Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ხაშურის ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალის წამების საქმეზე განაჩენი გამოაცხადეს
4 პირს, რომლებმაც ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყოფილი ფაბრიკის შენობაში ახალგაზრდა ქალი სასტიკად აწამეს, სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

განაჩენის მიხედვით, დაზარალებულის წამების, ცემისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, ერთ მათგანს 9 წელი და 6 თვე, ორ ბრალდებულს - 8 წელი, ხოლო მეოთხე ბრალდებულს - დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 3 წელი განუსაზღვრეს. მსჯავრდებულები არიან იგივე სქესის ადამიანები. ყველა მათგანი ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა.

განაჩენამდე საქმეს ნაფიცი მსაჯულები იხილავდნენ, თუმცა მოგვიანებით, ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულებზე უარი თქვეს.

პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის განცხადებით, 2020 წლის 15 მაისს, ღამის საათებში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გადაწყვიტა დაზარალებულის წამება ეჭვიანობის ნიადაგზე. თანამზრახველებთან ერთად წაიყვანეს სოფელ ოსიაურის სიახლოვეს, ყოფილი ფაბრიკის შენობაში:

,,ბრალდებულმა დაზარალებული გაიყვანა სხვა ოთახში, სადაც ასევე შევიდა სამი ბრალდებული. მისი მითითების შესაბამისად, გადაწყვიტეს ქალის დასჯა'' - განაცხადა პროკურორმა.

მან აღწერა დეტალურად, თუ რა მეთოდები გამოიყენეს ბრალდებულებმა პირის დასასჯელად, შემდეგ კი - ფოტოები გადაუღეს.

,,ძლიერი ფიზიკური ტკივილის, მორალური და ფსიქიკური ტანჯვის მისაყენებლად დაუწყო უმოწყალოდ ცემა, კერძოდ, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა ხელითა და ფეხით სახის არეში, ხოლო შემდეგ დაზიანებებს აყენებდა სპორტული ფეხსაცმლითა და ქამრით. მას შემდეგ, რაც დაიღალა ცემით, იქ მყოფ პირებს მოუწოდა დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისაკენ.'' - განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, ორი სხვა ბრალდებული, რომლებიც მანამდე ხალისობდნენ მომხდარის გამო და დასცინოდნენ, გადაწყვიტეს ჯგუფურად განეგრძოთ მისი წამება.

,,ერთ-ერთმა მათგანმა სპორტული ფეხსაცმელი ორჯერ დაარტყა სახეში, ხოლო მეორემ ჯერ ხელი, ხოლო შემდეგ ლანგარი დაარტყა სახის არეში, რომელმაც ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვასთან ერთად კვლავ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.'' - აღნიშნა პროკურორმა.

მთვარი ბრალმდებლის ინფორმაციით, წამება განაგრძეს ანთებული სიგარეტით:

,,წამება განაგრძო ანთებული სიგარეტის ღერებით, ხოლო მას შემდეგ, რაც სიგარეტი გაუთავდა - ასანთის ანთებული ღერებით. კიდევ უფრო მეტი მორალური და ფსიქიკური ტანჯვის მისაყენებლად'' - განაცხადა პროკურორმა.

ამის შემდეგ, პროკურორის ცნობით, უნებართვოდ შეაღწიეს დაზარალებულის სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონში:

,,ამ ტელეფონით გადაუღო მას ფოტოები და ვიდეო, ამასთან "ფეისბუკის" აპლიკაცია "მესენჯერის" მეშვეობით დაზარალებულის სახელით გაუგზავნეს სხვა პირს'' - აღნიშნა პროკურორმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020