Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
,,ნეტა სად არიან ჩემი მოსწავლეები" - მზია ზანგალაძე ლიახვის ხეობიდან
სოფელი კეხვი 2008 წლის 8 აგვისტოს დავტოვე...

რამდენიმე წუთში სროლა უნდა დაწყებულიყო და ვჩქარობდით, რომ ლოგინად ჩავარდნილი მეუღლე სამშვიდობოზე სწრაფად გადმოგვეყვანა. მაშინ რას წარმოვიდგენდი, თუ ხეობიდან წამოსვლა ამ დრომდე გაგრძელდებოდა! სულ ვფიქრობდი, რომ მალე დავბრუნდებოდით,

მაგრამ ამაოდ....

იმ წელს სასწავლო წელი მეორეკლასელებს დავამთავრებინე. ყველა ძალიან კარგი ბავშვი იყო _ ნიჭიერი და მონდომებული... თითოეული მათგანი ახლაც თვალწინ მიდგას და მინდა ასე, ჟურნალის ფურცლებიდან გავახსენო თავი:

ლაშა, ცელქი ბავშვი იყავი, მაგრამ ნიჭიერი. ძალიან გიყვარდა მათემატიკა. შენს გვერდით, მერხთან, ლიკა მელანაშვილი იჯდა. სწავლაშიც და ყოფაქცევაშიც ლიკა საუკეთესო მოსწავლე იყო. ხშირად ვეფერებოდი, რადგან მინდოდა, მისთვის დედის დანაკლისი შემევსო..

თამუნა ყაულაშვილი და ზაზა ზანგალაძე ერთად ისხდნენ. თამუნა დინჯი და გონიერი გოგონა იყო. ზაზაც კარგი ბავშვი იყო _ საუკეთესოდ სწავლობდა და კიდეც წერდა.

ახლა რა მახსენდება აკო ნებიერიძისა და ბექა კახნიაშვილის შესახებ _ აკომ სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქები იცოდა და ამბობდა, ალიოშა პაპამ მასწავლაო.

ბექას მაყვალივით შავი თვალები ჰქონდა. ჭკვიანი იყო და მისთვის შენიშვნა არასდროს მიმიცია.

უჩა და გიორგი ზანგალაძეები ახლო ბიძაშვილები იყვნენ. ორივე კარგად სწავლობდა. გიორგი სკოლასთან ახლოს ცხოვრობდა და კლასისთვის საჭირო ნივთი ხშირად სახლიდან მოჰქონდა.

გურამ ზანგალაძე და ნინო ბაშარული: გურამი ჭკვიანი და საყვარელი ბავშვი იყო. კარგად სწავლობდა. მამა სკოლაში ხშირად აკითხავდა, რადგან სურვილი ჰქონდა, შვილის წარმატების შესახებ ხშირად მოესმინა.

ნინო შეძლებისდაგვარად სწავლობდა. ძალიან ლამაზი გახლდათ და ნაწერიც ლამაზი ჰქონდა.

ვახტანგ ზანგალაძე და პაატა კახნიაშვილი: ვახტანგს გარკვეული მიზეზის გამო ფეხი სტკიოდა და სკოლაში ჯოხით დადიოდა. პაატას არ დაავიწყდებოდა,რომ მისთვის სასკოლო ჩანთა სახლამდე მიეტანა. ვახტანგს განსაკუთრებით მათემატიკა უყვარდა.

პაატას, ჩემს კეთილ ბიჭს ქართული უფრო ეადვილებოდა. მას წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ხშირად ვხვდებოდი და მუდამ მახარებდა ის სითბო და სიყვარული, რასაც ის ჩემს მიმართ გამოხატავდა.

ჩემო კარგებო, კეხვის სკოლიდან დღემდე 15 წელი გაფრინდა, მაგრამ ალბათ ერთი დღეც კი არ გასულა, არ გამხსენებოდით. დროდადრო შორიდან ვკითხულობ თქვენს მდგომარეობას. ვერცერთი წარმოვიდგენდით, თუ დრო და ვითარება ასე დაგვაცილებდა.

ვიდრე პირში სული მიდგას, მე არც ერთი დამავიწყდებით, მაგრამ როგორ ვნატარობ, ერთად გადაღებული ფოტოსურათები, მაინც შემოგვრჩენოდა გულის მოსაოხებლად...

15 წელი კი გავიდა, თუმცა რომ იცოდეთ, როგორ მიყვარხართ და მენატრებით... ახლა თქვენ უკვე დიდები ხართ. ნეტა სად ხართ, სად ცხოვრობთ, სად სწავლობთ ან რას საქმიანობთ? მთელი გულით გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს და თქვენი სანუკვარი ოცნებების ასრულებას!

ღმერთი ყოფილიყოს თქვენი მფარველი!
დიდი სიყვარულით
თქვენი პირველი მასწავლებელი

მზია ზანგალაძე
წეროვნის დასახლება, ,,ლიახვის ხეობა“

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020