Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
აშშ - ,,სანქციები დაუწესდება ყველას, ვინც პასუხისმგებელია „რუსული კანონის“ მიღებით''
აშშ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელ და
თანამონაწილე პირებზე, ასევე მათი ოჯახის წევრებზე სანქციებს
აწესებს.
ამის შესახებ აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისი განმარტებით, სანქციები დაუწესდება ყველას, ვინც პასუხისმგებელია „რუსული კანონის“ მიღებით, საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე.
სავიზო შეზღუდვები დაუწესდება ფიზიკურ პირებს, ასევე, მათი ოჯახის უშუალო წევრებს, იქნებიან ისინი ამჟამინდელი თუ ყოფილი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორები, რომლებიც სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებების განხორციელების დასაბრკოლებლად, პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, მათ შორის, ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით.
სანქციები პირველ რიგში დაუწესდებათ პარლამენტის დეპუტატებს, მათ შორის, გორი -კასპის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი სოსიაშვილს და მის ოჯახს, ქარელი-ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს ზაალ დუგლაძეს და მის ოჯახს, ასევე კასპელ დეპუტატს ირაკლი მეზურნიშვილს და მის ოჯახს.
დუგლაძე დეპუტატი 2020 წელს გახდა, მის გასამარჯვებლად მეორე ტური გახდა საჭირო., რომელიც 2020 წლის 21 ნოემბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, საარჩევნო უბნებთან სულ 34 464 მოქალაქე მივიდა, რაც საერთო ამომრჩევლის 33.21%-ია. სულ ოლქში 103794 ამომრჩეველია. დუგლაძეს ხმა მისცა 30 602-მა მოქალაქემ.
სოსიაშვილი მაჟორიტარ დეპუტატად 2023 წლის შემოდგომიდანაა, მას შემდეგ, რაც პარლაენტი დატოვა გიორგი ხოჯევანიშვილმა. შემოდგომით ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები.
97-ივე უბნის მონაცემების მიხედვით, გიორგი სოსიაშვილს ხმა მისცა 23 523 ამომრჩეველმა. ოლქში, სადაც 134 066 ამომრჩეველია რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 25 627-მა მოქალაქემ, რაც რაც საერთო ამომრჩევლის 19%-ია.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" შეიმუშავა და მიიღო „უცხოური გავლენის" კანონი, რომელიც ჩაახშობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, დაღს დაასვამს ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა კანონის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს, ვნახეთ დაშინებისა და ძალადობის კამპანიის აშკარა ნიშნები განსხვავებული მშვიდობიანი აზრის ჩასახშობად. „ეროვნული უსაფრთხოების კანონი" და რეპრესიული ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება ლეგიტიმური აზრთა სხვაობის ჩასახშობად, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლითაც უფლებამოსილია ქართველი ხალხი და ეწინააღმდეგება საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში გაცხადებულ, კონსტიტუციაში ასახულ მიზანს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“,–აცხადებს ენტონი ბლინკენი, რომლის განცხადებას აშშ–ს საელჩო საქართველოში ავრცელებს.
„ამ ქმედებების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელ და თანამონაწილე პირებზე, ასევე, მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს ინდივიდებს, რომლებიც ძალადობისა და დაშინების კამპანიის გზით პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე.
საქართველოს დემოკრატიისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ხანგრძლივია და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს. ნებისმიერს, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის, საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მისი მიმდინარეობისას და მას შემდეგ, ამ პოლიტიკის მიხედვით, შესაძლოა, არ მიეცეს აშშ-ის ვიზების მიღებისა და შეერთებულ შტატებში გამგზავრების საშუალება. აღნიშნული შეზღუდვები, შესაძლოა, ასევე გავრცელდეს ამ პირების უშუალო ოჯახის წევრებზეც“, – ამბობს ის.
სახელმწიფო მდივანი ასევე აცხადებს, რომ აშშ იძულებულია გადახედოს საქართველოსთან სტრატეგიულ ურთიერთობებს ფუნდამენტურად.
„დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის ნაბიჯებს გადადგამენ. გადავხედავთ რა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში ვიქონიებთ საქართველოს ქმედებებს“,–განმარტავს ენტონი ბლინკენი.
მისივე განცხადებით, სავიზო შეზღუდვის ეს პოლიტიკა ექვემდებარება იმიგრაციისა და ეროვნების აქტის 212 (a)(3)(C) მუხლს და საშუალებას აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტს, დაუწესოს სავიზო შეზღუდვები ფიზიკურ პირებს, ასევე, მათი ოჯახის უშუალო წევრებს, იქნებიან ისინი ამჟამინდელი თუ ყოფილი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორები, რომლებიც სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებების განხორციელების დასაბრკოლებლად პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, მათ შორის, ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით.
ცნობისთვის, „რუსული კანონის“ მიღებას „ქართული ოცნება“ ყველაფრის ფასად ცდილობს. იგი არ უსმენს არც ერთი საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის და ორგანზიაციის მოწოდებას და დასაბუთებულ არგუმენტებს, რატომ გაანადგურებს ამ კანონის მიღება საქართველოს პროდასავლურ მომავალს. ბოლო კვირების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროკავშირის ისტიტუტების და ქვეყნების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ავრცელებენ. ამ მიზეზით, არაერთმა ქვეყანამ განაცხადა ხაზგასმით, რომ „რუსული კანონის“ პირობებში, გამორიცხულია, რომ ევროინტეგრაციის პროცესში საქართველო წინ წავიდეს და მეტიც, მათი ნაწილი ითხოვს საქარტველოს შეუჩერდეს ვიზალიბერალიზაცია და მილიარდობით ლარის ღირებულების ის ფინანსური დახმარების პაკეტები, რომლებსაც ქვეყანა უკვე წლებია იღებს.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო'ბრაიენი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, 14 მაისს, მწვავე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გაუგებარია ის შეთქმულების თეორიები და ქმედებები, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი აჟღერებს. ჯიმ ო'ბრაიენი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ქმედებები იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ ის ქვეყნის ინტერესებზე წინ, საკუთარ ინტერესებს აყენებს.
„ქართული ოცნება“ ამერიკული გავლენიანი გამოცემა Politico–ს გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება. Politico–ს ინფორმაციით, კონგრესში განიხილება „Megobari” აქტის მიღება, რომელიც „ქართული ოცნების “ხელისუფლების მიერ ანტიდასავლური კურსის ცვლილების და ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლის შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს უვიზო რეჟიმს, შეღავათიან სავაჭრო პირობებს და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას სთავაზობს. „ქართული ოცნება“ აღნიშნულს ვაჭრობას უწოდებს და აცხადებს, რომ „რუსული კანონს“ მაინც მიიღებენ.
23 მაისი, 2024 — შეერთებული შტატების სენატი, წარმომადგენელთა პალატაში “მეგობარი” აქტის შესაძლო ინიცირების პარალელურად, საქართველოსთან დაკავშირებით, კანონპროექტის საკუთარ ვერსიას აინიცირებს. ინიციატორები სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ჯიმ რიში არიან. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
„რუსული კანონის“ წინააღმდეგ პროტესტი საქართველოში არ წყდება. 10 მაისს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამოსულ ახალგაზრდებს არაგულწრფელს უწოდებს, ნაწილს კი – შეცდომაში შეყვანილს, ის ასევე ღია წერილში მხარდამჭერების ინტელექტზეც საუბრობს და წერს – ადამიანები, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, „საშუალო ინტელექტი და ცოდნა აქვთ“.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани