Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
ნატო ხუროშვილი და მისი მოსწავლეები - მსოფლიო ეკო კლუბების რუკაზე


ნატო ხუროშვილი ხურვალეთის სკოლის ინგლისური ენის პედაგოგია, რომელმაც მოსწავლეებთან ერთად ბევრი იშრომა, რათა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლა ეკო დროშის მფლობელი გამხდარიყო.

მე-6 კლასელი ნუცა ასაევი ეკო კლუბის წევრია და მეგობრებთან ერთად უმასპინძლა შვედეთის საელჩოს წარმომადგენლებს, სადაც აჩვენეს, რომ მათი სკოლა ნამდვილად იმსახურებდა ეკო სკოლის სტატუსს.

"ჩვენ გვქონდა მეორადი ნივთების მოდელების ჩვენება. გვქონდა სხვადასხვა ნივთებისგან შექმნილი კაბები, როგორიცაა პოლიეთილენის ცელოფნები, ჩანგლები, კოვზები და ბოთლის თავსახურები."-ამბობს ნუცა ასაევი.

მარიამ ბერიანიძე გვიყვება, რომ ყველაზე სასიამოვნო, მეორადი ნარჩენებისგან კაბების შექმნის პროცესი იყო.

"ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ მე და ლიზიმ. ბევრი ვიშრომეთ, რომ ყველაფერი კარგად გამოსულიყო."-ამბობს მარიამი და დასძენს, რომ მეორადი ნარჩენებით შემოქმედებითი საქმიანობის იდეა მას და ლიზის ძალიან მოეწონათ.

"ორი წელია, რაც ამ პროექტში ვართ ჩართულები და უკვე ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ ამ კუთხით. მოდების ჩვენებისა და მეორადი ქაღალდებით გამოფენის გარდა, ჩვენ ჩავატრეთ დასუფთავების აქცია"-გვიყვება 13 წლის ლიზი ფიცხელაური.

ეკო კლუბის წევრი და ბუნების მეგობარი ნოდარ ქოთოლაშვილი გვიხსნის, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ გარემოში არ მოხვდეს ზედმეტი ნარჩენები, რაც ნიადაგის მძიმე დაბინძურებას იწვევს.



"ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ გავაკეთეთ კლასების შეჯიბრი. მუყაოსგან დავამზადეთ ყუთები, რომელშიც პლასტმასის თავსახურები უნდა მოგვეგროვებინა და ტენეში ჩაგვებარებინა, სადაც ხდება მეორადი ნარჩენების გადამუშავება. თუმცა რადგან პროექტის ფარგლებში სკოლაში ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, ამ საკითხსაც შემოქმედებითად მივუდექით და პლასტმასის თავსახურებისგან დავამზადეთ დეკორატიული ფარდა, რომელიც ვფიქრობ ლამაზი გამოვიდა. გამყოფ ხაზთან ვცხოვრობთ და შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება."-ამბობს ნოდარ ქოთოლაშვილი.

შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი  ერიკ ილესმა ხურვალეთის საჯარო სკოლას მწვანე ეკო დროშა გადასცა, რაც ნიშნავს, რომ სკოლის ეკოლოგიურმა კლუბმა ნამდვილად იშრომა იმისათვის, რომ საკუთარი

პროექტებით, გარშემო მყოფებისათვის აემაღლებინა ცნობიერება და ეჩვენებინათ, რომ გარემოზე ზრუნვა მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია.

" შვედეთში 1100 სკოლაა მწვანე დროშით დაჯილდოვებული და ბედნიერი ვარ, რომ საქართველოშიც ვაჯილდოვებთ სკოლებს მწვანე დროშით, რაც პირველად მოხდა. ასე, რომ ეს ნამდვილად დიდი დღეა."-ამბობს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი ერიკ იელსი.

გორის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი ფიქრობს, რომ მწვანე დროშა ჯილდოს გარდა დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ეკო სკოლის სტატუს შენარჩუნება სჭირდება.

"ზუსტად ვიცი, რომ მოსწავლეები ძალიან არიან დაინტერესებულები და მოტივირებულები. ბევრი იშრომეს ამ სტატუსისთვის და სამომავლოდაც კიდევ ბევრი გეგმა აქვთ."-ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეკო კლუბის წევრებმა სკოლის ეზოში, თავად მოაწყეს პატარა ეკო კუთხე, სადაც ზღაპრულ, მინიატურულ დეკორაციებთან ერთად გამაფრთხილებელი ბანერებია წარწერით " ნუ მოჭრი ხეს" " ნუ დააბინძურებ" "გიყვარდეს ბუნება" , რაც ნათლად გვაჩვენებს, თუ რამდენად ადვილია თავად შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020