Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
архив
|
ახალი ამბები
მდინარე ტანის გასწვრივ ხეობა ვიწროვდება. გზაც უფრო ახლოს მიუყვება წყალს. მთის ფერდობის ძირში გზა ხეების ქვეშ გადის.
ხეებში ჩაკარგულ გზის მოსახვევში 11 წლის მოზარდი დიდ ქვაზე ჩამომჯდარიყო. ერთი შეხედვით ხეობაში უცხო მანქანის გამოჩენა არ გაჰკვირვებია. არც იმის მოლოდინში იყო, რომ ვინმე მათ სოფელში მიდიოდა. ამიტომაც, საქონლის მიტოვება არც უფიქრია, რომელიც შორიახლოს ძოვდა.
ავტომანქანა ერთადერთ საცალფეხო ხიდთან გავაჩერეთ, რომელიც მდინარე ტანაზეა გაკეთებული და გაგლოანთ უბნამდე მივყავართ.
სოფელში 87 წლის ლოვა გაგლოშვილი, მისი მეუღლე და მათი 3 შვილი თავიანთი ოჯახებით ცხოვრობენ. ჯამში -3 ოჯახი.
- კი მაგრამ, აბრა რომ დგას, იმის შემდეგ ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ და ის რა დასახლებებია? ისინი არ შედის თქვენს სოფელში? - ვკითხეთ მასპინძლებს.
- პირველი რაც შეგხვდათ, ეგ სოფელი ხაბალაანია, წარეტაანთ უბანსაც ეძახდნენ, მაგრამ ხაბალაანთ უბანია. ჩვენ ასე ვეძახდით. გაგლოანთ უბანი ეს არის, სადაც თქვენ ხართ“ - გვითხრა ლოვა გაგლოშვილმა.
- აბა, გაგლოანთ უბანი საიდან იწყება? - ჩავეკითხეთ.
- ხიდი ხომ შეგხვდათ? აი, სანამ მაგ ხიდამდე მოხვალთ, მანდ ერთი სახლი ხომ დაინახეთ? მანდ ცხოვრობს ჩემი ბიჭი. მერე მაგათ გვერდით რომ სახლია, ეგენი ბარიდან არიან. ზამთარში არ რჩებიან ხოლმე“.
ლოვას ბიჭის ტარიელის ოჯახი ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც გაგლოანთ უბანში დენი 2013 წელს გაიყვანეს. მანამდე წლების განმავლობაში სოფელი უშუქოდ იყო. მაშინდელმა რაიონის გამგებელმა დავით ონიაშვილმა ტარიელის ოჯახში ჟურნალისტებიც მიიყვანა. გაგლოშვილებში ეს ამბავი საზეიმოდ აღინიშნა. 10 წლის წინ სუფრას ლოვა გაგლოშვილი უძღვებოდა:
- შენ მახსოვხარ, იყავი მაშინაც ამოსული, ხომ ეგრეა?“ - გვითხრა ლოვამ.
მდინარის პირიდან ნიკაც ამოვიდა. პაპას უთხრა, საქონელი ნელ-ნელა აქეთ, სახლისკენ მოდისო.
- იყვნენ ჯერ, ძოვონ, ადრეა“- უთხრა პაპამ.
ლოვამ და მისმა მეუღლემ ელენამ ჯერ გამოგვკითხეს, სადაურები ვიყავით, რა გვარის ხალხი ვართ და ა.შ. შემდეგ გვითხრეს, რომ დილიდან შრომაში არიან და ბაღში კარტოფილს იღებდნენ.
,,მთელი ცხოვრება ვშრომობთ, ვეწვალებით.17 წლის ვიყავი, აქ რომ ჩამოვედი. მე გუჯარეთიდან ვართ, სოფელ ხინტურიდან. როცა გავთხოვდი, აქ არაფერი ჰქონდათ. ობლები იყვნენ ჩემი მეუღლე და მისი დედმამიშვილები. აბა, მარტოხელა დედამისს რა შეეძლო? მთელი ცხოვრება ასე ვეწვალე და მოვიპოვე ცხოვრება... იმიტომაც მოვიკუნტე!“ - გვიყვება ელენა მაყიშვილი.
ელენას მალევე მოაწვა ცრემლი თვალზე. საგანგებოდ მოწყობილ სკამზე ჩამოჯდა...
- რამდენი წელია, რაც აქ შრომობთ? - ვკითხეთ ელენას.
- 66 წელია აქ ვარ. იქ ვინც დავტოვე, გუჯარეთის ხეობაში, ისინიც წავიდნენ იქიდან. 9 სოფელი იყო იქ და ერთი კაცი არ დატოვეს ადგილზე. ყველა წავიდა და გააქციეს. ჩემებიც წავიდნენ““ - გვითხრა ელენამ.
- მოდი, სკამს გამოგიტანთ, თუ რამ გაინტერესებთ, აი ლოვა მოგიყვებათ“ თქვა ელენამ და საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ლოვა ისედაც ერთვებოდა საუბარში და ძალიან უნდოდა, თავად ესაუბრა სოფელზე და სოფლის პრობლემებზე.
- იმას ვნატრობ, ისევ ისეთი ჯეელი ვიყო, როცა თიბვა მიყვარდა, საქონელი, ცხვარი... ოჰ, ცხვარი ძალიან მაგარია. ვენაცვალე ცხვარს. იმდენი ცხვარი მყავდა, სკოლას დავანებე თავი და საქონელში ვიყავი“ - ამბობს ლოვა.
ნიკა დიდი ხნით ვერ გაჩერდა ერთ ადგილზე. წავალ ისევ საქონელთა გავიქცევიო. საქონელს უკვე კარგა მანძილი გამოევლო და სოფელს მოუახლოვდნენ.
,,სკოლიდან რომ მოვდივარ, ჯერ ვსადილობ, შემდეგ საქონელს უნდა მივხედო, მერე დავალებები დავწერო. გასართობი არაფერია. ბურთი ერთი წელია აღარ მაქვს. გასართობად ჩემ ბიძაშვილთან ჩავდივარ ხოლმე, მაგრამ 18 წლისაა. სკოლაში ორი კლასელი მყავს“ - გვითხრა ნიკამ.
ნიკას სურს, რომ მხატვარი გამოვიდეს. ხშირად ხატავს სახლს, ეზოს, სოფელს, ცხოველებს. ჩვენც დაგვიხატა ბურთით მოთამაშე ბიჭუნა.
მომდევნო დღეს ბოშურის სკოლას ვესტუმრეთ, სადაც 42 მოსწავლე სწავლობს. აქედან 16 მოსწავლე ბობნევიდან დადის, 15 – ლევიტანიდან და ზემო ბოშურიდან. ერთი მოსწავლე გაგლოანთ უბნიდან.
გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, რომ სასკოლო და ზოგადად სოფლების ინფრასტრუქტურა ნელ-ნელა ვითარდება, რაც საშუალებას მისცემს ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ადგილზე დასამაგრებლად.
,,სკოლას ძალიან კარგი კოლექტივი ჰყავს პედაგოგების. რაც მათ უფლებებში შედის, ყველაფერს გააკეთებენ მოსწავლეებისთვის““ - გვითხრა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.
ქვემო ბოშურის სკოლის ეზოში მოედანი არ დაგვხვდა, მაგრამ როგორც სკოლის წარმომადგენელმა გვითხრა, დარბაზი ბავშვებს შენობაში აქვთ. ასევე, შენობის ფოიეში ტენისის მაგიდა დავინახეთ, სადაც ბავშვები შესვენების დროს თამაშობენ. მინი სტადიონი სოფლის შესასვლელში, სკოლიდან მოშორებითაა. ის ბავშვები კი, რომლებიც მეზობელი სოფლებიდან დადიან, მიკროავტობუსით სკოლიდან 7 გაკვეთილის შემდეგ მიჰყავთ – 14 საათზე.
,,მხატვარი მინდა გამოვიდე“ – ნიკა გაგლოშვილი ერთადერთი მოსწავლე გაგლოანთ უბნიდან /VIDEO/

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани