"web4you - აკადემია გორი" გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა, სასწავლებელში შესაძლებელია ისეთი მოთხოვნადი ციფრული პროფესიების შესწავლა როგორიც არის:
● ფრონტ ენდ პროგრამირება
● ბექ ენდ პროგრამირება
● გრაფიკული დიზაინი
● UI/UX დიზაინი
● SEO სპეციალისტი
● სოციალური მედიის მენეჯერ/ედვერთაიზერი
● IT მხარდაჭერის სპეციალისტი
აკადემიის დამფუძნებელი შაკო დვალიშვილია რომელიც "აიტი სტეპ აკადემიაში" 4 წლის განმავლობაში ასწავლიდა ფრონტ ენდ პროგრამირებას, ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო ვებ პროგრამირების მიმართულების ხელმძღვანელი, სასწავლებლის უახლოეს და სამომავლო გეგმებზე სწორედ მას ვესაუბრეთ:
რატომ გადაწყვიტეთ სასწავლებლის გახსნა გორში?
როდესაც აიტი სტეპიდან წამოვედი, აკადემიის გახსნაზე საერთოდ არ მიფიქრია, მინდოდა, უფრო მეტი დრო დამეთმო კომპანიაში მიმდინარე პროექტებისთვის, თუმცა მალევე მივხდი პროგრამისტის "სტანდარტულ" ცხოვრების წესს დავუბრუნდი, რომელიც დიდად არ მხიბლავდა.
IT მიმართულებით ხარისხიანი განათლების მიღება მხოლოდ თბილისში იყო შესაძლებელი, რეგიონში მცხოვრები ადამიანები ამ შესაძლებლობას მოკლებულნი იყვნენ, ამიტომ გადავწყვიტე ქალაქისთვის და საკუთარი თავისთვის ახალი შესაძლებლობა მიმეცა
რა სირთულეები ახლდა პირველი IT აკადემიის გახსნის
პროცესს?
ოქტომბრიდან დღემდე დაახლოებით 200 ადამიანს ვუმასპინძლეთ ღია კარის დღეზე, სადაც განხილვის თემა სწორედ ციფრული პროფესიების საჭიროება იყო, მარტის ბოლოდან კი 14-დან 18 წლამდე მოზარდებს უფასო 1 თვიან კურსებს შევთავაზებთ ფრონტ-ენდ პროგრამირებაში.
რა ანაზღაურება აქვთ საქართველოში დამწყებ IT სპეციალისტებს?
ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, გააჩნია დამსაქმებელ
კომპანიას და კანდიდატის კვალიფიკაციას, ასევე უნდა გვესმოდეს,
რომ აიტი სფერო აერთიანებს ძალიან ბევრ მიმართულებას და
პროფესიას, ჩემი სტუდენტებიდან, რომლებიც დასაქმდნენ ფრონტ ენდის
მიმართულებით, ყოფილა შემთხვევა გამოსაცდელ პერიოდში 500
ლარიდან დაუწყიათ, ხოლო ეტაპობრივად 3500 ₾
გაუზრდიათ.
ყოფილა ისეც, რომ უცხოურ კომპანიაში 800 ევრო ქონდათ საწყისი
ანაზღაურება, თუ დაინტერესდებით ინტერნეტში საკმაოდ მარტივია
ინფორმაციის მოძიება. უბრალოდ ჩაწერეთ გუგლის საძიებო
ველში “პროგრამისტის ანაზღაურება”
რთულია თუ არა დასაქმება ?
ბოლო დროს საკმაოდ გაიზარდა კონკურენცია, მაგრამ კარგი
სპეციალისტი, თუნდაც დამწყები, აუცილებლად იპოვის თავის
შესაბამის ვაკანსიას, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი
ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც სთავაზობს უფასო ან ფასიან კურსებს ,
სასწავლო პროგრამა არ არის ისე დალაგებული, რომ სტუდენტს მისცეს
პრაქტიკული ცოდნა.
შედეგად ვიღებთ ძალიან დიდი მასას, რომლებსაც აქვთ გარკვეული ცოდნა,
მაგრამ არა იმდენი, რომ შეძლონ დამსაქმებლის კრიტერიუმების
დაკმაყოფილება, ამით იმის თქმა მინდა, რომ საჭირო ცოდნის მიღება უფრო
დიდი პრობლემაა, ვიდრე ვაკანსიის მოძიება.
რით გამოირჩევა თქვენი სასწავლებელი სხვა
სასწავლებლებისგან?
მოკლედ რომ გითხრათ შედეგებით და შემდეგ სხვა დანარჩენით, პანდემიის პერიოდში "web4you"_ს დეველოპერებთან ერთად დავიწყეთ ონლაინ სწავლება, წარმატებული სტუდენტების ნამუშევრები ჩვენს ვებსაიტზეა გამოქვეყნებული, ეს არის, რაც სხვებისგან განგვასხვავებს, ჩვენ რეალურ შედეგს ვდებთ, ხოლო სხვა სასწავლებლები მხოლოდ მარკეტინგულ დაპირებებს იძლევიან, რომლის შედეგი სამწუხაროდ არავის უნახავს,
თუ გყავთ წარმატებული კურსდამთავრებულები, რომლებიც
ცნობილ კომპანიებში მუშაობენ?
დიახ რა თქმა უნდა, ზუსტი სტატისტიკა არ მაქვს, მაგრამ
სტუდენტების წარმატების ისტორია, რომელიც ჩვენამდე
მოვიდა, რამდენიმე დიდ კომპანიაშიც არის დასაქმებული, "პრო
კრედიტ ბანკი", "კროკობეთი", "არტმედია", "რედბერი" , "დიჯიტალ
ბასი", "ნოვა სისტემსი"
როგორ უნდა შეარჩიოს სტუდენტმა მიმართულება და სასწავლო
დაწესებულება?
ინტერნეტში ძალიან ბევრი რესურსი არსებობს როგორც პროგრამირების ასევე დიზაინის მიმართულებით , დაინტერესებულ პირს შეუძლია საწყისებს გაეცნოს და შემდგომ მიიღოს გადაწყვეტილება რომელ მიმართულებას აირჩევს პროფესიულად.
რაც შეეხება სასწავლო დაწესებულებას, აქ საქმე მართლაც რთულად არის. კვირა არ გავა, ახალი სასწავლებლის რეკლამა არ შეგვხდეს სოციალურ ქსელში. თუ დამაჯერებელ მეტყველებას და მომხიბვლელ დაპირებებს გვერდით გადავდებთ, ცივი გონებით ავირჩევთ დაწესებულებას, არჩევანის გაკეთება საკმაოდ მარტივია.
1) დააკვირდით რა შედეგები აქვს სასწავლებელს, თუ კურსდამთავრებულების პორტფოლიოს ვერსად იპოვით და ვერც სასწავლებელი წარმოგიდგენთ, როგორ გაიგებთ თქვენ რა ხარისხის სწავლებას მიიღებთ?
2) რეკომენდაციები, სანამ სასწავლებელს აირჩევთ, გაარკვიეთ უწევენ თუ არა ყოფილი სტუდენტები რეკომენდაციას
3) მოითხოვეთ ლექტორის პორტფოლიო, სწორედ თქვენი ლექტორის კომპეტენცია განსაზღვრავს იმ მაქსიმუმს, რისი მიღებაც შეგიძლიათ კურსისგან, თუ ლექტორი გამოუცდელია, იცოდეთ, რომ ხელში მხოლოდ თეორიული ცოდნა შეგრჩებათ, რომელსაც რა თქმა უნდა ვერსად გამოიყენებთ
4) თუ აკადემია ახალი დაარსებულია და არ ყავს კურსდამთავრებული, ასეთ სასწავლებელში სწავლა, საცდელი ბაჭიის როლში გამყოფებთ.
თუ ამ ყველაფრის გათვალისწინებთ მოტყუებული ნამდვილად
არ დარჩებით !
რამდენია კურსების ღირებულება?
ფასები საკმაოდ განსხვავებულია, დამოკიდებულია სასწავლებლის ზომასა და სწავლების მეთოდზე (ონლაინ/ოფლაინ), ასევე კურსის ხანგრძლივობასა და სილაბუსზე, მაგალითად ჩვენს სასწავლებელში თბილისთან შედარებით 20% დაბალია ფასებია, ფრონტ ენდ პროგრამირების კურსის ღირებულება 1500 ლარია, ხოლო ბექ ენდის 1250 ₾ , გრაფიკული დიზაინის 600 ₾, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დამწყები სპეციალისტის ანაზღაურებაც კი 2 თვეში სრულად ფარავს სწავლაში ჩადებულ ინვესტიციას, ნამდვილად კონკურენტული ფასია.
გარდა სწავლების ხარისხისა რა ბენეფიტების მიღება შეუძლიათ
თქვენს სტუდენტებს?
აიტი სფერო საკმაოდ სპეციფიურია, თეორიულ ცოდნაზე მეტად
მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარ ჩვევების გამომუშავებაა, თითქმის ყველა
სასწავლებლის კურსი მეტად თეორიაზეა ორიენტირებული ვიდრე
პრაქტიკაზე, ეს ლოგიკურიც არის რადგან თეორიული ცოდნის გარაშე
პრაქტიკული სამუშაოს შესრულება გამორიცხულია, როდესაც სტუდენტი
ამთავრებს სასწავლო კურსს, მისი უნარები არ არის საკმარისი
იმისათვის რომ შეძლოს რეალურ პროექტში ჩართვა, არ შეუძლია
წარმოქმნილი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა.
სწორედ ამიტომ ჩვენი აკადემია წარმატებულ სტუდენტებს 3 თვიან
სტაჟირების პროგრამას სთავაზობს, ამ დროის განმავლობაში
სტუდენტები მუშაობენ რეალურ გარემოსთან 99% მიახლოებულ პირობებში,
გარდა ამისა ყველა ლექცია იწერება.
შესაბამისად სტუდენტს გაცდენილი ლექციის მარტივად აღდგენა შეუძლია,
ჩანაწერები კი სამუდამოდ რჩება საკუთრებაში
როგორია თქვენი აკადემიის რეალობა?
მარტის ბოლოს პირველი კურსდამთავრებულები გვეყოლება, რომელთა ფინალურ პროექტებს აუცილებლად გაგაცნობთ, ამჟამად სწავლა ფრონტ ენდის და გრაფიკული დიზაინის კურსებზე მიმდინარეობს, ხოლო უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ბექ ენდის, სოციალური მედიის, UI/UX დიზაინერის კურსების გაშვებას.
https://www.facebook.com/web4youacademygori
ქ.გორი 9 ცხინვალის გზატკეცილი