Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
ხურვალეთის სკოლაში სველი წერტილების გახსნას 3 წელია ელოდებიან
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში სველი წერტილების მშენებლობა 3 წლის წინ, 2020 წელს დაიწყო, თუმცა რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დასრულებულა.

როგორც ერთ-ერთი პედაგოგი გვიყვება, სველი წერტილების გახსნას, თვით გორელი ტაქსისტებიც ელოდებიან, რადგან 3 წლის მანძილზე, გორელი პედაგოგის ტრანსპორტირების დროს, ამ თემაზე ხშირად საუბრობენ.

ტრანსპორტის არარსებობის გამო, გორელ პედაგოგებს სოფლამდე მგზავრობა ტაქსით უწევთ.

,,როცა გორიდან მივდივართ სკოლაში ტაქსით, სულ ამ თემაზე ვსაუბრობთ. ოღონდაც გაგვაგებინეთ, როდის გაიხსნება საპირფარეშო, ჩვენც გვინდა დავესწროთ გახსნასო'', - გვეუბნება პედაგოგი ხუმრობით.

მისი ინფორმაციით, ახალი სველი წერტილები მოწყობილია შენობის შიგნით. თუმცა, ბავშვები კვლავ სარგებლობენ ძველი საპირფარეშოთი, რომელიც სკოლის შენობიდან მოშორებით მდებარეობს.

,,მუშები ჩამოვიდნენ სხვა რეგიონიდან. თავდაპირველად სახლი იქირავებს დევნილთა კოტეჯებში, არც იქ გადაუხადეს თანხა. აქაც ყველაფერი უხარისხოდ შეასრულეს. '' - გვეუბნება პედაგოგი.

სახელმწიფო აუდიტის პოზიცია

ხურვალეთის სკოლაში მშენებარე სველი წერტილების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშიც მოხდვა.

მუნიციპალიტეტმა 2020 წლის ივნისსა და აგვისტოში გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, გამარტივებული შესყიდვის გზით განახორციელა 19 საჯარო სკოლის შენობების რეაბილიტაციისსამუშაოები, საერთო ღირებულებით − 955.2 ათასი ლარი.

გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველი გახდა არშემდგარი ელექტრონული ტენდერები და კოვიდ 19-ის პანდემიიდან გამომდინარე გამოწვევების გამო, სკოლების ინფრასტრუქტურის პრიორიტეტულად მოწყობის აუცილებლობა.'

სკოლებში სასწავლო წლის დაწყებამდე სამუშაოების დასრულების მიზნით, მუნიციპალიტეტმა 9 სხვადასხვა მიმწოდებელთან გააფორმა 19 ხელშეკრულება.

მერიამ ვერ წარმოადგინა მიმწოდებლების შესარჩევად ჩატარებული პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის შესახებ ინფორმაცია, რადგან როგორც სპეციალისტმა განუცხადა, ინფორმაცია ელექტრონულ ფოსტაში დაეკარგა.

ხელშეკრულებებიდან 242.0 ათასი ლარის ღირებულების 6 ხელშეკრულება,5 მერიამ გამოცდილების არმქონე ახალდარეგისტრირებულ შპს "ზუკა მშენთან" გააფორმა, მათ შორის, 5 ხელშეკრულება გაფორმდა კომპანიის დაფუძნებიდან 8 დღეში.

,,შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ მიმწოდებლის შერჩევა არასათანადოკრიტერიუმების საფუძველზე განხორციელდა. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროცესში დაირღვა შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, არშემდგარი ტენდერის საფუძველზე განხორციელებული გამარტივებული შესყიდვის დროს მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათ შორის, ანალოგიური სამუშაოების გამოცდილებასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული 19 ხელშეკრულებიდან, ჯამური ღირებულებით − 955.2 ათასი ლარი, სასწავლო წლის დაწყებამდე სამუშაოები არდასრულდა 15 ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამური ღირებულებით − 712.2 ათასი ლარი; მათ შორის, 13 ხელშეკრულება დაგვიანებით შესრულდა, ხოლო 2 ხელშეკრულება შეწყდა მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო.'' - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020