Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
,,მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს ავტომანქანის ბორბლების მიმართულებით'' - КГБ-ს ვერსია კირბალში მომხდარ ფაქტზე
დე - ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის, კაგებეს ცნობით,
რუსეთის სამხედროებმა კირბალში მცხოვრებ მოქალაქეებს იმ დროს ესროლეს,
როდესაც ავტომანქანით ცდილობდნენ ტერიტორიის დატოვებას.
ამის შესახებ კაგებეს განცხადებიაშია აღნიშნული. განცხადების მიხედვით, ,,საზღვრის დამრღვევები'' ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე ნახეს.
"დაკავების მცდელობისას მათ გასწიეს წინააღმდეგობა, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. წინააღმდეგობის გაწევისას საზღვრის დამრღვევებმა ნაჯახი გამოიყენეს, მოგვიანებით მანქანით დაჯახება, შემდგომ კი - გაქცევა სცადეს", - ნათქვამია კგბ-ს განცხადებაში.
კაგებეს ცნობით, ამ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად, მესაზღვრეებმა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში მოახდინეს.
,,კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის შემდეგ, ცეცხლი გახსნეს მანქანის ბორბლების მიმართულებით. შედეგად, ერთ-ერთი დამრღვევი მძიმედ დაშავდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის საქართველოში გადაიყვანეს, მეორე კი დააკავეს.'' - აღნიშნულია კაგებეს განცხადებაში.
,,ცეცხლი ესროლეს მშვიდობიან მოქალაქეს. ჩვენ მოვითხოვეთ იმ პირების დასჯა, ვინც ეს მკვლელობა ჩაიდინა. ახლა მთავარი ამოცანააა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული მეორე პიროვნება. როგორც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გვითხრეს, ის არ არის დაჭრილი და არ აღენიშნება დაზიანებები. '' - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.
ის ერგნეთში იმყოფებოდა, სადაც გვიან საღამოს ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. ერგნეთში საქართველოს, რუსეთისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები შეხვდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მეორე პიროვნების, დაკავებული ლევან დოთიაშვილის გათავისუფლებისთვის, რომელიც არის ,,ოქროს მოწმე'' და რომლის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია.
ანთიძემ თქვა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ მომხდარი ფაქტი ობიექტურად იქნება გამოძიებული.
რა რეაგირება მოახდინეს რუსეთის სამხედროებმა მას შემდეგ, როდესაც კირბალელ თამარ გინტურს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს, ანთიძემ განაცხადა, რომ სროლის შემდეგ რუსეთის სამხედროებმა გაააქტიურეს ცხელი ხაზი. როდესაც იქ გორიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. მოქალაქე უკვე გარდაცვლილი იყო. ანთიძე აზუსტებს, რომ იქ მისასვლელად ბრიგადას დაჭირდებოდა დაახლოებით 30-40 წუთი.
სოფელ კირბალში მერის წარმომადგენლის, დავით ცერცვაძის თქმით, ადგილობრივი მკვიდნი იმყოფებოდნენ სასაფლაოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი, სანთლების დასანთებად სალოცავისკენ წავიდნენ:
,,სანთლები უნდა დაენთოთ სალოცავში. ეკლესიაში ხალხი მაშინ მიდის ხოლმე, როდესაც მიცვალებულთა დღეა, ან რაიმე ქრისტიანული დღესასწაული. ცალკე ერთი ან ორი პიროვნება ვერ მიდის, არ უშვებენ'' - განაცხადა დავით ცერცვაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა.
,,რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყონებლივ მოითხოვეს ტექნიკური შეხვედრის გამართვა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. აღნიშნული წარმოადგენს ოკუპაციის ფარგლებში, რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაშაულებრივი ქმედების კიდევ ერთ საგანგაშო გამოვლინებას, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა დამნაშავე პირის დასჯას, ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხს განსაკუთრებული სიმკაცრით მოითხოვს ყველა საერთაშორისო ფორმატში.'' - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
ფაქტთან დაკავშირებით, ევროკავშირის მისიამ განცხადებაც გაავრცელა:
,,ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ადასტურებს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე მოხდა ინციდენტი, რომელმაც გამოიწვია საქართველოს მოქალაქის ტრაგიკულად გარდაცვალება. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახის და ახლობლების მიმართ. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით და გამოვთქვამთ ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას სროლის ინციდენტის გამო, რომელსაც მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება. რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა. მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავების გამოჩენისკენ და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას და ვმუშაობთ დაძაბულობის განმუხტვაზე, მათ შორის, სროლის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის აქტიური გამოყენების გზით.'' - აღნიშნულია მისიის განცხადებაში

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани