Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
,,დაფიქრდით, იქნება რამე გეშლებათ და ასისა ჯერ არა ვარ'' - 100 წლის მაყვალა ჭულუხაძე დიდი ლიახვის ხეობიდან
,,ისე უცებ გარბის დრო, თითქო ვერ ვიჯერებ ამ ხნისა თუ მოვიყარე. აბა,
დაფიქრდით, იქნება რამე გეშლებათ და ასისა ჯერ არა ვარ, სწორე
გამოიანგარიშეთ. იქნება ამ ხნისა არა ვარ, რავი, ჯერ ისეთი არაფერი
მტკივა და აბა, სწორე დაითვალეთო,'' - ასე მიმართა მაყვალა ჭულუხაძემ
სტუმრებს, როდესაც მისი 100 წლის იუბილე გადაიხადეს.
,,მადლობელი ვარ უფლისა, ამ ხნობამდე რო მამყოფა, თუმცა იმდენი რაღაც გადამხდა, მე რაღა სასიცოცხლო ვარ, ჯერ გულიდან ის დარდი ვერ გადამიყრია, სვერში რო ჩემი შვილიშვილი მამამისთან, ივერი ხეთაგაშვილთან ერთად მოკლეს, 26 წლის ბიჭი... საცოდავი ჩემი გოგო ქმარ-შვილის დარდს 5 წელიწადში გადაყვა... მერე იყო - და, აგვისტოში მე და ჩემ ქმარმა ჩვენი სოფლების ძარცვასა და სახლების გადაწვას მოროდიორებმა ჩვენი თვალით გვაცქერინეს... იქიდან ცოცხლებმა ანკი როგორ გამოვაღწიეთ... თან ვერაფერი წამოვიღეთ... აღარც ჩემი შალიკო მყავს. ჩემი ყოფა რაღაა?'' - ამბობს მაყვალა ბებო.
მაყვალა ჭულუხაძე სოფელ აჩაბეთში დაბადებულა, მამით მალე დაობლებულა. პირველად თონეში პური 12 წლისას ჩაუკრავს და ცეცხლის სიფიცხე და საკუთარი ნახელავით გამოწვეული განცდა დღემდე არ დავიწყებია. მართალია, პურის ცხობა ბავშვ გოგოს გაუჭირდებოდა, თუმცა იმ დროში ხალხს პური ენატრებოდა და ობოლი დედ-მამიშვილები მშივრები რომ აღარ დაიძინებდნენ, თავს ალბათ ბედნიერად ჩათვლიდნენ. ტანჯვაში განვლო მისმა პატარაობამ.
ახლადშეღერებული გოგო სტუმრად ქემერტში მამიდასთან ყოფილა და მეზობლებთან ერთად ერთ საღამოს ,,ერში" წასულა. ,,ერი'' სოფლის ცენტრში გასართობად ახალგაზრდობის თავშეყრას ერქვა, რასაც მოგვიანებით ,,დისკოთეკა" დაერქვა...
იქ, ერთი ფეხმოჭრილი, ყავარჯნით ხელში, ახალგაზრდა ბიჭი ცეკვავდა, მისი ცეკვა-თამაშით მაყვალა ისე მოხიბლულა, რომ საკუთარი აზრი გვერდით მდგომებისთვის გაუზიარებია: ,,მერე რაა, ფეხი თუ არა აქვს, მაშ ამას ახლა, ერთი კარგი გოგო გვერდს რატო არ უნდა უმშვენებდეს, რა მოხდა, რო ასეა, უარს რომელი ჯანმრთელი ეტყვისო?!" ...
ამ აზრმა შალიკომდე მალე მიატანა და ცოლა სწორედ მაყვალას სთხოვა. ასე დარჩენილა მამიდის სოფელ ქემერტში აჩაბეთელი ჭულუხაძე - ომში მოხალისედ წასულ და იქიდან ხეიბრად დაბრუნებულ შალიკო მეტრეველთან ერთად დაახლოებით 80 წლის წინ მან მშვენიერი ოჯახი შექმნა. წყვილი სოფელში ტოლს არავის დაუდებდა - შრომობდა და ასე დიდძალი შრომის შედეგად, რომ იტყვიან, სახლიც დოვლათით აივსო...
