კრედიტ-ოფიცერმა უპასუხა, რომ მათი ბანკიდან წასვლის შემდეგ ბუღალტერი დაბრუნებულა და თანხა გაუტანია. თავად კი ყურადღება არ მიაქცია, რომ კოპალეიშვილს უარი ჰქონდა ნათქვამი კრედიტის გატანაზე.

ბიზნესმენმა კოპალეიშვილმა დაადასტურა, რომ 31 დეკემბერს ბუღალტერმა მას ოფისში, ნამდვილად გადასცა თანხა, მაგრამ ეს იყო არა ბანკიდან გამოტანილი კრედიტის თანხა, არამედ წლის ბოლოს მისაღები დივიდენდი. ისი თქმით, ბუღალეტრმა როგორც მისმა მინდობილმა პირმა, მასთან შეუთანხმებლად, გამოიტანა ხსენებული კრედიტის თანხა 200 000 აშშ დოლარი დოლარი და მიითვისა.

ბუღალტრის ადვოკატის განცხადებით, ის ფაქტი, რომ კოპალეიშვილს კრედიტის გამოტანა არ უნდოდა, სიცრუეა და ეს საკითხი მასთან იყო შეთანხმებული.

სასამართლო არ დაერთანხმა ფაქტების ასეთ ინტერპრეტაციას, ვინაიდან სასამართლოს აზრით, კოპალეიშვილს არსად უთქვამს, რომ მას საერთოდ არ უნდოდა ან გადაიფიქრა კრედიტის აღება.

,,სასამართლოში საქმის განხილვისას გარკვევით განმარტა, რომ ვინაიდან მოსაგვარებელი იყო ტექნიკური საკითხები, იმ მომენტისათვის კრედიტის ასაღებად მზად არ იყო, რაც არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტის აღება საერთოდ გადაიფიქრა. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ ექნებოდა საკრედიტო და გირავნობის ხელშეკრულებების გაფორმებას.““ - აღნიშნა მოსამართლემ.

ბანკში სესხთან დაკავშირებით დაიკითხა კრედიტ-ოფიცერი. მან დაადასტურა, სესხის სახით 200 000 აშშ დოლარის გაცემის ფაქტი და ამ საკითხთან დაკავშირებით, 2013 წლის 31 დეკემბერს ყველა გაფორმებული ხელშეკრულების სისწორე. მანვე განმარტა, რომ სესხთან დაკავშირებით მოლაპარაკებას ბუღალტერთან ერთად ესწრებოდა ბიზნესმენი კოპალეიშვილი და არ ახსოვს, რომ მას უარი განეცხადებინოს სესხის გატანასთან დაკავშირებით.

ბუღატერმა მელისის რეაბილიტაციისათვის აღებულ სესხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 960 000 აშშ დოლარიდან 500 000 აშშ დოლარი იყო განკუთვნილი ,,მელისის'' რეაბილიტაციისთვის, ხოლო 460 000 აშშ დოლარი იყო მისი პირადი სესხი, რომელიც ვერანაირად ვერ მოხმარდებოდა სასტუმროს  რეაბილიტაციას. ამასთან, ეს სესხები თავიდან გაერთიანებული არ ყოფილა, მხოლოდ სხვა ბანკში გადასვლის შემდეგ მოხდა მათი გაერთიანება.

სასამართლომ ბუღალტერს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომლის ათვლა დაიწყო 2021 წლის სექტემბრიდან.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020