Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
,,ნამუშევრები 3D ორიგამის და ქვილინგის ტექნიკით'' - მარიამ კოპაძე ქარელიდან
მარიამ კოპაძე 17 წლისაა, ქარელის გიმნაზიის მე-12 კლასელია.
დაინტერესებულია 3D ორიგამის და ქვილინგის ტექნიკით. 2015 წლიდან
მუშაობს იაპონური ხელოვნების 3D ორიგამის ტექნიკაზე,
თვითნასწავლია.
გამოფენებზე მის ნამუშევრებს ბევრი გაოცებული ათვალიერებს, შემდეგ კი ამ ნამუშევრების შექმნის დეტალებით ინტერესდებიან:
,,3D ორიგამის შესაქმნელად გვჭირდება მხოლოდ ფერადი ფურცლები, ეს ტექნიკა არც თუ ისე პოპულარული სფეროა საქართველოში, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არ არის ცნობილი ამ დარგის შესახებ. გამოფენებზე ბევრი გაოცებული ათვალიერებს და ნამუშევრების შექმნის დეტალებით ინტერესდება. რამდენიმე გამოფენა მქონდა და მომავალშიც, რა თქმა უნდა, უამრავი მაქვს გეგმაში''. - გვეუბნება მარიამი და ასევე ქვილინგის ტექნიკაზე, რომლითაც დაახლოებით ერთი წელია, რაც დაინტერედა.
,,პირველად ყურძნის მტევნის დამზადება მოვინდომე და ბევრი ცდის შედეგად გამომივიდა. მაშინ გადავწყვიტე, რომ ამ ტექნიკის შესახებ მომეძიებინა, გამეგო უფრო მეტი და სხვა ნამუშევრებიც შემექმნა. ქვილინგის ზუსტი წარმომავლობა უცნობია, თუმცა ითვლება, რომ ძველ ეგვიპტეში მონაზვნები აქტიურად მუშაობდნენ ქვილინგის ტექნოლოგიით. ეს არის ერთგვარი თერაპია, რომელიც აძლიერებს ისეთ უნარებს, როგორებიცაა ნებისყოფა და გამძლეობა, ვცდილობ ყველა ნამუშევარში, ჩემი ემოცია ჩავდო.''. - გვიყვება მარიამი.
აღნიშნავს, რომ მუშაობის პროცესი საკმაოდ რთული, უცხო და ამავდროულად შრომატევადია.
,,ნამუშევრებს ჩემი ფანტაზიით ვქმნი, რაც მომდის თავში, იმის აწყობას ვცდილობ. ვფიქრობ, ყველაზე კარგად პორტრეტები გამომდის, მათზე დადებითი ემოციებიც ჩანს და უარყოფითიც.''
მარიამმა პირველად 3D ტექნიკით შესრულებული ნამუშევარი ნათესავის სახლში ნახა, მოეწონა, ფოტო გადაუღო და ინტერნეტში მოძებნა დაიწყო.
,,რა თქმა უნდა, თავიდან არ გამომივიდა, მაგრამ დანებების ნაცვლად გადავწყვიტე ბევრჯერ მეცადა და საკუთარი თავი განმევითარებინა. საკმაოდ ბევრი ღამე მაქვს მუშაობაში გათენებული. ნამუშევრებს ძირითადად ღამით ვქმნი, რადგან დღის განმავლობაში მომზადებების გამო დრო აღარ მრჩება, ვარ აბიტურიენტი და მინდა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, ასევე ვსწავლობ გრაფიკულ დიზაინს კურსებით. ხატვა ძალიან მიყვარს, ერთი წელია ქარელის სტუდიაში ,,RUSUDAN's Art Studio" დავდივარ, ხატვა მასწავლებელმა შემაყვარა და ვფიქრობ არასდროს მომბეზრდება.'' - ამბობს მარიამი.
მისი მთავარი მიზანია ბევრი ადამიანი დაინტერესდეს ამ ტექნიკების შესახებ: ,,სწავლის სურვილი ბევრს გამოუთქვამს, ამ ეტაპზე დროის გამო ვერ ვახერხებ, მაგრამ მომავალში აუცილებლად დავგეგმავ სწავლების გაკვეთილებსაც.''
ქვემოთ ფოტოგალერეა

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани