Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
გზა ტანის ხეობიდან მიდის, რომელიც ბოშური-ორმოციდან იწყება. ორი მდინარის – ტანისა და თეძმის ხეობების წყალგამყოფი დიდი მთის გადალახვის შემდეგ, გამოჩნდება თეთრი მთები, რომელსაც ტამის მთას უწოდებენ.
ამ მთებთან მთავრდება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია და იწყება წალკის მუნიციპალიტეტი.
ტამის მთების ძირში მდებარეობს სოფელი მღებრიანი. მის გარშემო კი უამრავი სოფლის ნასახლარია – სახორცე, ოქიანი, ქვემო მღებრიანი.. ნასახლარები მდინარე თეძმის სანაპიროზეა შეფენილი. ტამი – ტბაა, ულამაზესი ადგილი შიდა ქართლი. მასშტაბით მცირე, ბატეთის ტბასთან შედარებით, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი.
პატარა წერეთის ნასახლარის გავლის შემდეგ ცოტა ხანს შევისვენეთ. გვერდიდან ჭანჭახის მთები გვიყურებდა.
ძალიან დიდი ყოფილა თეძმის ხეობა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. ჩვენს წინ გადაშლილი მთების, მინდვრებისა და ტყეების ფონზე მდინარე მტკვრის ხეობა არაფრად მოგვეჩვენა. ვუყურებთ დათოვლილ ტამის მთას და ვფიქრობთ, კიდევ რამდენი მანძილი დაგვრჩა იქამდე მისასვლელად, სადაც ადამიანები ცხოვრობენ.
მძღოლი ქარელელია, გამოცდილი ძამის ხეობის გზებზე, თუმცა პირველად იყო თეძმის ხეობაში. როცა გაიგო, რომ ჟურნალისტები ვიყავით: ,,თქვენი გადაღებულია დუბი? თქვენ იყავით ფარიზეტასთან? თქვენ იყავით ტყემლოვანაში? რატომ არსად შემხვდით აქამდე მერე?" - კითხულობს გაოცებული. ჩვენ კი იმით ვართ გაოცებული, რომ ჩვენი ყველა რეპორტაჟი აქვს ნანახი, განსაკუთრებით ძამის ხეობაში მომზადებული.
ვიხსენებთ და ვსაუბრობთ თითოეულ გმირზე, ამჟამინდელ მდგომარეობაზე. ზოგი აღარც არის ცოცხალი. ვმსჯელობთ იმაზე, თუ რატომ სურთ ადამიანებს მთაში ცხოვრება და ბარიდან გაქცევა. ,,ხომ ხედავთ, რომ ამ ხალხს გადაკარგვა უნდა; მთაში უნდა ყოფნა და თქვენ კიდევ არ ასვენებთ" - გვითხრა ხუმრობით მან, თუმცა თვითონაც ძალიან აინტერესებდა, თუ რა ხდებოდა ტამის მთის ძირას.
,,ნეტავ, ვინ დაგვხვდება, ან როგორ? გამოგვივა ურთიერთობა მათთან თუ არა. ან გავიგებთ, როგორ ცხოვრობენ თუ არა და ა.შ. ეს იყო ჩვენი საფიქრალი. შუადღე იწურებოდა და ჯერ არც ვიყავით მისული მღებრიანში. ჯერ ერთ მთას შემოვუარეთ, მერე მეორეს და ასე გაგრძელდა რამდენიმე საათი. ტყიან გზაზე მონადირეთა მემორიალურ კუთხეს ჩავუარეთ, მივხვდით, რომ უკვე ახლოს ვიყავით სოფელთან. გავედით ტყიდან და მივადექით კლიკისჯვარს /კილიკესჯვარს/, უძველეს სალოცავს. ჩვენს წინ უშველებელი, თოვლიანი მთები წამოიმართა.
კლიკისჯვრიდან გზა სხვადასხვა მიმართულებით მიდის. მიმანიშნებელი აბრა არსად შეგვხვედრია. ამიტომ, გზის გასაგნებად ჯერ ერთი მიმართულებით წავედით, თუმცა ტყე დაგვხვდა. შემდეგ მეორე მიმართულებით, პირდაპირ ქვევით დავეშვით, თუმცა ხიდი არსად ჩანდა.
ბოლოს აღმოსავლეთით გავუყევით დახრამულ გზას. საბოლოოდ, თოვლით დაფარული სახლები გამოჩნდა.უფრო სწორად, სახლები არც ჩანდა, მაგრამ რაკი ყურადღებით ვიყავით, მივხვდით, რომ სოფელი იყო.
ერთ-ერთი ახლადაშენებული ერთსართულიანი სახლიდან მამაკაცი გამოვიდა და ხელით გვანიშნა გზის მიმართულება. დაიყვირა – ,,აქეთ წამოდითო". გაღმა მხარეს ექოსავით გაისმა ეს ხმა.
შევედით სოფელში. გავცდით ამ სახლს, თავდაპირველად, აგარაკი გვეგონა. გზაზე მამაკაცი დავინახეთ. გავესაუბრეთ. ფერმერი აღმოჩნდა, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფლიდან ჩამოსული.
,,აქაური ვინცაა, ერთი ჯუბოა, მაგრამ ოქიანში ცხოვრობს. მგონი წეღან აქ ტრიალებდა, სახორცისკენ ტრაქტორი მუშაობს გზაზე და იქ იქნება," - გვითხრა ფერმერმა.
ჯუბო აუცილებლად უნდა გვენახა – გადავწყვიტეთ. კიდევ ვინ ცხოვრობს აქ? - ვკითხეთ, ჩვენს პირველ შემხვედრს.
,,ტარიელა არ ნახეთ? მაგის სახლის წინ გამოიარეთ"
,,ტარიელი ვინაა, დასასვენებლადაა აქ? ჩვენ უფრო ადგილობრივები გვინდა, ვნახოთ"
,,აქ ერთი ოჯახი ცხოვრობს. დედა და შვილები არიან. აქაურები არ არიან, მაგრამ დიდი ხანია, რაც აქ არიან," - გვითხრა მან და გავეშურეთ ამ ოჯახისკენ.
სახლში 40 წლამდე ასაკის ქალი დაგვხვდა. გვითხრა, რომ ატენიდანაა. მისი მშობლები მწყემსები ყოფილან და დიდი ხნის წინ ამოვიდნენ ატენიდან მღებრიანში სამუშაოდ. იგი მწყემსების ოჯახშია გაზრდილი. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, ახლა თავად მუშაობს ერთ-ერთი ფერმაში. ჰყავს ორი შვილი. მისი ბავშვები ატენში სწავლობენ, თუმცა მღებრიანში ატარებენ დიდ დროს. დედამ უარი გვითხრა ინტერვიუზე – ძალიან მერიდება ტელევიზორში გამოჩენაო. მანაც ტარიელის ნახვა გვირჩია.
სხვა გზა აღარ დაგვრჩა, ბოლოს, წავედით ტარიელთან, იმას მაინც გვეტყვის, სად არის ჯუბო.
ტარიელის სახლთან რომ მივედით, მამაკაცმა დაძახებამდე შეგვამჩნია და ეზოდანვე გამოგვხედა. ტარიელი ჩვენი ნაცნობი აღმოჩნდა. ის დიდი ლიახვის ხეობიდანაა დევნილი, ცხოვრობს ვერხვების დევნილთა დასახლებაში, მუშაობდა გორის გამგეობის ინფრატრუქტურის სამსახურში და ახლა მღებრიანში დასახლდა.
,,ერთი წელია უკვე, რაც აქ ვარ. გორში ყველაფერს დავანებე თავი. ავაშენე ეს პატარა სახლი და სულ აქ ვარ," - გვითხრა ტარიელმა და შეგვიძღვა კოხტა და ლამაზ სახლში.
მან გვითხრა, რომ ადგილობრივებიდან თითქმის აღარავინ ცხოვრობს. თუმცა, არის ორი ადამიანი,რომლებიც დიდი ხანია მღებრიანში არიან – მაგალითად, ჯუბო ქერდიყოშვილი ბავშვობიდან ოქიანში ცხოვრობს. ხოლო ნიკო ქოქაშვილი, რომელიც წარმოშობით გაგლოანთუბნიდანაა, ბოშურიდან ამოვიდა.
ტარიელმა თავისი კერა დაგვათვალიერებინა. ახალი სახლი ცოტა სხვანაირად წარმოედგინა, თუმცა იმ ფინანსების პირობებში, რაც გააჩნდა, მადლიერია, რომ ასეთი მოხდენილი გამოვიდა ამ ლამაზ მხარეში.
გაიხსენა დიდი ლიახვის ხეობა, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ახლა უფრო მეტად დაფიქრდა იმ მოვლენებზე, რაც მოხდა 1990-იან წლებში და შემდეგ 2008 წელს.
,,რაც უფრო ასაკში შევედი, უფრო ვფიქრობ იმ სიტუაციაზე, რაც მოხდა, რა შეცდომებიც იქნა დაშვებული."" - ყვება ტარიელი. ახლა განსაკუთრებით ახსენდება ის მომენტი, როდესაც ჯერ კიდევ დიდი ლიახვის ხეობის სოფელ კეხვში ცხოვრობდა.
,,ჩვენთან სკოლა-ინტერნატი იყო, სადაც მთიდან ჩამოსული ოსი ბავშვები სწავლობდნენ, ასევე უდედმამო ბავშვები. მათთან ერთად ვიზრდებოდით. მერე აირია სიტუაცია, 1990-იან წლებში. ჩემი მეზობელიც კი მახსოვს, ელიძაროვების ოჯახი. ჩვენ შევუნახეთ ავეჯი და მერე გავუგზავნეთ. ახლაც არ ვიცი, სად არიან." - იხსენებს ბატონი ტარიელი.
მომავალი? როგორი წარმოუდგენიათ ადგილობრივებს მღებრიანის მომავალი? სადაც ასევე ეთნიკური ოსები ცხოვრობდნენ და ისინიც ჩრდილოეთ ოსეთში გაიხიზნენ.
,,ეს ტერიტორია წითელ ზონაში მოექცა. უცხოელები იყვნენ ჩამოსულები, გაგვესაუბრნენ. ძალიან კარგი, ბევრი პროექტი წამოვა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ასევე, ეკონომიკის სამინისტროდანაც იყვნენ, გვინდა, რომ მინიჰესი აშენდეს თეძამზე, რომ ადგილობრივებს მუდმივი დენი გვქონდეს," - გვიყვება ტარიელი.
თუ ეს ყველაფერი მოხდება და მღებრიანი აყვავდება, ტარიელი მაინც არ გადაიფიქრებს ლიახვის ხეობაში დაბრუნებას: ,,მე ვერაფერი შემაკავებს. იმედი მაქვს, რომ დავბრუნდებით ჩემს ხეობაში. იქაურობას ვერაფერი შემიცვლის,"" - ამბობს მასპინძელი.
ტარიელის წყალობით, ჯუბოს და ნიკოსაც შევხვდით. ფეხით მათთან ერთად წავედით ოქიანსა და ქვემო მღებრიანში.
მღებრიანი, ქვემო მღებრიანი და ოქიანი ერთმანეთთან საკმაო მანძილით არის დაშორებული. ტელეფონს მიღება არა აქვს, დენი მზის ბატარიებით აქვთ.
ჯუბო და ნიკო ტარიელის ხშირი სტუმრები არიან:,,ეგ არის ჩვენი მამამარჩენალი," - გვითხრა ჯუბომ.
ნიკო კი ცხენით დადის. მასაც საქონელი ჰყავს.
როგორც ჯუბომ გვითხრა, აქაურები ძირითადად საქონელს უვლიან, ხოლო ზაფხულში თიბავენ. ,,სხვა მეტი საქმე არ გვაქვს," - ამბობს ნიკო. ჯერ ქვემო მღებრიანი გავიარეთ, შემდეგ – ოქიანს მივაღწიეთ.
ოქიანში ორი ლამაზი და დიდი სახლი დგას. აქ ხშირად ისვენებენ მოლაშქრეები, რომლებიც ტამის ტბისკენ მიდიან. ეს ორი სახლი ეკუთვნოდა ხაბალაშვილებს. ამათგან, ერთ-ერთის მეპატრონე 30 წლის წინ, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულა. მის კვალს ვერსად მიაგნეს. სოფელი მიატოვა შემდეგ მისმა ძმამ.
1990-იან წლებში ამ სახლებს ყურადღებას აქცევდა ბობნეველი რობე ქერდიყოშვილი. როგორც ჯუბომ გვითხრა, რობეს გადარჩენილია სახლები დანგრევისა და განადგურებისგან.
ჯუბო იხსენებს, რომ მამამისიც მწყემსი ყოფილა:
,,მამაჩემი აქ იყო მწყემსად. ბავშვობიდან მეც აქ ვარ. ფეხი სტკიოდა მამაჩემს და ვეხმარებოდი-ხოლმე. ოჯახი ქვევით მყავს. ჩემი ბავშვებიც აქ გაიზარდნენ, ახლა ისინიც ქვევით არიან. ორი გოგო მყავს. პატარები როცა იყვნენ, გამოსულან და ცხენს წველიდნენ. გამისკდა გული. ცხენი არც განძრეულა." - იხსენებს ჯუბო, თან ცალი ხელით ფეხზე იკიდებს ხელს. მას ოპერაცია სჭირდება, თუმცა არ იცის, როდის მოახერხებს ოპერაციის გაკეთებას.
როცა ოქიანიდან უკან, გორისკენ დავაპირეთ წამოსვლა, კედელზე ასეთი შინარსიის წარწერები შევამჩნიეთ: ,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"...მეორე დღეს მთელ საქართველოში თოვლი მოვიდა. ტამის მთის ძირში დაიწყო ხანგრძლივი და ცივი ზამთარი.
ტამის მთაზე თოვლი მოვიდა – ადამიანები მღებრიანიდან და ოქიანიდან

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани