Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
თბილისიდან გორისკენ მიმავალ ავტობანის გარშემო მარჯვნივ თუ მარცხნივ უკვე გადაყვითლებულია ყანები. ოქროსფერ ფერებს შორის მკვეთრად მოსჩანს მწვანე ბანერები. ბანერთან ახლოს მდებარე სოფელსაც ადვილად შეამჩნევთ. ის სოფელ შავშვების თემში შედის, გორიდან 15 კილომეტრის დაშორებით.
,,ვა, რა ახლოსაა ბანერები? ის რუსების სამხედრო ბაზებია? ნახე, ორ ნაბიჯში არიან. როცა უნდათ, ამოვლენ ავტობანზე. პრინციპში ამოსულებიც არიან" - ისმის ასეთი ფრაზები სამგზავრო ტრანსპორტში.
რამდენიმე წუთის შემდეგ, ცენტრალურ მაგისტრალზე მყოფი მგზავრებისთვის ეს ადგილები თვალსაწიერიდან ქრება. სამაგიეროდ, ადგილზე რჩებიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ამ ბაზებისა და ბანერების გვერდით ცხოვრობენ.
მთელი სოფელი მინდვრებშია გასული იმ ერთადერთი კომბაინის მოლოდინში, რომელიც მეზობელი სოფლიდან მოდის, რათა წითელუბნელების ყანა აიღოს.
სოფლელებიც მორიგეობით სარგებლობენ კომბაინით და იმ მცირე მოსავალს იღებენ, რომელიც წვიმის ანაბარად დათესილ ყანებში მოჰყავთ. სოფელს სარწყავი წყალი აღარ მიეწოდება, ტირიფონის არხი დაკეტილია, რომელიც სათავეს ლიახვიდან, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან იღებს.
მოსახლეობა კი იძულებულია სახლთან ახლოს გაშენებული ბოსტნები მაინც სასმელი წყლით მორწყონ, შესაბამისად სოფელში სასმელი წყალიც დეფიციტურია.
ბავშვები აუტანელ სიცხეს წყლის თოფებითა და გახვრეტილ თავსახურიანი ბოთლებით ებრძვიან. სოფელში ასე თუ ისე ჟრიამულის ხმა ისმის, თუმცა წითელუბნელების დიდი ნაწილი ახლა დიდ ქალაქებში, ზოგი თბილისში, ზოგი ბათუმში, ზოგიც კი ვლადიკავკაზში ცხოვრობს.
ეს იმიტომ, რომ აქ გვერდიგვერდ ცხოვრობენ ეთნიკური ოსები, ეკომიგრანტები აჭარიდან და მუსლიმი მესხები.
როგორ დაარსდა სოფელი
სოფელი საბჭოთა პერიოდში დაარსდა, როდესაც მეჯუდისა და ქსნის ხეობებიდან ოსური ოჯახების ჩამოსახლება დაიწყო. სოფლის სახელწოდებაც კომუნისტურ რეჟიმს უკავშირდება - "წითელი უბანი" .
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანში მცხოვრებმა ადამიანებმა, ეთნიკური კონფლიქტები ღირსეულად გადაიტანეს, თუმცა ომი ისევ გრძელდება. ახლა სოფლის გარშემო საოკუპაციო ზოლია გავლებული.
90-იანი წლების კონფლიქტის დროს, როდესაც ეთნიკურმა ოსებმა სოფელი წითელუბანი თანდათანობით დატოვეს, მაშინდელმა ხელისუფლებამ აქ აჭარელი ეკომიგრანტები, მოგვიანებით კი მუსლიმი მესხები ჩაასახლა. როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ - სოფელში განსაკუთრებულად მეგობრული ხალხი ცხოვრობს.
1990-იანი წლების ქართულ-ოსურ კონფლიქტამდე სოფლის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეთნიკური ოსები წარმოადგენდნენ. აქ ცხოვრობდნენ: კუსრათები, ნარიკათები, ცალლაგთები, ცერეკათები, დუდაითები, მარღითები, ბოლათათები და სხვა ოსური გვარები, რომელთა საერთო რიცხვიც საბჭოთა პერიოდში 300 კომლს აღემატებოდა. კონფლიქტის დროს კი მათი უმრავლესობა იძულებული გახდა მიეტოვებინა მშობლიური სოფელი და თავშესაფარი ჩრდილოეთ ოსეთში ეპოვა.
80-იანი წლების მიწურულიდან უკვე სოფელში მეწყრის შედეგად დაზარალებული აჭარელი ეკომიგრანტები სახლდებიან, რომელთაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ბინები შეუსყიდა. ახალმოსახლეებს იმ დროში მოუწიათ ახალ საცხოვრებელში პირველი დღეების გატარება, როდესაც ქართულ-ოსური კონფლიქტი ღვივდებოდა. თუმცა როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს - კონფლიქტის დროს, სოფელში ოსები - ქართველებს, ხოლო ქართველები ოსებს იცავდნენ. ამაყობენ, რომ ერთმანეთის მიმართ სიყვარული და პატივისცემა დღემდე შემორჩათ.
2000-იან წლებში წითელუბანში მუსლიმი მესხებიც სახლდებიან. ისინი იმ მესხთა შთამომავლები არიან, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებამ გასული საუკუნის 40-იან წლებში თურქეთში და ცენტრალურ აზიაში გადაასახლა. მათი მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნება კი აქტუალური საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან დაიწყო, 2000-იან წლებში კი პირველი რეპატრიანტებიც გამიოჩნდნენ.
სანამ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება მესხთა რეპატრიაციის პროგრამას შეიმუშავებდა, მანამ წითელუბანსა და აბასთუმანში რამდენიმე ოჯახი თვითონ დასახლდა, პროგრამის ამუშავების შემდეგ კი მათი საქართველოში დაბრუნებას სახელმწიფო უწყობს ხელს.
2013 წელს ამ სახელმწიფო პროგრამაში 5841 განაცხადი შევიდა 8900 პირისთვის რეპატრიანტის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, აქედან კი 900-მდე პირს აქვს მინიჭებული რეპატრიანტის სტატუსი და 10-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეცაა.
სარწყავი წყალი – სოფლის ყველაზე დიდი პრობლემა
წარმოშობით აჭარელი ეთერ მახარაძის ოჯახი, ხულოდან მეწყრის გამო, 1989 წელს გადმოსახლდა. იხსენებს, რომ ომის პირობებში გაუჭირდათ ადგილობრივებთან ურთიერთობა, თუმცა ძალიან მალე მოახერხეს ერთმანეთის ახლოს გაცნობა და დამეგობრება.
"თავიდან კი გაგვიჭირდა, ჰაერიც ვერ ავიტანეთ. ვფიქრობ, სადაც დაიბადები და გაიზრდები, შენი კუთხე ის არის. ჩემი სოფელი ჩაუ, მაინც სულ სხვანაირია, მაგრამ შევეჩვიეთ სამეზობლოს. ძალიან კარგად მიგვიღეს, თუმცა ცხოვრება ხომ იცით, არ არის ისეთი მარტივი. ომის დრო, ძალაინ ცუდად მახსენდება, მაგრამ გადავიარეთ. მხარში დავუდექით ერთმანეთს. 2008 წლის აგვისტოშიც, ოსები სახლებში და სარდაფებში გვმალავდნენ. როგორც საკუთარი და-ძმა, ისე დაგვიდგნენ გვერდით. ერთად ვიყავით ყველაფერში. ერთმანეთის დაცვა გვქონდა. ჩვენ ოსები გვიცავდნენ "-იხსენებს ეთერ მახარაძე
ეთერის სახლიდან 500 მეტრში საოკუპაციო ბანერი დგას, რაც რუსეთისგან მიტაცებული მიწების გარდა, უწყლოდ და საძოვრების გარეშე დარჩენილ სოფელს ნიშნავს. საძოვრების არქონის გამო, ოჯახებს საშუალება არ აქვთ ერთ სულზე მეტი საქონელი იყოლიონ.
"მოსავალი არ არის, რადგან წყალი არ გვაქვს. წყალი რომ არ გაქვს ადამიანს, ძალიან ძნელია. გზებიც არ გვაქვს. უფრო მეტად წყლის პრობლემაა, რომ საქონელს დავალევინოთ. სოფელს გაგვიკეთეს წყალი, მაგრამ ახლა ეგეც არ არის სიცხეების გამო, დაშრა.
ე.წ. საზღვრები, უკვე აქ არის ჩამოტანილი. ამის გამო, თითო ძროხაზე მეტი აღარ გვყავს. ზედმეტად ვერც საქონელს აიყვან და ვერც გაივლი. ძალიან გაჭირდა ცხოვრება.
ე.წ. საზღვარზე თითი, რომ გადაჰყო მათთან ხარ უკვე. ყველაფრის გვეშინია, რა ვიცი..."-ამბობს ეთერ მახარაძე.
ეთერი წუხს, რომ ყოველდღიურად დიდი შრომა უწევს, დამხმარე არ ჰყავს და ყველაფერს თავად უძღვება. ჩვენთან საუბრისას, ისევ თავის კუთხეს, ხულოს რაიონს, სოფელ ჩაოს იხსენებს. ამბობს, რომ იქაურობა ძალიან ენატრება, იქ დაბრუნებაზე ფიქრობს, მაგრამ მეუღლის საფლავის დატოვება ძალიან უჭირს.
"ხულოშიც კი სოფელში ვცხოვრობდი. იქაც მძიმე სამუშაო იყო, პატარა ძმები მყავდა. ჩვენ, გოგოები ვიყავით უფროსი დები. ძალიან დიდი შრომა გადავიტანეთ იქაც. როგორც პატარა გოგომ, მოსწავლემ, მაგრამ როგორც ასეთი ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს და კიდევ ვიამაყებ ჩვენი სოფლით. ჩემი კუთხე ძალიან მიყვარს. თუმცა აქაურობასაც შევეჩვიე"-ამბობს ეთერ მახარაძე
ეთნიკურად ოსი ცაგური კუსრათის გვარი, წითელუბანში ცხინვალის რაიონიდან, სოფელ ბიეთიდან გადმოსახლდა, რომელიც მეჯუდის ხეობაში მდებარეობს. როგორც ცაგური გვიყვება, სოფელში 300 ოჯახი ცხოვრობდა და იმ დროს, აქაურობა უხვმოსავლიანი იყო. ახლა კი წითელუბანი ახალგაზრდებისგან იცლება.
"ხალხი გარეთ მიდის, ქალაქებში სამუშაოდ. ჩემი ბიჭიც ქალაქში მუშაობს ხოლმე. ადრე ყველა კარგად ცხოვრობდა. მაშინ სარწყავი წყლები იყო. ყველაფერი იყო, რაც სოფელს სჭირდებოდა. ახლა წყლებიც აღარ არის. მოსავალი ვერ ირწყვება. გინდა შრომა, მაგრამ ვერ შრომობ.ეს დიდი სოფელი იყო. 300 ოჯახი ცხოვრობდა. 300 სახლი იდგა. ახლა წითელუბანი აჭარლებით, მესხებითა და ოსებითაა დასახლებული"-ამბობს ცაგური კუსრათი და ბოდიშს გვიხდის, რომ ჩვენთან საუბარს ვეღარ გააგრძელებს, რადგან დაღამებამდე თივის შეკვრების გაკეთება უნდა მოასწროს. ის სოფელში მარტო ცხოვრობს. მისი ვაჟი თბილისშია დასაქმებული და სოფელში ჩამოსვლას ხშირად ვერ ახერხებს. ცაგურის კი საოჯახო და სასოფლო მეურნეობის გაძღოლა მარტოს უწევს.
ტირიფონის არხი – რას ფიქრობენ ცხინვალში მის აღდგენაზე
ტირიფონის არხი მუშაობას უახლოეს მომავალში, ზაფხულში დაიწყებს - ამის შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა განაცხადა.
ის სოფელ წინაგარაში იმყოფებოდა და სოფლის მოსახლეობას დაპირდა, რომ არხი ზაფხულში გაიხსნება.
დე-ფაქტო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ტირიფონის არხის შესაკეთებლად ხუთ მილიონ რუბლს გამოყოფს, რომლითაც სოფელ ამძარინის (წინაგარის) სარწყავი წყლით მომარაგებას შეძლებენ.
"ვიცნობ სარწყავი წყლის პრობლემას, მის მოსაგვარებლად თანხა უკვე გამოიყო. ახლა მიმდინარეობს საჭირო სარემონტო სამუშაოები და ამ ზაფხულს თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით სარწყავი წყლით", - განაცხადა დე-ფაქტო პრეზიდენტმა.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ალან მარგიევმა განმარტა, ზონკარის წყალსაცავიდან წყალი ვეღარ მოდის, როგორც ადრე, რის შედეგადაც გადაწყდა ტირიფონის არხის შეკეთება და ამით სოფლის სარწყავი წყლით უზრუნველყოფა.
ტირიფონის არხმა ვიდრე სოფელ წინაგარამდე მიაღწევს, უნდა გაიაროს გორის მუნიციპალიტეტის სოფლები: კირბალი და ბერშუეთი, შემდეგ მოდის წინაგარა და ბოლო არის გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ხურვალეთი.
,ხურვალეთში უყენიათ დიდი ტუმბოები. რომლითაც მერე ტუმბავენ ნადარბაზევის ტბას, ავსებენ... ,წინაგარა თუ არ გამოიარა, წყალი ვერ მოვა ხურვალეთამდე. საბოლოო დანიშნულებამდე ვერ მოვა. ისე, რომ აუცილებლად უნდა გამოიაროს ეგ წინაგარა." - გვითხრა რამდენინე ხნის წინ სოფელ ჩობალაურის მკვიდრმა, როდესაც ქართულმა მხარემ არხის რეაბილიტაცია დაიწყო გორის ტერიტორიაზეც.
წითელუბნელები წყლისა და კომბაინის მოლოდინში

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани