Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
რა ხდება პროკურორო? რა სჭირს ხალხს?'' - გორში ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთ დღეში 2 პირი დააკავეს
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის სხვადასხვა
ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
,,რა ხდება ბატონო ოთარ? რა სჭირს ხალხს? ნუთუ ქვეყანა გამოსაცვლელია?" - უთხრა მოსამართლემ, საქმეების განხილვის დროს, პროკურორს ოთახ დოხნაძეს.
როგორც პროკურორმა ოთარ დოხნაძემ განაცხადა, ერთ-ერთმა ბალდებულმა ოჯახის წევრს, გენდერული ნიშნით მიაყენა შეურაცხყოფა, თანაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.
პროკურორის ინფორმაციით, ღამის საათებში, მამაკაცმა ცოლს სახეში გაარტყა, რადგან ქალია და ქმარს უნდა დაემორჩილოს. ამავე დროს, პროკურორმა განაცხადა, რომ ცოლს მოკვლით დაემუქრა.
ამავე დროს, მისი ინფორმაციით, ბრალდებული იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.
აღშფოთებულმა მოსამართლემ მიმართა ბრალდებულს: ,,რა ხდება? როცა იცი, რომ სიმთვრალეში თავს ვერ აკონტროლებ, არ უნდა დალიო. ხომ გაგიგია, სიმთვრალეში ადამიანის სულში ეშმაკები სახლდებიანო, ასე მოგდის. არ უნდა დალიო'' - განუცხადა მოსამართლემ ბრალდებულს.
,,მართლა რა ხდება პროკურორო? საიდან ამდენი აგრესია. სულ დაკარგა ხალხმა პატივისცემა. აი, რას შვება მარიხუანა'' - აღნიშნა მოსამართლემ. მან პოლიციელებს მიმართა, რომ დარბაზში მყოფი ერთ-ერთი დამსწრე შეამოწმონ, რადგან მის სიფხიზლეში შეიტანა ეჭვი.
,,დაღლილი ვარ, უძილო ვარ. ჩემი ნათესავია დაკავებული, ვნერვიულობ, არაფერი მჭირს'' - უპასუხა დარბაზში მყოფმა დამსწრემ და ვიდრე მოსამართლე გააძევებდა ან დააჯარიმებდა ან დააპატიმრებდა, თავად დატოვა დარბაზი.
რაც შეეხება ძალადობის ერთ-ერთ ფაქტს, როგორც გაირკვა, პოლიციელებმა ვერ გაარკვიეს, თუ სად მოხდა დანაშაული - ლომონოსოვის ქუჩაზე და ლერმონტოვის ქუჩაზე. ოქმში გამომძიებლებმა სხვადასხვა ადგილი მიუთითეს.
,,რას ვიზამთ, ლომონოსოვი და ლერმონტოვი ქართველები რომ ყოფილიყვნენ, ხომ არ შეეშლებოდათ პოლიციელებს? არა უშავს, მექანიკურ შეცდომად ჩავუთვალოთ. როგორც ჩანს, არ იციან, ვინ არიან. ისე ლერმონტოვს არ უყვარდა ქართველები. გახსოვთ ალბათ მისი ნაწარმოები'' - განაგრძო საუბარი მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა.
ძალადობის პირველი ფაქტის განხილვის დასრულების შემდეგ, ფოიეში თანაშემწეს ერთ-ერთმა ბრალდებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
,,წამიკითხეთ, რა წერია? რას უნდა მოვაწერო ხელი'' - უთხრა ბრალდებულმა თანაშემწეს.
,,განჩინებაა, მეჩქარება, სხვა საქმე იხილება. მოაწერეთ ხელი?'' - ჩქარობდა თანაშემწე.
,,არ მოვაწერ, არ ვიცი, რას ვაწერ ხელს. თქვენ თუ პროცესზე გეჩქარებათ, მე გლდანის ციხეში მივდივარ'' - უყვირა ბრალდებულმა თანაშემწეს.
,,რა ხდება პოლიციელებო? რატომ ბედავს ამდენს?'' - უთხრა თანაშემწემ პოლიციელებს, რომლებმაც მხოლოდ მხრები ოდნავ შეარხიეს. ,,ახლა, ნახეთ, სანამ მე არ ჩაგაბარებთ განჩინებას, მანამდე ვერ წახვალთ აქედან'' - გაემართა მეორე სართულზე მოსამართლის თანაშემწე და დიდი ხანი აღარ გამოჩენილა.
პროკურორ ოთარ დოხნაძის ორივე შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ორივე მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
პროკურორმა საბოლოოდ არ გასცა მოსამართლის დაჟიანებულ კითხვას პასუხი, თუ რა ხდება საზოგადოებაში? იმ წუთას საკუთარი პრობლემები აწუხებდა. პროცესის დასრულება და წინ შაბათ-კვირის გამო, მშობლიურ ქალაქში წასვლა ეჩქარებოდა. სამარშრუტო ხაზის მძღოლს ხშირად ურეკავდა, რომ მისთვის ბოლო რეისზე ადგილი შეენახათ, რათა მალე გასცლოდა არა მარტო მძიმე ემოციებით სავსე სასამართლოს, არამედ იმ ქალაქსაც კი, სადაც მუშაობს.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани