Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
მამაკაცს, რომელიც ხეივნიდან ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა, სახელმწიფო მკურნალობის ხარჯებს არ უნაზღაურებს
კასპის სამედიცინო ცენტრი ჩივის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ ანაზღაურებს იმ მომსახურების თანხას, რომელიც ექიმებმა ხეივნიდან ჩამოვარდნილი მამაკაცის მკურნალობისთვის გასწიეს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის ფილიალმა მიიღო. ფილიალის ხელმძღვცანელის გადაწყვეტილებით, კლინიკამ უსაფუძვლოდ მოითხოვა სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება, რადგან მათი აზრით, ერთდროულად შეუძლებელია ორი მომსახურების გაწევა.

კლინიკამ ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლოში უჩივლა. გორის სასამართლომ დააკმაყოფილი კლინიკის იურისტის საჩივარი და ჯანდაცვის სამინისტროს თანხის ანაზღაურება დაავალდებულა, თუმცა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ჯანდაცვის სამინისტრო და გორის სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ მამაკაცის მდგომარეობა კლინიკაში მიყვანის დროისათვის იყო მძიმე. პაციენტი უჩიოდა საერთო სისუსტეს, გულისრევას და პირღებინებას, ასევე პაციენტს აღენიშნებოდა ცნობიერების ხანმოკლე დროით დაკარგვა და ზედა კიდურებში დაბუჟების შეგრძნება.

პაციენტის ახლობლების განმარტებით, იგი ხეივნიდან გადმოვარდა და დაეცა ბეტონის უსწორმასწორო ზედაპირზე, რა დროსაც 1-2 წუთით დაკარგა გონება, აღენიშნებოდა სისხლმდენი ჭრილობები, რის გამოც ახლობლებმა მიმართეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

სტაციონარში მოთავსდა 22:30 საათზე და გაეწერა იმავე წლის 6 მაისს 01:00 საათზე და რადგან ესაჭიროებოდა თავის ტვინის კომპიუტერული კვლევა, გადაყვანილ იქნა სპეციალიზებულ კლინიკაში.

კლინიკის იურისტის მიერ წარმოდგენილი საბუთების მიხედვით, ძირითადი დაავადება იყო ინტრაკრანიალური ტრავმა, ხოლო თანმხლები დაავადებები - ქალას სარქვლის მოტეხილობა, თავის მრავლობითი ჭრილობები, კისრის სხვა დაუზუსტებელი მალის მოტეხილობა. მას ესაჭიროებოდა I დონის ინტენსიური მკურნალობა. პაციენტს ჩაუტარდა, ასევე თავზე არსებული ჭრილობების ქირურგიული დამუშავება - გაკერვა, რასაც სტაციონარული მკურნალობისგან დამოუკიდებელი გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება ითვალისწინებს.

პაციენტს გაეწია, როგორც გადაუდებელი სტაციონარული, ასევე გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა.

თბილისის საა[პელაციო სასამართლომ გაიზიარა გორის მოსამართლის მსჯელობას მასზედ, რომ, მართალია, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება, მაგრამ უდავოა, რომ პაციენტს, სხვადასხვა დიაგნოზებიდან გამომდინარე, დასჭირდა ორივე სახის სამედიცინო დახმარება. შესაბამისად, იგი მოთავსებული იყო სტაციონარში და გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას, მაგრამ ამავდროულად ჩაუტარდა სტაციონარული მკურნალობისგან დამოუკიდებელი მისთვის საჭირო ამბულატორიული მომსახურებაც.

,,მიიჩნევს, რომ ვინაიდან პაციენტს გაეწია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, როგორც ამბულატორიული მომსახურების, ასევე სტაციონარული მომსახურების კომპონენტებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებები, რომლებიც უდავოდ ესაჭიროებოდა, ჯანდაცვის ცენტრის მხრიდან არ არსებობდა ფაქტობრივად გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.'' - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020