Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
ქალაქის საავადმყოფოს ყოფილ ტერიტორიაზე ,,გორი მოლი'' შენდება
გორში, ქალაქის საავადმყოფოს ყოფილ ტერიტორიაზე ,,გორი მოლი'' შენდება. ძველი შენობის დემონტაჟის შემდეგ, ახალი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.

ეს ის ადგილია, სადაც 62 დევნილისთვის ბინები უნდა გაეკეთებინათ. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 2014 წლის ზა­ფხულ­ში უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა, დევ­ნილ­თა მაშინდელი მი­ნის­ტრის სო­ზარ სუ­ბა­რის გან­ცხა­დე­ბით, მშე­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა დიდი ხა­ნია "გაქ­ცე­უ­ლია".

სო­ზარ სუ­ბარ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ობი­ექ­ტის შე­სა­ხებ, 2014 წლის 16 დე­კემ­ბერს გორ­ში 2 წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას ისა­უბ­რა. სწო­რედ ამ დროს გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ 2015 წლის იან­ვრი­დან ახა­ლი ტენ­დე­რის პი­რო­ბებ­ში სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გაგ­რძელ­დე­ბო­და. 4 დღე­ში კი კე­დე­ლი და­ინ­გრა. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის სა­ტენ­დერო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 100 000 ლარი იყო.



რაც შეეხება ,,გორი მოლს'', დღეს სარეკლამო სტატია გამოქვეყნდა, სადაც ვკითხულობთ:

კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე "ვისოლ ჯგუფის" შვილობილი კომპანია - "მპ დეველოპმენტი", კიდევ ერთ ახალ პროექტს გვთავაზობს. რუსთავი მოლის შემდეგ, ახლა უკვე გორში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი, წლის ბოლოს, პირველ მომხმარებელს უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლის რეგიონში "გორი მოლი" პირველი საერთაშორისო სტანდარტების მქონე სავაჭრო ცენტრია, რომელიც ბიზნესს უნიკალურ შანსს აძლევს აითვისოს ახალი რეგიონის შესაძლებლობები და უკვე ქალაქ გორშიც წარმოადგინონ თავიანთი ბრენდები. ცნობილია, რომ სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება: ჰიპერმარკეტი კარფური, ჯიპისი, ეველაინი, მინისო, მანამო, ოპტიმისტი, ზუმერი, ვაიკიკი, უნო შუზი, დანკინ დონატსი, გასართობი ცენტრი ქრეიზი ჰოლი და სხვები.

ორსართულიან, 15.000 მ2-ზე გაშლილ სავაჭრო ცენტრში მომხმარებელს შოპინგისათვის სასიამოვნო გარემო, საკვები ობიექტები და გასართობი სივრცე დახვდება. გორი მოლის სტუმრებს 150 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე ზონა მოემსახურება.

როგორც "მპ დეველოპმენტის" გაყიდვების ხელმძღვანელი, მარიამ კობალაძე აღნიშნავს, ამ დროისათვის სავაჭრო ცენტრის 68% უკვე გაქირავებულია. მისივე თქმით - მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე, მსხვილ, საერთაშორისო ბრენდთან. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რეგიონში საერთაშორისო ბრენდების შეყვანა და ადგილობრივთა დასაქმებაა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას.

პროექტის არქიტექტურას, დიზაინსა და მშენებლობას ასრულებენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონდე, როგორც ქართული ასევე უცხოური კომპანიები. პროექტის ინვესტიცია შეადგენს 30 მლნ ლარს და არის სრულად დაფინანსებული, თიბისი ბანკის მიერ.

ცნობისთვის "მპ დეველოპმენტის" გუნდისათვის ეს საქართველოს მასშტაბით რიგით მე-14 სავაჭრო ობიექტია.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020