Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
გორის #3 სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგის საქმეზე პროცესი დაიწყო
გორის სასამართლოში დაიწყო პროცესები, რომელიც მესამე სკოლიდან სპორტის მასწავლებლის გათავისუფლების საკითხს ეხება.

სადავოა მესამე სკოლის ბრძანება და სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება.

ყოფილი პედაგოგი თეა კეჩხუაშვილი ორივე გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.

საქმეს იხილავს მოსამართლე ქეთევან ბერეკაშვილი. გათავისუფლებულ პედაგოგის ინტერესებს იცავს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ალექსი მერებაშვილი.

მესამე სკოლის დირექტორის ინტერესებს იცავს ადვოკატი, რომელსაც ამ ეტაპზე გაურკვეველია, ვინ უხდის ფულს - სკოლა თუ პირადად დირექტორი.

დირექტორმა თავდაპირველად გვითხრა, რომ სახაზინო ადვოკატია და განათლების სამინისტო და რესურსცენტრისკენ გადაგვამისამართა, თუმცა რესურსცენტრის წარმომადგენელმა ვასიკო ჯოჯიშვილმა უარყო. შემდეგ სკოლის დირექტორმა გვითხრა, რომ სკოლის, ანუ ბავშვებისთვის გათვალისწინებული ფული არ იხარჯება, თუმცა ამ ინფორმაციას გამოვითხოვთ სკოლიდან.

მესამე სკოლის დირექტორის ადვოკატმა მოითხოვა, რომ პროცესის ამსახველი ფოტო მედიამ არ გადაიღოს. მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს მანდატურის გადასაწყვეტია. მანდატურმა თქვა, რომ ჟურნალისტებს უფლება აქვთ გადაიღონ ფოტო, ვიდრე მოსამართლე დარბაზში შემოვა.

რა მოხდა პროცესზე?

თავდაპირველად მხარეებმა თავიანთი შუამდგომლობები წარადგინეს. თეა კეჩხუაშვილმა წარადგინა ორი ვიდეო მასალა, რომელიც განთავსებულია ,,ქართლის ამბების'' (ქარტლი.გე) საიტზე. რეპორტაჟებში ასახულია მესამე სკოლის ფრენბურთის გუნდისა და თეო კეჩხუაშვილის საგაკვეთილო პროცესი, ასევე, თუ როგორ იმარჯვებს თეო კეჩხუაშვილის გუნდი სხვადასხვა შეჯიბრებებში.

,,რომ იცოდეთ, ძალიან მიკერძოებული და სუბიექტურია ეს მედიასაშუალება.'' - განუცხადა მოსამართლეს მესამე სკოლის დირექტორმა პროცესის დასრულების შემდეგ.

სხდომაზე მტკიცებულებების სახით ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა წარადგინა კიდევ ერთი სხვა სააგენტოს სტატია, სადაც სკოლის დირექტორი, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებამდე წინასწარ აჟღერებს, რომ თეო კეჩხუაშვილი, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, გათავისუფლდება სამსახურიდან.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ლექსო მერებაშვილის თქმით, ამ სტატიით დასტურდება, რომ სკოლის დირექტორმა წინასწარ იცოდა პედაგოგის გათავისუფლების შესახებ, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება. მესამე სკოლის დირექტორის ვახტანგ სუხიტაშვილის ადვოკატის თქმით, ასეთი სტატია თუ ბუნებაში არსებობდა, მისთვის უცნობია: ,,ჯერ საერთოდ გასარკვევია, ნამდვილად მისცა თუ არა ინტერვიუ ამ სააგენტოს, მესამეც მე საერთოდ არ გამიგია ამ სააგენტოს შესახებ'' - განაცხადა მესამე სკოლის იურისტმა. ამ სტატიის შესახებ სკოლის დირექტორს ხმა არ ამოუღია.

მესამე სკოლის დირექტორის ადვოკატმა მოითხოვა თეა კეჩხუაშვილის შემოსასვლების დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვა შემოსავლების სამსახურიდან, რომლითაც მომავალში სავარაუდოდ დადგინდება, თუ რა ზიანი მიადგა სკოლიდან თეა კეჩხუაშვილის გათავისუფლებას.

ასევე, მესამე სკოლის იურისტმა წარადგინა სკოლის დარბაზის ფოტო, რომლითაც, მისი აზრით, დასტურდება, რომ შესაძლებელია ამ დარბაზში ორ კლასს ჩაუტარდეს გაკვეთილები ერთდროულად.

მესამე სკოლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კარგი იქნება ქვეყანაში არსებობდეს ისეთი სკოლები, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სპორტის გაკვეთილების ისე ჩატარდება, რომერთდროულად ერთ დარბაზში არ მოხვდეს ორი ან მეტი კლასი. ამაზე თეა კეჩხუაშვილმა უპასუხა, რომ ასეთი სკოლა არსებობს გორში - ეს მეცხრე სკოლაა.

შუამდგომლობების წარდგენის ეტაპი დასრულდა. 12 ივნისს გაიმართება მთავარი სხდომა, სადაც მოწმეები დაიკითხებიან.

ცნობისათვის:

თეა კეჩხუაშვილი გაათავისუფლეს იმ მიზეზით, რომ მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტის სხვა მასწავლებელს - დავით ახალბედაშვილს. კეჩხუაშვილი პროცესზე შეეცდება დაამტკიცოს, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. პირიქით, მას ჩაუშალეს გაკვეთილი და სხვა მასწავლებლის მიმართ უნდა დაწყებულიყო დისციპლინური წარმოება.

უფცო ვრცლად

სამეურვეო საბჭოს ბავშვების არ სჯერა - გორის III სკოლაში

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020