Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
ახალი ამბები
,,ლელოს'' წარმომადგენლებმა გორში შეხვედრები გამართეს
„ლელო“ განაგრძობს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს. დღეს პარტიის ლიდერები, ფიქრია ჩიხრაძე, ლანა გალდავა და, „ლელოს“ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გელა შარვაშიძე გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ.

მიუხედავად უამრავი ყოფითი პრობლემისა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის წინაშე დგას, დისკუსიის მთავარ თემას მაინც "ოცნების“ ღიად გამოხატული პრორუსული პოლიტიკა წარმოადგენდა.

,,ერგნეთი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელი საოკუპაციო ხაზთან, სადაც ძალიან კარგად იციან, რას წარმოადგენს რუსეთი საქართველოსთვის, სადაც ყოველდღიურად საკუთარ თავზე გრძნობენ მისგან მომდინარე საფრთხეებს. მოსახლეობასთან შეხვედრის ორგანიზატორი “ლელოს” გორის ოფისის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების კოორდინატორი, ვეფხია კასრაძე იყო. ამ ხალხმა ყველაზე კარგად იცის, რომ საქართველოს უსაფრთხო მომავალი მხოლოდ ევროკავშირშია.'' - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, ისაუბრეს “ლელოს“ წინასაარჩევნო დაპირებებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას, 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას, 1000 ლარიან პენსიას და უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა გარანტირებულ ანაზღაურებად სტაჟირებას ეხება.

“ლელოს” გორის ორგანიზაციას შემოუერთდა ადგილობრივ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში ცნობილი ჟურნალისტი - მაკა კოჭლამაზაშვილი, რომელიც გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გელა შარვაშიძემ წარადგინა.

მაკა საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებას უხელმძღვანელებს, როგორც გორის მუნიციპალიტეტში, ასევე შიდა ქართლის რეგიონში.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020