Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორის ბაზრის ადმინისტრაციას ახალი ობიექტების ასაშენებლად ვადას 2026 წლამდე უხანგრძლივებენ
გორის მერიას მიმართა ,,აგრო მოლის'' ადმინისტრაციამ და ახალი კომერციული ფართების ასაშენებლად დამატებით 2-წლიანი ვადა მოითხოვა.

მერიის ცნობით, გორის ბაზრის ადმინისტრაცია, მიმდინარე წელს, სამუშაოების დასრულებას ვერ ასწრებს. ამიტომ, მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილ,ი ვადის გასაგრძელებლად, საკრებულოსგან თანხმობას ითხოვს.

ბაზრის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სამუშაოებს 2026 წლამდე დაასრულებს.

ტერიტორიაზე, სადაც ახალი ობიექტის მშენებლობა იგეგმება, ხილის საბითუმო, ღია ბაზრობაა მოწყობილი. დაახლოებით 1700 კვ.მ ფართობი ბაზრის ძირითადი შენობის უკანა მხარეს მდებარეობს.

აღნიშნული მიწა გორის მერიამ 2020 წელს გაასხვისა მოქალაქე ნანა პეტრიაშვილის სახელზე. მოქალაქემ აიღო ვალდებულება, რომ სამუშაოებს 2 წელში, 2022 წლამდე დაასრულებდა.

ნანა პეტრიაშვილმა მიწის ნაკვეთი გაყიდა 2021 წელს. ახალმა მფლობელმა ითხოვა ვადის გაგრძელება 1 წლით - 2024 წლამდე.

როგორც აღმოჩნდა, დამატებითი ინვესტიციების განხორციელება ვერც 2024 წელს ხერხდება. აქედან გამომდინარე:

,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანშეწონილად მიაჩნია მიეცეს თანხმობა გორის მუნიციპალიტეტის მერს, პრივატიზაციის ხელშეკრულების პირობის შეცვლაზე - პრივატიზებულ მიწის ნაკვეთზე (მის: ქალაქი გორი, ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორია, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 1694 კვ.მ; ს/კ 66.46.26.003.013 (ახალი ს/კ 66.46.26.003.614)) განაშენიანების განხორციელების და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ვადად პრივატიზაციიდან 2 (ორი) წლის ვადის ნაცვლად პრივატიზაციიდან 5 (ხუთი) წლის ვადის განსაზღვრის თაობაზე.'' - აღნიშნულია საკრებულოს დადგენილებაში, რომელიც სხდომაზე წარსადგენად მოამზადეს.

საკითხს ამჟამად საკრებულოს კომისიებში იხილავენ.

,,აგრო მოლის'' დამფუძნებელია გიორგი ჯალაბაძე, დირექტორი - დავით ხმიადაშვილი (მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი).
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020