Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
,,რეგისტრატურაში მუშაობს 5 რეგისტრატორი'' - გორმედის განცხადება
,,გორმედი'' ეხმაურება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიმღებში რეგისტრატორები არ მუშაობენ:

,,გორმედის რეგისტრატურაში მომხდარ პროვოკაციასთან დაკავშირებით გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოებას. როგორც ფოტო მასალაში ხედავთ კლინიკაში ფუნქციონირებს ყველა პანდუსი გამართულად! პოლიკლინიკური განყოფილების რეგისტრატურაში მუშაობს 5 რეგისტრატორი, აქედან 4 განთავსებულია პირველ სართულზე, ხოლო 1 მეორე სართულზე (ნაკადების შემცირების მიზნით). მიმღები და გადაუდებელი განყოფილების რეგისტრატურას ემსახურება 2 რეგისტრატორი, ხოლო სამეანო-გინეკოლოგიურ დეპარტამენტს 2 რეგისტრატორი.''

,,კლინიკა საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანია იმ კლინიკათა შორის, რომლებსაც აქვთ პანდუსების მოწყობის უმაღლესი სტანდარტები დაცული. ამჟამად გორმედის კლინიკაში ფუნქციონირებს 5 შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსი, რომელიც უზრუნველყოფს ნაკადების შეუფერხებლად მიმოსვლას. როგორც ერთ-ერთი უდიდესი წამყვანი კლინიკა ხაზგასასვამია ის ფაქტიც, რომ კლინიკა რეგიონის მასშტაბით 8000 ბენეფიციარს ემსახურება, რაც თავისუფლად მოიცავს რიგებს.''

,,კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს იმას, რომ აღნიშნული ფაქტი სხვა არაფერია თუ არა პროვოკაცია, ადამიანი რომელიც არის ამ პროვოკაციის ავტორი, მოითხოვდა ურიგოდ მომსახურებას, რაზეც მიიღო სასტიკი უარი, ამ ფაქტს ადგილზე სხვა მოქალაქეების განაწყებაც მოჰყვა, რადგან ის ძალიან თავხედურად და დაჟინებით მოითხოვდა ურიგო მომსახურებას! ძალიან ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო, ეს არაფერია თუ არა უსირცხვილო საქციელი და უარგუმენტო პროვოკაციის მასალა.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს დილით ,,გორმედში'' გრძელი რიგების გამო ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის წარმომადგენელმა ლუდა სალია გადაიღო ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მისაღებში ათეულობით მოქალაქე საათობით იცდის.

,,მყავს წამოყვანილი ხანდაზმული ადამიანი, ვარ 173-ე რიგში. როდის მომიწევს რიგი, არ ვიცი. შეუძლებელია აქ ყოფნა'' - აცხადებს ლუდა სალია.

მის პროტესტს კლინიკის დაცვის თანამშრომლების გაღიზიანება გამოიწვია.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020