Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
გორში შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა
გორში საქართველოს სახალხო არტისტისა და გორის ქალთა გუნდის დამაარსებლის შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა.

ვარსკვლავის გახსნას წინ გორის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი უძღოდა. ფესტივალის დასკვნით საღამოს შალვა მოსიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

სტუმრებმა თეატრის ფოიეში შალვა მოსიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს. საღამოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ფესტივალი, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებითა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, გაიმართა.

მონაწილეობდნენ და მუსიკალურად აფორმებდნენ შალვა მოსიძის მოსწავლეები, კერძოდ: საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი (ქორმაისტერი სვიმონ ჯანგულაშვილი), გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა (ქორმაისტერი ზვიად ბოლქვაძე), გორის ქალთა კამერული გუნდი (ქორმაისტერი თეონა ცირამუა) და გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი (ხელმძღვანელი ნინო წიკლაური).

შალვა მოსიძე 1967 წლიდან გორის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა. მან 1970 წელს გორის ქალთა გუნდი დააარსა. ის არის საგუნდო დირიჟორი, ქორმაისტერი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუს-პროფესორი. მიღებული აქვს შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის პრემიები, ღირსების ორდენი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი და სხვა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020