Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
წარმატებული და წარუმატებელი ოჯახები ანუ ფუნქციური და დისფუნქციური / ფსიქოლოგი თემურ სამხარაძე
ბედნიერი ოჯახი ყველაზე ძვირადღირებულია ამ სამყაროში და მას არაფერი
აღემატება. დაოჯახებიდან მალევე გავაცნობიერე, რომ ასრებობს
ფასეულობები, ღირებულებები, გამოწვევები, მიღწევები, წარუმატებლობები,
გამარჯვებები, რომლებიც ოჯახმა ერთობით უნდა გაიაროს, გადალახოს
და მიაღწიოს საერთო ძალისხმევით გამარვებას. ეს ერთგვარი ციკლია
რომელსაც ყველა ოჯახი გადის.
ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბრძოლაში ოჯახში ერთობის შენარჩუნებაა. "ქმარი ყოველთვის მართალია, ცოლი კი არასოდეს ცდება." - ამ ფრაზას ფსიქოკონსულტირების პროცესში ხშირად ვიყენებ, უნდა ნახოთ წყვილების რეაქცია როგორია. ერთ წუთში ჩაფიქრდებიან, თვალები გაუფართოვდებათ, მერე სახეზე ცოტა ბრაზიანი სევდა მოერევათ, მერე შემომხედავენ და იღიმებიან. განცდა მრჩება ხოლმე, რომ სათქმელს მიმიხვდნენ.
მნიშვნელოვანია, რეალურად დავაფასოთ ჩვენი ოჯახი, ყველა ოჯახის წევრი, გავიგოთ რეალური შინაარსი ოჯახისა და რაღა თქმა უნდა ფასი / ღირებულება. ეს პირველი სოციალური ინტიტუტია, სადაც გვმართებს ჩვენ სწორად, ჯანსაღად ფუნქციონირება, სადაც არის მოვალეობები, პასუხისმგებლობები და მათი სწორად შესრულება უდიდესი ბედნიერების მომტანია ადამიანისთვის. მცირე მისიები, რაც ოჯახს აცოცხლეს და დიდ მისიამდე და მიზნამდე მიყავს, სწორდეს ეს გამოწვევებია, რასაც ოჯახი პერიოდულად აწყდება. ფსიქოთერაპიაში ოჯახი განიხილება, როგორც ერთი მთლიანობა. ოჯახის ყველა წევრის ერთიანობა აღემატება მათგან აღებულ მხოლოდ ერთ წევრს, ამით იმის თქმა მინდა, რომ ოჯახში ერთიანობა ფასდაუდებელია.
ფსიქოთერაპიაში ძირითადად ორი ტიპის ოჯახს ვაწყდებით. ეს არის ფუნქციური და დისფუნქციური ოჯახი. ფსიქოკონსულტირების პროცესში მარტივია გაარკვიო, რომელი ტიპის ოჯახს განეკუთვნება პაციენი / კლიენტი.
იცი, ფუნქციური ოჯახი რით განსხვავდება დისფუნქციურ იგივე წარუმატებელი ოჯახისგან? ფუნქციური ოჯახში ყველა ცნობს და აღიარებს ერთმანეთს, გამოხატულია პატივისცემა და სიყვარული. წარმატებული ანუ ფუნქციური ოჯახი კონსტრუქციულად წყვეტს გარე და შიდა პრობლემებს, უმკლავდება ოჯახის ფუნქციებს - რეპროდუქციულს, საყოფაცხოვრებოს, სოციალურს, სულიერს და ა.შ.
ფუნქციურ ოჯახში წევრები აღიარებენ ერთმანეთს და თითოეულის უნიკალურობას; ერთმანეთის მხარდაჭერა პრიორიტეტია, ნდობა, გულრწფელობა და გახსნილობა პირველ ადგილზეა! შიდა კომუნიკაცია ოჯახის წევრებს სორის იდეალურად მიმდინარეობს! თითოეულ წევრს ეკისრება საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ოჯახის მიმართ; ერთად დასვენბა და მხიარულება წარმატებული ოჯახისთვის პრიორიტეტია, ტრადიციები და რიტუალები შენარჩუნებული და დაცულია. დაცულია პირადი ცხოვრების უფლება (პირადი სივრცის არსებობა.
- გასააზრებელია ის ფაქტი რომ ფუნქციური ანუ წარმატებული ოჯახი ხელს უწყობს თითოეული წევრის "ფსიქოლოგიური იმუნიტეტის" გაძლიერებას , რაც მნიშვნელოვანია პიროვნული, ოჯახური და ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევისთვის.
საფიქრელად: ,,ჩვენ შეგვიძლია გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება იმის გამოსწორებაზე, რაც ცვალებადია და ვიპოვოთ საუკეთესო გზები თანაარსებობისა იმასთან, რაც არ შეიძლება შეიცვალოს ანუ მოვახდინოთ ადაპტაცია ან დამოკიდებულების შეცვლა."
ფუნქციურ ოჯახში აღზრდილი ბავშვები არიან: ემოციურად გაწონასწორებულები, მხიარულები, დომინანტურები, შეგრძნებების მაძიებლები, გაბედულები, სიცოცხლისუნარიანიები, მოწესრიგებულები, პასუხისმგებლობით აღსავსენი. და ა.შ
ზრდასრულები კი გამოირჩევიან: შემოქმედებითობით, მოწესრიგებულობით, მიმტევებლობით, ორგანიზებულობით, მაღალი სოციალური უნარებით,გულთბილობით, მეგობრულობით, განსხვავებული აზრის პატივისცემით, შრომისმოყვარეობით და ა.შ
როცა შეხვალ ოჯახში, მარტივი აღსაქმელია, იგრძნოთ პრობლემური ოჯახის ატმოსფერო. იმედისგან დაცლილი, მომავლის რწმენა დაკარგული. ისეა, თითქოს, ბედნიერება და სიყვარული ვიღაცამ მოიპარა ან გააქრო. ხანდახან სიცივეს ვგრძნობ, თითქოს ყველა სიცივეში იყოს, თითქოს ყველა ძალიან მოწყენილია. სახეზე ღიმილი ძალიან იშვიათია.
დისფუნქციური ოჯახში არის გაუმიჯნავი ფუნქცია მოვალეობები, ოჯახში არ არსებობს წესები, რომლებსაც წევრები ითვალიწინებენ. არაჯანსაღი დამოკიდებულება და მიჯაჭულობა ერთამენეთის მიმართ, არეული როლებით, დარღვეული უფლებებით, ოჯახის წევრებს შორის ემოციური დისბალანსია, დარღვეულია პიროვნული საზღვრები, ხდება ოჯახის რომელიმე წევრის ამოჩემება და დაბულინგება. ოჯახი წევრების ქაოსური ფუნქციონირებით დისფუნქციურია, რაც იწვევს მთლიანი სისტემის მწყობრიდან გამოყვანას, ეს მოვლენა კი პირადპირ პროპორციულად აისახება ოჯახის ყველა წევრზე.
ადამიანებს გვავიწყდება, რომ სწორი კომუნიკაცია ურთიერთობაში იგივეა, რაც სუნთქვა ცხოვრებაში. "ფსიქოლოგიური იმუნიტეტი" თითქმის გამქრალია წარუმატებელ ოჯახში და უმნიშვნელო, ცხოვრებისეულ თუ პიროვნულ სირთულეების გამკლავება უჭირს ოჯახის წევრს.
დისფუნქციურ ოჯახში ბავშვები და მოზარდები ბავშვები ხშირად არიან: მოავადეები, მშიშარები, მორცხვები, მოღუშულები, აგრესიულები, იმპულსურები, მშფოთვარე, დაძაბულები, მწირი ინტერესებით, გაურკვეველი სურვილებით, დაბალი თვითშეფასებით; მოუწესრიგებლები, დაბალი მოტივაციებით, ჯიუტები, ცივები.
მოზარდები - ჩაკეტილები, აღრეული კავშირებით, ემოციურად ლაბილურები, დაძაბულები, გულგრილები, ქაოტურები არაორგანიზებულები, დაბალი პასუხისმგებლობებით, ჯიბრიანები, გულღვარძლიანები, სასტიკები.
და როგორ ახერხებენ ეს ადამიანები ასეთ ატმოსფეროში გადარჩენას ? - ზოგიერთ ოჯახში ადამიანები უბრალოდ გაურბიან ერთმანეთს: ისინი იმდენად არიან ჩაძირულნი თავიანთ საქმეში ან სახლის გარეთ, რომ ნაკლებად და ნაკლებად ურთიერთობენ საყვარელ ადამიანებთან. ფორმულა მარტივია - იცხოვრო ვინმესთან ერთ ჭერქვეშ და დღეების განმავლობაში არ ნახოთ ერთმანეთი.
თუ თქვენ თქვენს ოჯახში მსგავს სიტუაციებს შეამჩნევთ, რაც ზემოთ აღვწერე დუსფუნქციური ოჯახის პარამეტრებთან მიმართებაში, სასურველი იქნება, ეწვიოთ ფსიქოლოგს / ფსიქოთერაპევტს კონსულტირების მიზნით.... ოჯახის სიძლიერე, ისევე როგორც ჯარის ძალა, მდგომარეობს ერთმანეთის სიყვარულში, ოჯახის ერთგულებაში, და პატივისცემით მოპყრობაში"
ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი, ტრენერი, მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი, არტთერაპევტი - თემურ სამხარაძე

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани