Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
გორში მოსწავლეთა ტრანსპორტირების ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მუშაობაზე უარი განაცხადა
სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, 2023 წლის 8 სექტემბერს,
ინდმეწარმე მაია აბშილავა გორის მერიას ატყობინებს, რომ მას არ
შეუძლია მოემსახუროს გორის მუნციპალიტეტში მცხოვრებ მოსწავლეებს.
როგორც აბშილავას წერილით ირკვევა, მას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა საზღვარგარეთ:
,,მიმდინარეობდა ტენდერისათვის მზადება, რათა შეუფერხებლად დაწყებულიყო პროცესი, თუმცა მოულოდნელად დამჭირდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უცხოეთში, კერძოდ კი ავსტრიაში, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან და დროის თვალსაზრისით, ხანგრძლივ ოპერაციულ და თერაპიულ მკურნალობასთან აღმოჩნდა დაკავშირებული. ამ შემთხვევის გათვალისწინებით, აღნიშნული ტენდერის ორგანიზებას, სამწუხაროდ ვერ შევძლებ. გთხოვთ, საპატიოდ მიიღოთ ზემოთ აღწერილი მოცემულობა და შევწყვიტოთ გორის მუნიციპალიტეტსა და ჩემს, მაია აბშილავას შორის დადებული ხელშეკრულება.'' - წერს მაია აბშილავა 2023 წლის 8 სექტემბრის წერილში.
გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წერილით, რომელიც 2023 წლის 12 სექტემბრით თარიღდება, ცნობილი ხდება, რომ მაია აბშილავა 13 220 ლარით დაჯარიმდა. ტენდერში აბშლავამ 660 000 ლარით გაიმარჯვა. მისი კონკურენტი იყო გორის ერთ-ერთი გადაზიდვების კომპანია ,,ბუქო 777''. ამ უკანასკნელმა 669 000 ლარი მიუთითა და დამარცხდა.
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე, ავანსის სახით, მას არც ერთი თანხა არა აქვს მიღებული. ვლადიმერ ხინეგაშვილმა პირგასამტეხელო მოითხოვა თიბისი ბანკისგან. იმის გამო, რომ 5 დღის ვადაში არ იყო გადახდილი პირგასამტეხელო, ხინჩეგაშვილმა 12 სექტემბერს ასეთი შინაარსის წერილი მისწრეა თიბისი ბანკს:
,,წინამდებარე უპირობო გარანტიის მიხედვით, "გარანტმა" აიღო უპირობო და გამოუთხოვადი ვალდებულება, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, "ბენეფიციარის" (გორის მუნიციპალიტეტის მერია) წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე, მაგრამ, არა უგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში, გადაეხადა გარანტიაში მითითებული თანხა. გაცნობებთ, რომ "პრინციპალის" მიერ დარღვეული იქნა მასსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #88 ხელშეკრულება. კერძოდ, მიმწოდებელმა უარი განაცხადა მომსახურების გაწევაზე. გთხოვთ, საბანკო გარანტიის შესაბამისად, უზრუნველყოთ 13 220 ლარის ჩარიცხვა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიშის ნომერზე.''- წერია ხინჩეგაშვილის წერილში.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირებას, როგორც წინა წლებში, ამჯერად კომპანია ,,ბუქო 777'' განახორციელებს. მერია მასთან გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ხელშეკრულებას აფორმებს.
,,ბუქო 777'' მიიღებს ნახევარმილიონ ლარს და მომსახურებას 2023 წლის 31 დეკემბრამდე გასწევს.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани