Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
როგორი იქნება სურამში ყოფილი სანატორიუმის ტერიტორია ხანძრის შემდეგ
სურამში ყოფილი სანატორიუმის ადგილას ახალი სასტუმროს მშენებლობა
იგეგმება. მიწის ნაკვეთი 2018 წელს აუქციონზე გაიყიდა.
სანატორიუმის ყოფილ შენობას გუშინ ხანძარი გაუჩნდა. როგორც ადგილობრივები იტყობინებიან, ორივე კორპუსი მთლიანად დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო შიდა ქართლის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის სახანძრო ბრიგადები, რათა ცეცხლი ტყის მასივზე და საცხოვრებელ სახლებზე არ გადასულიყო.
სურამელების ჯგუფში ისიც აღნიშნეს, რომ ძველი შენობა თითქმის მთლიანად ხის მასალისგან იყო დამზადებული და მეხანძრეები მის სრულ დაწვას დაელოდნენ.
სურამის სანატორიუმის ,,ფოლადის'' ისტორია
ხაშურის სამუზეუმო გაერთიანებამ დღეს გამოაქვეყნა ფოტოები, თუ როგორ გამოიყურებოდა წლების წინ სანატორიუმი.
,,სანატორიუმი ,,სურამი"", ერთ დროს ეს კოპწია და ლამაზი შენობა, ყვავილნარში, ფიჭვნარსა და მუხნარში ჩაფლული, სურამის, კერძოდ, იტრიის შემაღლებული გორაკიდან, ამაყად გადაჰყურებდა მთელ სურამს.
ამ სანატორიუმს დიდი წვლილი მიუძღვის მეოცე საუკუნეში ადამიანთა გამოჯანმრთელების საქმეში, გარკვეულ წლებში აქ იყო გახსნილი მალარიით დაავადებულთა პუნქტი. 1941-1945წწ. სანატორიუმი სამხედრო ჰოსპიტლის ფუნქციას ასრულებდა. შენობამ შეიფარა ჯერ აფხაზეთიდან (1993 წ.), შემდეგ კი სამაჩაბლოდან ლტოლვილები (2008 წ.). გუშინ ამ ისტორიულ შენობაში ხანძარი გაჩნდა.'' - წერის სამუზეუმო გაერთიანება.
რა იგეგმება
ყოფილი სანატორიუმის ადგილას ახალი კომპლექის მშენებლობა იგეგმება. მესაკუთრეა კომპანია ,,პარკ ჰოტელი''. კომპანიის წარმომადგენლებმა 2022 წელს ხაშურის საკრებულოს წარუდგინეს გენერალური გეგმა, თუ როგორი იქნება მომავალში სანატორიუმის ტერიტორია. როდის დაიწყება მშენებლობა, ამ ეტაპზე, უცნობია.
გენგეგმაში ვკითხულობთ:
,,მიწის ნაკვეთზე საბჭოთა საქართველოს პერიოდში მდებარეობდა სანატორიუმი. ტეროტორიასთან მისვლა ხდება თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალური გზიდან, რომელიც დაახლოებით 450 მეტრის მანძილით არის დაშორებული. ტერიტორიას ჩრდილოეთით ესაზღვრება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყის მასივი, სამხრეთით - კერძო საკუთრებაში არსებული დასახლება და მაგისტრალური გზა. ტრიტორიის დასავლეთით მდებარეობს იგივე მესაკუთრის ფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლების განვითარება დაგეგმილია ამავე საკადატროს განვითარების მიხედვით და განიხილება, როგორც ერთიანი კომპლექსის შემადგენელი ნაწილები
გენგეგმით დადგენილი პარამეტრების ათვისება ხდება არასრულად, რაც იძლევა საშუალებას მაქსიმალურად შევინარჩუნოთ როგორც ბუნებრივი გარემო, ისე განმჭიდროებული ტერიტორიის სტატუსი. საპროექტო ტერიტორია მოიცავს 30 511 მ2 მიწის ნაკვეთს, რომელზეც მდებარეობს როგორც წიწვოვანი ასევე ფოთლოვანი მრავალწლოვანი ხეები. პროექტირების სტადიაზე დაგეგმილია მათი შენარჩუნება და შემდგომში გამდიდრება ახალი ხე - მცენარეებით.
ტერიტორიის განვითარება დაგეგმილია დახურული სასტუმრო კომპლექსის ფუნქციით, რომელშიც განთავსებული იქნება როგორც დასასვენებელი ისე სპორტულ -გამაჯანსაღებელი აქტივობების შენობები.
საპროექტო განვითარების პირველ ეტაპზე დაგეგმილია 11 ნომრიანი სასტუმრო შენობის განთავსება, რომლიც განთავსდება ნაკვეთის დასავლეთ ნაწილში და მოიცავს ტერიტორიის დაახლოებით 850 მ2-ს. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია 30-60 მ2 კოტეჯების განთავსება ტერიტორიის ჩრდილო დასავლეთ და სამხრეთ დასავლეთ ნაწილებში ასევე ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილებში. მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ საზღვარზე კი დაგეგმილია დიდი ზომის მრავალფუნქციური სასტურმო 100 ნომერზე, რომელიც მიწის 3500 მ2-ზე განთავსდება. ჯამში ორი შენობის საერთო ფართობი შეადგენს 10 000 მ2-ს. ასევე გათვალისწინებულია საცურაო აუზის, ღია სპორტული მოდინებისა და ბავშთა გასართობი სივრცის მოწყობა ტეიროტიის ცენტრალურ ნაწილში.
საპროექტო ტერიტორიაზე დაგეგმილია-იანი გზის მოწყობა, რომელზეც ივლიან მხოლოდ სასტუმროს საკუთრებაშ არსებული ელექტრომობილებით და ტერიტორიაზე არ მოხდება სხვა ტიპის ტრანსპორტი კომპლექსის დასრულების შემდგომ. თუმცა გდგ-ს ამ ეტაპზე გათვალისწინებულია პარკინგი 20 ავტომობილზე, რომელიც განთავსდება ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში. საბოლოოდ დაგეგმილია პარიკირების გადატანა და განთავდება საპროექტო ტერიტორიის მომიჯნავე ნაკვეთზე''

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани