Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
ვენეციის კომისია "მტკიცედ ურჩევს" ხელისუფლებას, გააუქმოს "აგენტების კანონი" არსებული ფორმით
ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა გადაუდებელი დასკვნა „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს
კანონზე. რადიო თავისუფლების ცნობით, დასკვნაში
აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია "მტკიცედ ურჩევს" ხელისუფლებას,
გააუქმოს "აგენტების კანონი" არსებული ფორმით, რადგან მისი
"ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს
გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების,
საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლების, ასევე დისკრიმინაციის
აკრძალვის კუთხით".
დასკვნაში, ასევე ვკითხულობთ, რომ კომისია "მტკიცედ ურჩევს" საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას უცხოეთიდან დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიისა და მაუწყებლების რეგისტრაციისა და მათი გასაჯაროვების მოთხოვნის სპეციალურ რეჟიმზე, მათ შორის მათ მიმართ ადმინისტრაციულ სანქციებზე. კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს დებულებებს, რომელიც დაინტერესებულ ორგანიზაციებს ავალდებულებს, მათ შორის დაფინანსების წყაროების რეგისტრაციას.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ გაკეთებულა რაიმე დამაჯერებელი განმარტება იმაზე, თუ რატომ იქნებოდა არსებული ვალდებულებები არასაკმარისი, გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად: "იმ შემთხვევაში, თუკი არსებული დებულებები არასაკმარისია, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს მათი ცვლილება ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებით".
დასკვნის თანახმად, ვენეციის კომისიამ გააანალიზა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან კანონის შესაბამისობა. ის ასკვნის, რომ შეზღუდვები, რასაც კანონი აწესებს გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებაზე და პერსონალურ ინფორმაციაზე, არ აკმაყოფილებდეს კანონიერების, ლეგიტიმურობის, პროპორციულობის და აუცილებლობის მოთხოვნებს დემოკრატიულ საზოგადოებაში.
"ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა
და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მათ მოსაზრებას ე.წ. აგენტების კანონის მიღებამდე.
კომისია წუხილს გამოთქვამს იმაზეც, რომ ეს კანონი, რომელიც მგრძნობიარეა ადამიანის უფლებების მიმართ, ამასთან ძალიან სადავოა ქართულ საზოგადოებაში და ამას მოწმობს მასობრივი გამოსვლები ქვეყანაში, მიიღეს ქართველი ხალხის დიდი ნაწილის წუხილის ღიად უგულებელყოფით და ისეთი პროცედურით, რამაც სივრცე არ დატოვა რეალური დისკუსიისთვის და კონსულტაციებისთვის", - ვკითხულობთ დასკვნაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ამგვარი მოქმედებები დემოკრატიული კანონშემოქმედების ევროპულ მოთხოვნებს არ შეესაბამება.
„აგენტების კანონი“ ვენეციის კომისიაში 15 აპრილს გაგზავნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა და სთხოვა კომისიას, დაჩქარებული წესით დაედგინა, რამდენად შეესაბამებოდა იგი ევროსაბჭოს სტანდარტებს.
საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს „უცხოური გავლენის გამტარებად“ რეგისტრაციას დაავალდებულებს. კანონპროექტი ჯერ არ ამოქმედებულა, მას 18 მაისს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს.
ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობას კი მეტი - 83 ხმა აქვს.
კანონპროექტის ინიციირების შემდეგ, მის წინააღმდეგ ერთ თვეზე მეტია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარებს.
ვრცლად რადიო თავისუფლება

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани