Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
რუსი სამხედროების მიერ უკანონოდ დაკავებულთა მშობლები დღეს ერგნეთში მივიდნენ
უკანონო პატიმრობაში მყოფი აჩი ბასანიძის და ლევან ასლანიშვილის ოჯახის წევრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის დაწყებამდე სუს-ის წარმომადგენელთან შესახვედრად მივიდნენ.

"გვაინტერესებს რა ხდება, 29 ივნისს უნდა ყოფილიყო სასამართლო, ახლა გვითხრეს 12 ივლისამდე გადაიდოვო, ამბობენ მოწმეების გამოძახება ვერ მოხერხდაო და ამის გამო, უკვე მეორე თვეა ჩემი შვილი უკანონო პატიმრობაშია", - განაცხადა ლევან ასლანიშვილის დედამ.

სუს-ის წარმომადგენელმა ირაკლი ანთიძემ მათ უთხრა, რომ საკითხი აუცილებლად იქნება განხილვის თემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 113-ე შეხვედრაზე.

ერგნეთელი ლევან ასლანიშვილი და მისი მეგობარი, მეღვრეკისელი აჩი ბასანიძე 2023 წლის 14 და 15 მაისს დააკავეს.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებულთა სასამართლო პროცესები 2-ჯერ გადაიდო.

"დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხზე. განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე უკანონო ბორდერიზაციია ყველ შემთხვევას. ასევე საუბარი გვექნება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებული პირობების გაუმჯობესებაზე.დღეის მდგომარეობით 7 მოქალაქე რჩება უკანონო პატიმრობაში. რაც შეეხება უკანონო პატიმრობაში მყოფ პირებს, რომელთა სასამართლო პროცესი უნდა ყოფილიყო, ამაზე მხარეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გვექნება ინფორმაცია."- განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ,ირაკლი ანთაძემ.

საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დაკავებული აჩი ბასანიძის და ლევან ასლანიშვილის სასამართლო პროცესი ჯერ 18 ივნისს ჩანიშნეს, შემდეგ, 29 ივნისს. საბოლოოდ, პროცესები ორივე ჯერზე გადაიდო.

სუს-ის ცნობით, ამ დროისთვის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს 7 მოქალაქე რჩება.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020