Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
82-წლის მეცნიერი მეჯვრისხევის ისტორიის შესახებ კიდევ ერთ წიგნზე მუშაობს
ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ბადრი რაზმაძე უკვე 82 წლისაა.

ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს. როგორც მან გვითხრა, ამჟამად, მეჯვრისხევის ისტორიის შესახებ, კიდევ ერთ წიგნზე მუშაობს.

მანამდე მას გამოქვეყნებული აქვს ,,მეჯვრისხევის ისტორია'' და ,,მეჯვრისხეველთა ფოლკლორი''.

როგორც იგი იხსენებს, მეჯვრისხევის შესახებ ისტორიის შესწავლა თბილისის უნივერსიტეტის აკადემიკოსმა მარიამ ლორთქიფანიძემ სთხოვა. პირველი წიგნი 2002 წელს გამოსცა.

წლების შესახებ მეჯვრისხეველმა ვალერი სუხიშვილმა ბადრი რაზმაძეს სთხოვა, რომ ორი წიგნი გაეერთიანებინა და ახალ წიგნს დაუფინანსებდა. ასეც მოხდა.

ამჟამად, ბადრი რაზმაძე მესამე წიგნზე მუშაობს.



ბადრი რაზმაძე დაიბადა ონის რაიონის სოფელ სომიწოში 1941 წლის 9 ივლისს, ვლადიმერ რაზმაძის და დარო გობეჯიშვილის ოჯახში. მამას ორი უმაღლესი სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული პედაგოგიური და ზოოვეტერინარული, დედაც პედაგოგი და ზოოტექნიკოსი იყო, ოღონდ ტექნიკური განათლებით.

სოფელი სომიწო 1950 წელს დაიმეწყრა და მთავრობამ სოფლის მთელი მოსახლეობა გაგრის რაიონის სოფელ ლიძავაში გადაასახლა. იმ დროს ბიჭვინთა და ლიძავა დაჭაობებული იყო და მალარია მძვინვარებდა. 50_იან წლებში,მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ლიძავაში ცხოვრების პირობები გაუმჯობესდა.

ჯერ იყო და “კოლხიდმშენმა” ჩაატარა დიდი სამუშაოები ჭაობის ამოსაშრობას, გაიყვანა წყლის საწრეტი არხების მთელი სისტემა, რომელმაც ხევებიდან ჩამონადენი წყალი ზღვაში გადააგდო, რითაც აღკვეთა ბიჭვინთა-ლიძავის ტერიტორიაზე წყლის დატბორვა და ჭაობიც ამოშრა.

დედამ პატარა ბადრი 6 წლის მიიყვანა სოფელ სომიწოს სკოლაში, შემდეგ სწავლა ლიძავის ქართულ სკოლაში განაგრძო.

იმ დროს ლიძავაში ქართული საშუალო სკოლა იყო,ქართველი და აფხაზი ბავშვები ერთად სწავლობდნენ. 1956 წელს ლიძავის საშუალო სკოლა 8 წლიანად გადაკეთდა და, ამის გამო, მან სწავლა სოფელ კოლხიდის საშუალო სკოლაში განაგრძო, რომელიც 1958 წელს დაამთავრა.

ბადრი რაზმაძე უმაღლესი განათლების მიღებაზე ოცნებობდა, ამისათვის კი იმ დროის სამი წლის მუშაობის სტაჟი იყო სავალდებულო.

მან ჯერ “კოლხიდმშენში” იმუშავა. მშენებლობაზე შეისწავლა დურგლის, კალატოზის, მებათქაშის, მებეტონის, მინის მჭრელის, მეარმატურისა და მომპირკეთებელის ხელობები.

ამასობაში ჯარმაც მოუწია და 1961 წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

1964 წელს ბადრი რაზმაძის ოცნება ასრულდა, ის იაკობ გოგოებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც მან 1968 წელს დაამთავრა წითელ დიპლომზე.

1968-69 სასწავლო წელს ბადრი რაზმაძ დანიშნეს გაგრის რაიონის სოფელ ლესელიძის N1 ქართულ საშუალო სკოლაში დირექტორის მოადგილედ კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის დარგში, შემდეგ კი იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს ბიჭვინთის N1 ქართულ საშუალო სკოლაში.

1975 წელს ბადრი რაზმაძე მუშაობას იწყებს ბიჭვინთის ისტორიულ მუზეუმში, სადაც ის 17 წელი მუშაობდა როგორც მუზეუმის უფროსი მეცნიერმუშაკი და ექსკურსიამძღოლი.

წლების მანძილზე ბადრი რაზმაძე იყო გაგრის საქალაქო და რაიონული კომიტეტის საზოგადოება “ცოდნის” ლექტორი, რისთვისაც დაჯილდოვებულია სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით. ის იყო გაგრის რაიონული გაზეთის “ავანგარდის” შტატგარეშე კორესპოდენტი და გამოქვეყნებული აქვს ორასზე მეტი აქტუალური სტატია და ისტორიული ნარკვევი “ძველი პიტიუსიდან დღევანდელ ბიჭვინთამდე”.

ცხოვრობდა რა აფხაზეთში,ბადრი რაზმაძე ყველანაირად უწყობდა ხელს ქართველებსა და აფხაზებს შორის კეთილმეზობლური დამოკიდებულების განმტკიცებას.

ბადრი რაზმაძის მაქსიმალურად დატვირთული სამსახურეობრივი და საზოგადოებრივი საქმიანობა აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს შეწყდა. ლტოლვილობის პერიოდში ის მუშაობდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ცხუნკურის, შემდეგ კი გორის რაიონის სოფელ აძვის საშუალო სკოლებში გერმანული ენის მასწავლებლად.

2002 წლის 25 მარტს,ბადრი რაზმაძემ დაიცვა დისერტაცია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცხნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას “სსიპ გორის უნივერსიტეტის” ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.

გორში მუშაობის პერიოდში იყიდა ძველი სახლი სოფელ მეჯვრისხევში, სადაც დღემდეგ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. (ბიოგრაფია იბეჭდება შემოკლებით)

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020