,,ჩემ მამამთილს ხელჯოხი ეკავა, თუმცა ყველანაირ საქმიანობას ეწეოდა, ვედრით წყალიც კი მოჰქონდა, ცხვარ-ძროხის მოსავლელად არც გვიშვებდა, და მასზე ნაპატრონები საქონელი არც არავის დაუდიოდა. ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც პირველად ხეზე ასული და ხილის კრეეფით გახალისებული დავინახე!.." - ბევრ რამეზე გაოცებას ვერც ახლა მალავს შუახნის რძალი.
მეტრევლები ვიდრე ძარწემში ცხოვრობდნენ, დილაობით ყავის ან ჩაის ერთად დალევას ვერ ახერხებდნენ, რადგან გათენდებოდა თუ არა, ყველა თავის საქმეს უყურებდა: რძალი ქეთინო ჯერ სახლის საქმეს მიხედავდა, ფაციფუცობდა, აქაობა ერთი რიგიანად მივალაგო, თორემ დედამთილსაც იმდენი აქვს საკეთებელი, თავისიც ეყოფაო... ქმარი ბაღის საქმეებს აშურებდა, შვილები სკოლისაკენ მიიჩქაროდნენ, - არ დაგვაგვიანდესო და თანაც იქით, ჩვენსკენ, ყავა და თანაც დილით, უზმოზზე, ასე ვთქვათ, მიღებული რიტუალი არც იყო.
ახლა წეროვანში ცხოვრობენ. უკვე 15 წელია, დიდი ბაღები აღარ აქვთ, რომ სამეურნეო საქმეს დილაღამიან შეუდგნენ, თანაც, ნოდარი და ქეთინო ოპერაციების შემდეგ ფიზიკურ დატვირთვას ვეღარ იტანენ და ძველებურად შრომას ვეღარ ბედავენ . ამასთან ერთად, ქეთინო წეროვანში, პოლიკლინიკაში ყოველდღიურად არა, - კვირაში მხოლოდ ერთხელ დადის, პატარა რძალს, ნინოს კი ჯერ პატარები ჰყავს და უმუშევარია, მაყვალას კი, ასაკის გამო შრომის თავი აღარ აქვს, უფრო ხშირად ზის ან თავის ოთახში წევს. ასე რომ, ეს ოჯახიც ისე ცხოვრობს, როგორც წეროვანში სხვა ბევრი - დილაობით ერთმანეთთან სალაპარაკოდ ახლა უფრო იცლიან.
თუ სათქმელია, უნდა ითქვას, მაშ რაა... თუ არადა, ადამიანი, ჯობს, გაჩუმდესო, - ჩაილაპარაკებს ხოლმე მაყვალა და თუ ხასიათზეა, - ცუდსაც და კარგსაც, წარსულიდან ათას რამეს იხსენებს. მოგონებებით სავსეა მისი განვლილი ცხოვრება და გარშემომყოფებიც ყურს უგდებენ.
საუკუნის ქალი უშრომლად ვერც დღეს ისვენებს - იმ ნემსისა და ძაფის მოძებნას იწყებს, დილას რომ უჯრაში შეინახა და თან გარშემომყოფებს ახსენებს: გართობა კარგია, მაგრამ უზომოდ არაფერი ვარგა, ყველაფერს თავისი დრო აქვს. თან ვილაპარაკოთ და თან - საქმეო... თქვენ არ შეგაწუხებთ, ნემსსა და ძაფს მე თითონ მოუვლიო.
-- ვენეე... ვენერაა... ნოდარიმა, ვერა ვხედამ, არ შემიძლიაო და შენ მაინც მომხედე, გეყურება?.. აბა, ამ ნემსს ძაფი გაუყარე.
-- მოიც, დედი, ნეტა ჩემი სათვალე სად დავდე, ჯერ ვიპოვო და მერე ისე... - სკამიდან წამოდგომა გაუჭირდა 70 წელს მიღწეულ ვენერას, მაყვალას შვილს, რომელსაც ამ ბოლო დროს წელი აწუხებს.
-- ეეეჰ... კარგი ერთიიი.. რა იყო, რა დაგემართათ, სანამ მაგას იპოვნი, მე თითონაც კარგა ავაგებ... სათვალე რათ უნა გინდოდეთ, ნუთუ ისე ვერ უნა დაინახოთ?! რანაირი ჩემი შვილები ხართ, წელი გაგიკავდათ, ვეღარცა ხედამთ, .. ქეთიი... ქეთინოო... იქაურობას თვალი მოავლო წელსა და მხრებში გვარიანად მოხრილმა ქალმა და როგორც კი რძლის მოძებნა დაიწყო, - აქა ვარ, მაყვალ, აქა, ჯერ არ ავმდგარვარ, დაიცა, ჩავიცმევ და მოგხედავო, - უმალ შემოესმა ხმა კოტეჯის ერთ-ერთი ოთახიდან.
--ჰოო... გულის ოპერაცია რთულებში ითვლება და იწე, იწექი, გეპატიება. და, ვენეე... ქეთინოო.. ნოდარიი... აბა, თუ თქვენ-თქვენი წამლები უკვე დალეული გაქვთ, კაი ყავას მოგიმზადეებთ... თქმა ერთი იყო და საქმეც მაშინვე დაიწყო - თავის ოთახში შებრუნდა, დენის ქურა გამორთო, ,,რაღაცა , ვეღარც ჩემი საქმეა მთლად კარგათა, სწორე მეხსიერება ვეღარა მაქვს, ჩართული არ დამრჩეს და ცეცხლი არ გაჩნდესო, გაიფიქრა და მართალია, ნელი ნაბიჯებით, თუმცა პატარა ჩაიდნით ადუღებული წყლის გამოტანა მაინც შეძლო. მერე მაგიდაზე ფინჯნები ჩაამწკრივა, ყველასთვის სასურველი რაოდენობის ყავა და შაქარი ჩაყარა და ის იყო, ხელი ჩაიდანს წაატანა, რომ შემოესმა: -- ბექას თვალი ადევნე, არაფერი იტკინოს, ბაბო, და მე დავასხამო.
- კარგი, ნინო, შვილო, არ დაგავიწყდეს, შენ დედამთილს ოთახში მიართვიო, - ადუღებული წყალი არ გადავისხაო, მოხუცს ეშინოდა და შვილიშვილის ცოლის შეთავაზებაზე არ გაჯიუტებულა, შვილიშვილოს შვილს, 2 წლის ბექასა და მის 6 წლის ძმას, მათეს დაუძახა და ბანანთან ერთად ხალათის ჯიბიდან დათუნია კანფეტი ამოიღო, - აჰა, პატარებო, ეს თქვენა, მოიწით, აბა, ჩემსკენაო. თან კარადისკენ მიტრიალდა და ერთ უჯრაში ხელთ შერჩენილი ის ნემსი და ძაფი შეინახა, რითიც ბამბის ქსოვილისგან წეროვანში დაკრეფილი ვაშლის ჩირის შესანახი პარკი უნდა შეეკერა. ის ახლა ახალ საქმეში ჩაერთო - ბავშვი უყურადღებოდ არ დამრჩესო...
ბექამ თავისი პატარა კოხტა თითები მამის ბებოს დამჭკნარ თითებს მიადო და სწორედ მის მიერ ნასწავლი ,,ბოლია-ბოლია" დაიწყო...
ავტორი: ნანა კახნიაშვილი დიდი ლიახვის ხეობიდან, ჟურნალ ,,ლიახვის ხეობის'' ჟურნალისტი

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани