Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში სარემონტო სამუშაოები 1 ივლისს არ დასრულდება
გორის სამხედრო ჰოსპიტალში გათბობისა და ვეტილაციის სისტემას პრობლემები შეექმნა.

ამის შესახებ კომპანია ,,დელტას'' წარმომადგენელმა არჯევან სუხიტაშვილმა სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელს წერილობით აცნობა.

მისი განცხადებით, სარემონტო სამუშაოები, რომელიც 2023 წლის 1 ივლისს უნდა დასრულებულიყო, ვეღარ დასრულდება, რადგან საჭირო გახდა ახალი გათბობის სისტემისა და ვეტილაციის დამონტაჟება

,,ახალი გათბობის სისტემის მოწყობა შესაძლებელი იყო არსებული სისტემების გათიშვის შემდგომ. შენობის გათბობით უზრუნველყოფა, კლიმატური პირობების გამო, შეწყდა მაისის თვეში, რამაც გამოიწვია სამშენებლი-სარემონტო სამუშაოების შეფერხება. რაც შეეხება ვენტილაციის სისტემას აღნიშნული დამონტაჟებულია 2006 წელს, მორალურად და ფიზიკურად არის მოძველებული, ხშირად გამოდის მწყობრიდან. მისი წარმადობა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ ვერ დააკმაყოფილებს სამხედრო ჰოსპიტლის საჭიროებას. ვინაიდან არსებული ვენტილაციის სისტემა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ფიზიკურად და მორალურად მოძველებულია, მისი მოდერნიზება არარენტაბელურია და საჭიროებს ახალი ვენტილაციის სისტემის მოწყობას. ახალი სისტემის მოწყობის სამუშაოებს განახოციელებს არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ღირებულების შეუცვლელად'' - აღნიშნულია წერილში.

გარდა ამისა, როგორც მოხსენებით ბარათებშია აღნიშნული, სამუშაოების დროს, კიდევ სხვა შემშლელმა ფაქტორებმა იჩინა თავი. ამის გამო, სამშენებლო კომპანია ,,დელტა'' ითხოვს ვადის გადაწევას 2023 წლის 31 დეკემბრამდე.

გორის ჰოსპიტალში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის ოტომბერში დაიწყო. ამისათვის გამოყოფილია 1,5 მლნ ლარი. აღნიშნული თანხით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება კლინიკის ახალ კორპუსებს, რომლითაც საავადმყოფოს უფრო მეტი პაციენტის მიღების შესაძლებლობა ექნება.

გარდა ამისა, გორის სამხედრო ჰოსპიტალს ევროკავშირი 5,2 მლნ ევროს ღირებულების სამედიცინო ტექნიკას გადასცემს. სამედიცინო აღჭურვილობა ჰოსპიტალს 2023 წლის ბოლომდე გადაეცემა და ახალ სივრცეში განთავსდება, რომლის რეაბილიტაცია ამჟამად ხორციელდება.

აღნიშნული მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) დამტკიცებული დახმარების ფარგლებშია გათვალისწინებული.

რაც შეეხება ახალ სივრცეს, როგორც სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაცია ოფიციალურ წყაროებში აღნიშნავს, მისი რეაბილიტაციაც წლის ბოლომდე დასრულდება:

იხ. ამავე თემაზე:

გორის ჰოსპიტალში ახალი პალატების გახსნა ზაფხულამდე გადაიდო
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020