Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ხაშურელი მამაკაცი 1000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ მ.ლ.-ს მოსამართლე დავით მაკარაძემ
წინასწარი პატიმრობა 1000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
ხაშურში, ცოლ-ქმარს შორის მომხდარ ძალადობის ფაქტზე, წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართა. პროკურორმა ოთარ დოხნაძემ ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვება მოითხოვა, რადგან ჩათვალა, რომ მ.ლ. ისევ ჩაიდენდა ძალადობრივ ქმედებას მეუღლის მიმართ.
„დანაშაული ჩადენილი იყო გენდერული ნიშნით. ბრალდებული იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, რა დროსაც მის მეუღლეს მიაყენა ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა. ამიტომ, საქმეს სპეციფიკიდა და ხასიათიდან გამომდინარე ვითხოვთ, აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა დარჩეს ძალაში“ - აღნიშნა ოთარ დოხნაძე.
ბრალდებულის ადვოკატმა მარიამ ინდუაშვილმა განაცხადა, რომ დაცვის მხარემ პროკურატურის მტკიცებულებები უდაოდ ცნო და ბრალდებულმაც მის მიერ ჩადენილი დანაშაული აღიარა და მოინანია, ამიტომ არ არსებობს არც მოწმეზე ზემოქმედების და არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
„ბატონო მოსამართლე, უნდა აღვნიშნო, რომ ბრალდებული მ.ლ. არის მრავალშვილიანი მამა. მისი ორი შვილი, მცირეწლოვნები არიან. როდესაც მისი მეუღლე საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავად უვლიდა პატარა ბავშვებს. აგრეთვე ხელთ მაქვს მისი მეუღლის მიერ, ნოტარიულად დამოწმებული წერილი, სადაც აღნიშნავს, რომ მისი ქმრის მიმართ პრეტენზიები არ აქვს და კონფლიქტი ამოწურულია. ეს არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პირველი დანაშაულებრივი ქმედება, რასაც ძალიან ნანობს. ამიტომ გთხოვთ პატიმრობა ნაკლებად მძიმე სასჯელით შეიცვალოს და აღკვეთი ღონისძიების სახით, მის მიმართ განისაზღვროს 1000 ლარიანი გირაო“ - აღნიშნა ადვოკატმა მარიამ ინდუაშვილმა.
მოსამართლე დავით მაკარაძემ აღნიშნა, რომ ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და შესაძლოა მას ბრალი დაუმძიმდეს, რის გამოც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მის მიმართ, სასჯელის სახით გამოყენებულ იქნას პატიმრობა.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани