Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
როცა საქვეყნო საქმე ბოთლის თავსახურებითაც კეთდება — ტენესა და პირველი ქართული USB კაბელების ამბავი

არ გამომდის, უნდა შევეშვა, შევრცხვები და ფინანსურად ვიზარალებო, ფიქრობდა სანდრო ლილუაშვილი, ტენეს დამფუძნებელი.

ბუნებრივადაც შეიძლება მივიჩნიოთ მისი განწყობა – ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე 500-600-ჯერ მაინც ცდილობდა და მაინც არაფერი გამოუვიდა. ვერც თავად გეტყვით, ასე როგორ დაემთხვა, მაგრამ ბოლო, სასოწარკვეთილმა, ცდამ გაამართლა. სანდრომ შეძლო და პირველი ქართული USB კაბელი დაამზადა.

ეს 2020 წლის დასაწყისში მოხდა. ტენეს, სანდროს მიერ შექმნილი სოციალური საწარმოს, ისტორია 2019 წლიდან იღებს სათავეს. ტენე ხალხის დახმარებით გარემოდან პლასტმასას აგროვებს, ამუშავებს და USB კაბელებს ამზადებს. ამ საქმიანობის გაფართოებაში მას ევროკავშირი უჭერს მხარს გავლენის ფონდ Actio-ს (აქციო) დახმარებით.

ტენეს მისია



პლასტმასა გამძლე და საკმაოდ იაფი მასალაა, თუმცა ერთხელ გამოყენების შემდეგ აღარ გამოდგება. ვინაიდან დაბინძურების შესაძლო ზიანზეც დაბალია ცნობიერება, გამოყენებულ პლასტმასას ბევრი ადამიანი ყრის. მეტიც, სანდროს თქმით, მუნიციპალურ ურნებში შეგროვილი ნაგავიც ნიადაგში იმარხება. ტენე ამ პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად.

„დავიწყეთ პლასტმასის ჩასაბარებელი ყუთების დადგმა, რათა კომპანიებს გავუადვილოთ პლასტმასის შეგროვება. გამოგვაქვს ხოლმე მათი ტერიტორიიდან, მოგვაქვს, ვპრესავთ და მიგვაქვს გადასამუშავებლად“, – გვიყვება სანდრო.

დიდი გამოწვევაა ისიც, რომ საზოგადოება ნაკლებად იაზრებს, რამდენი პრობლემის გამოწვევა შეუძლია პლასტმასით დაბინძურებას. ტენეს ამის მოგვარებაც სურს.

„ვმუშაობთ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაზე, რომ საქართველოს უფრო მეტი წარმოდგენა შეექმნას, რა ზიანი და ზარალი მოაქვს დედამიწისთვის, გარემოსთვის, ადამიანისთვისა და მისი ჯანმრთელობისთვის პლასტმასის უკონტროლო გამოყენებას“, – აღნიშნავს სანდრო.


საგულისხმოა ისიც, რომ ტენე ახალგაზრდების მხარდაჭერასა და მათში ეკომეგობრული პრინციპების სწავლებასაც ემსახურება. მაგალითისთვის, ტენე სკოლის მოსწავლეებისთვის სპეციალურ შეხვედრებს აწყობს და გადამუშავების თემებზე აწვდის ინფორმაციას; მოსწავლეებსა თუ სხვა დაინტერესებულ პირებს ქარხანაშიც მასპინძლობენ და თავადვე ამზადებინებენ კაბელებს ბოთლის თავსახურებიდან.

ამას გარდა, საწარმო სამაჩაბლოდან დევნილ ახალგაზრდებს ასაქმებს და შეძლებისდაგვარად განვითარებაში უწყობს ხელს.

“ჩვენს საწარმოში 2008 წლის ომის შედეგად დევნილი, სამაჩაბლოდან დევნილი, პირები გვყავს დასაქმებული”, — გვიყვება სანდრო — “ვასაქმებთ სამაჩაბლოდან დევნილ ახალგაზრდებს, ვაძლევთ მათ ცოდნას, ვქმნით სამუშაო ადგილებს, შეძლებისდაგვარად ვეხმარებით განვითარებაში”.

დასაწყისიდან დღემდე

საქმიანობის დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში ტენემ დაახლოებით ტონა ნახევარი პლასტმასა შეაგროვა, თუმცა, სანდროს თქმით, ახლა თვეში 6-7 ტონა პლასტმასის შეგროვება ხერხდება. გარდა ამ მასალისა, დაიწყეს თუნუქისა და ქაღალდის შეგროვებაც.

ასეთი წარმატება ნაწილობრივ დაჯილდოების სისტემამ განაპირობა, რომელიც ტენეში ცოტა ხნის წინ შემოიღეს:

„მოდიან ადამიანები, მოაქვთ პლასტმასა და ჩვენ ვარიცხავთ ქულებს. ამ ქულებით შესაძლებლობა აქვთ, რომ ჩვენივე პროდუქცია შეიძინონ და მიიღონ ფასდაკლებები. ყოველდღიურად გარკვეული რაოდენობის ადამიანი მოდის და გვაბარებს ამ მასალას“, – გვიყვება სანდრო.

საქმიანობის გაფართოებას ტენეს დამფუძნებელი ევროკავშირის დაფინანსებასა და აქციოს დახმარებასაც მიაწერს, რომლის მიღებაც მან 2023 წლიდან დაიწყო. პლასტმასის ბოთლების შეგროვება და გადაზიდვა არც ისე მარტივი საქმეა, ვინაიდან ბოთლები საკმაოდ მოცულობითია და ერთ ჯერზე დიდი მასალის გადატანა ვერ ხერხდება. სპეციალური დანადგარების საშუალებით, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებით შეიძინეს, ეს პრობლემა მარტივად გვარდება:

„ამ საქმეში ძალიან დიდი ხელშეწყობა გვქონდა ევროკავშირის დაფინანსებით, აქციოს დახმარებით, რადგან მოგვეცა საშუალება, შეგვეძინა მაღალი წნევის პრესები. ესენი გვეხმარება, ძალიან კომპაქტურად დავპრესოთ პლასტმასა. ამავდროულად შევიძინეთ დიდი ზომის სატვირთო სექციის მქონე სატვირთო ავტომობილები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ერთ გზაზე დიდი რაოდენობით გადავიტანოთ აღნიშნული მასალა“.

ქრისტინე კანდელაკმა, აქციოს გავლენის ფონდის მენეჯერმა, დააზუსტა, რომ ტენესთვის ევროკავშირმა და აქციომ €40 ათასი ოდენობის გრანტი გასცეს. €10 ათასი მისცეს 0%-იანი სესხის სახითაც. აქციო ამ საწარმოს ორგანიზაციული კუთხითაც ეხმარება.

ხელშეწყობისა და გაზრდილი ცნობადობის წყალობით დღეს უკვე ტენეს არაერთი მსხვილი პარტნიორი ჰყავს.

პირველი ნაბიჯები

ტენეს ისტორია 2019 წელს დაიწყო. სანდროს თავიდან უბრალოდ ბრენდირებული კაბელები შემოჰქონდა ჩინეთიდან, როგორც USB კაბელების პირველი ქართული ბრენდი. მას შემდეგ, რაც საზოგადოების მხრიდან დადებითი განწყობა იგრძნო, ქართული USB კაბელების წარმოება გადაწყვიტა და შესაბამისი ტექნიკის ჩამოსატანად ჩინეთში გაემგზავრა.


სანდროსა და ტენეს პირველი ნაბიჯები საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ჩინეთში ჩასვლის შემდეგ დამფუძნებელმა ჯერ თარჯიმანი მოიძია და სპეციალური დანადგარები შეიძინა. საქმე პანდემიამაც გააჭიანურა, საბოლოოდ კი დანადგარები 2020 წლის დასაწყისში ჩამოვიდა. სანდრომ ისინი წინასწარ მომზადებულ ფართში განათავსა, თუმცა მთავარი სირთულე ჯერაც წინ ელოდა:

„მეგონა, რომ ყველაფერს ინსტრუქცია ექნებოდა, წავიკითხავდი, რა როგორ უნდა მექნა. აღმოჩნდა, რომ არაფერი, არანაირი ინსტრუქცია, არა აქვს; აქ ამ ტექნოლოგიების მცოდნეები არ არიან; ამავდროულად, ვიდეოზარით დარეკვა და გარკვევა ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან თარჯიმანი ვერ ერკვეოდა დეტალებში. საბოლოო ჯამში, საკუთარი თავის იმედზე დავრჩი“, – გაიხსენა სანდრომ.

დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იგი ყოველდღე მიდიოდა ქარხანაში და ტექნიკაში გამორკვევას ცდილობდა. „დღეში 500-600, ათასი ცდაც კი მქონდა სხვადასხვა დანადგარზე, რომ გამოსულიყოო“, გვითხრა. უკვე ყველა მოწყობილობის ხმა და მოქმედების პრინციპი დაიზეპირა, თუმცა შედეგი არ ჩანდა.

„გავიდა ერთი წელი და ვხედავ, რომ მაინც არ გამომდის ამ USB კაბელის დამზადება. უკვე მივედი იმ მდგომარეობამდე, რომ ერთ დღეს იმედი გამიცრუვდა, ჩავთვალე, რომ ტყუილად ჩავყარე ამდენი ფული, ტყუილად ავიღე ამდენი ვალდებულება, მათ შორის საზოგადოების წინაშეც, რომ მე ამას გავაკეთებდი, თან საჯაროდ გამოცხადებული მქონდა მეგობრებთან, ოჯახთან, ყველასთან…“

კრიზისის ჟამს, ზარალისა და დიდი სირცხვილის მოლოდინით, საქმისათვის უკვე თავის დანებებას აპირებდა. მისი მდგომარეობა იმანაც გაამწვავა, რომ სწორედ ამ პერიოდში კორონავირუსი აღმოაჩნდა.

„ღამე გვიან, 12 საათზე, წავედი ქარხნიდან სახლში, იმედგაცრუებული, რომ არ გამოდიოდა, მაგრამ დილა მაინც გათენდა. გამოძინებამ თავისი ქნა, კიდევ ერთხელ მოვიკრიბე ძალა, წავედი ქარხანაში, რომ კიდევ ერთხელ მეცადა, იქნებ გამომსვლოდა და, როგორც იქნა, საბოლოო ჯამში, ზუსტად იმ დღეს გამომივიდა — რომ ვაპირებდი, შევშვებოდი, ზუსტად იმ დღეს გამომივიდა“, – გვითხრა სანდრომ.

რას აკეთებს ტენე

ტენეს ერთ-ერთი მიზანია, პლასტმასის შეგროვებით გარემოში მისი რაოდენობა შეამციროს, ამ მასალას კი შემდეგ სხვადასხვა ტიპის USB კაბელების დასამზადებლად იყენებს. მისია ნამდვილად სრულდება — ადამიანები პლასტმასას არამხოლოდ გამოყენების შემდეგ აბარებენ, არამედ აგროვებენ კიდეც გარემოდან.

„ხშირად არის, რომ მიწით დასვრილი ბოთლის თავსახურები მოაქვთ და გვახარებს –

ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ ნიადაგში მოხვედრილი ამოთხარა და მოიტანა“, – ამბობს სანდრო.

თუკი თქვენც გადაწყვეტთ ნიადაგიდან პლასტმასის ამოთხრას ან თუნდაც სხვა გზით მოპოვებული გსურთ, რომ სასარგებლო საქმეს მოხმარდეს, ტენესთვის მასალის მიწოდება არაერთ პუნქტშია შესაძლებელი. შეგიძლიათ მიიტანოთ როგორც მათ ოფისში (სოხუმის ქუჩა 4ა, თბილისი), ასევე საწარმოში, წეროვანში. პლასტმასას ჩააბარებთ ტენეს მწვანე ყუთებშიც, რომლებიც არაერთ სკოლასა თუ ორგანიზაციაში დგას.

შეგროვილი პლასტმასა შემდეგ საწარმოში მიაქვთ. იგი, უფრო ზუსტად, წეროვანის დევნილთა დასახლებაში მდებარეობს. დაინტერესებულ პირებს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებს, ქარხანაშიც მასპინძლობენ ხოლმე და წარმოების პროცესს აცნობენ.





მას შემდეგ, რაც შეგროვილი პლასტმასა საწარმოში აღმოჩნდება, ბოთლის თავსახურებს აგროვებენ და სპეციალურ დანადგარში ყრიან დასამუშავებლად. შედეგად დაქუცმაცებულ მასას იღებენ.

ეს მასა ათამდე დანადგარში მაინც ხვდება და სხვადასხვა პროცედურას გადის.

 

ამ ყველაფრის შედეგი ასე გამოიყურება:

საბოლოოდ, პროდუქტები ბრენდირებას გადის, მომხმარებელს კი საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი აქვს. კაბელები მრავალნაირია როგორც თავსებადობის, ისე სიგრძეების მიხედვით.

გარდა USB კაბელებისა, ტენეს ბოთლიყლაპია აპარატიც შეუქმნია. აქვთ პლასტმასის ჭიქების კოლექტორიც, რომლებიც წყლის დისპენსერებთან იდგმება.

ტენეს პროდუქტების შეძენა როგორც მათივე ვებსაიტიდან, ასევე რამდენიმე მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი.

ტენეს გამოწვევები

სანდრო ტენეს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ჩინეთთან კონკურენციას ასახელებს. ქართული პროდუქტის შემთხვევაში დაბალი ფასის შენარჩუნებაც რთულია და მომხმარებლის ნდობის მოპოვებაც უცხოურ ნაწარმთან შედარებით. ტენე ამას მაინც ახერხებს:

„საკმაოდ დიდი რაოდენობით ვყიდით კაბელებს და ეს ტენდენცია, საბედნიეროდ, მზარდია, რადგანაც მაღალ ხარისხსა და მომხმარებლის ერთგულებას მივაღწიეთ“, – მითხრა დამფუძნებელმა.

რთული საკითხია გადამამუშავებელი ქარხნებისა და გასაღების ბაზრების სიმცირეც:

„ჩვენ ვაგროვებთ, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა და უფრო მეტი შემგროვებელი საწარმოა საჭირო. ერთ-ერთი პრობლემაა კიდევ ის, რომ პლასტმასის ფასი მერყეობს და მისი გაყიდვა რთულია ხოლმე. რასაც ვიყენებთ, იმაზე ბევრად მეტს ვაგროვებთ, მაგრამ პრობლემაა მისი ნორმალურ ფასში გაყიდვა. ეს დოტაციას საჭიროებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალისხმევა ვერ იქნება შედეგიანი”, — ახსნა სანდრომ.

არსებული გამოწვევების მიუხედავად, ტენე ამ საქმეში მარტო ნამდვილად არ არის.

Actio-ს დახმარების ხელი

საქმიანობის გაფართოებაში ტენეს სოციალური გავლენის ფონდი აქციო ეხმარება.

„აქციო არის პირველი სოციალური გავლენის ფონდი საქართველოში, რომელიც 2022 წელს შეიქმნა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. Impact Europe-ის ლიდერობით 2020 წლიდან მიმდინარეობს პროექტი „თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის“. სწორედ ამ პროექტმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ სოციალური მეწარმეობის მიმართ ჩვენი საქმიანობა გაგვეფართოებინა და გავლენის ფონდი შეგვექმნა“, – გვიხსნის ქრისტინე კანდელაკი, გავლენის ფონდ აქციოს მენეჯერი.

ფოტო: ქრისტინე კანდელაკი, გავლენის ფონდ აქციოს მენეჯერი

მისი თქმით, საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებას ძირითადად საერთაშორისო დონორები უწყობენ ხელს, ევროკავშირი კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. აქციო, ამას გარდა, ადგილობრივ ინვესტორებთან ერთადაც მუშაობს სოციალური საწარმოების დასახმარებლად.

„აქციო, როგორც გავლენის ფონდი, რესურსს არამარტო ევროკავშირის დაფინანსებით იღებს, არამედ, ჩვენი მიზანია, რომ ადგილზე, საქართველოში, განვავითაროთ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების ეკოსისტემა და ერთგვარი კულტურა. ვმუშაობთ ადგილობრივ ინვესტორებთან, რომლებიც აქციოს დახმარებით მხარს უჭერენ სოციალურ საწარმოებს. შესაბამისად, ადგილობრივი და საერთაშორისო რესურსით ვქმნით ამ შესაძლებლობას სოციალური საწარმოებისთვის“, – აღნიშნავს ქრისტინე.

გავლენის ფონდი უფრო იმ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა, რომ, განსხვავებით სტარტაპებისგან, უკვე მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის ფინანსური დახმარება ნაკლებადაა ხელმისაწვდომი. ამას გარდა, საქართველოში სოციალურ საწარმოებს შესაბამისი იურიდიული სტატუსი არ აქვს, რაც საბანკო მომსახურების მიღებას ართულებს.

ამის ფონზე აქციოს მიზანია, სოციალური საწარმოების განვითარებას დაფუძნებიდან 5 წლის მანძილზე შეუწყოს ხელი, როგორც გრანტითა და სესხებით, ასევე ორგანიზაციული თვალსაზრისით.

„ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, აქციო გრძელვადიანად მუშაობს სოციალურ საწარმოებთან, უზრუნველყოფს მათ ორგანიზაციულ განვითარებას საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებით და ასევე აქტიურად მუშაობს მათთან სოციალური შედეგებისა და სოციალური გავლენის დაგეგმვისა და შეფასების მიმართულებით“, – თქვა ქრისტინემ.

სწორედ ტენეა ერთ-ერთი ასეთი საწარმო. თანამშრომლობით დაინტერესებულმა სანდრომ განაცხადი შეიტანა, საინვესტიციო კომისიის გადაწყვეტილებით კი ტენე ფონდის პორტფელში მოხვდა. ასე დაიწყო ტენეს საქმიანობის გაფართოება:

„ნარჩენების ჩაბარებისა და შეგროვების სისტემა აქციომდე ფაქტობრივად თბილისში იყო, ტენე რეგიონებში უფრო ფრაგმენტულად იყო წარმოდგენილი. თბილისში, სკოლებში, ორგანიზაციებში, შეგხვდებათ ტენეს მწვანე ყუთები, სადაც გროვდება ეს ნარჩენი. აქვს სხვა ჩაბარების პუნქტებიც აქვს, აქციო კი ტენეს საშუალებას აძლევს, ჩაბარების პუნქტები გასცდეს თბილისს, სხვადასხვა რეგიონში მოეწყოს და, შესაბამისად, რეგიონის მაცხოვრებლებსაც შეეძლოთ პლასტმასის შეგროვება და ტენესთვის მიწოდება“, – ამბობს ქრისტინე.

როგორც აღვნიშნეთ, აქციო ტენეს დანადგარების შეძენაში დაეხმარა. თუმცა, ფინანსური დახმარების რესურსი ჯერ არ ამოწურულა და აქციოს მხარდაჭერა არც ამის შემდეგ შეწყდება: „5 წლის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავებთ მათთან საწარმოს განვითარების მიმართულებით. ჩვენი გეგმა არის ჩაბარების პუნქტების რაოდენობისა და შეგროვებული პლასტმასის რაოდენობის გაზრდა, ასევე საინფორმაციო ღონისძიებების რაოდენობის გაზრდა“, – აღნიშნავს ქრისტინე.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ტენე აქციოს პორტფელის წევრი გახდა, მან 20-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა სკოლის მოსწავლეებთან, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებთან და სტუდენტებთან. საბოლოო ჯამში, ამ შეხვედრებს 600-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ქრისტინეს თქმით, ტენეს მწვანე ყუთები 50-მდე სკოლასა და 50-მდე კერძო კომპანიაში განთავსდა.

სანდრო, როგორც წარმატების ისტორიის ავტორი, მეწარმეებს ურჩევს, რომ თავიანთი წამოწყებით რაიმე სოციალური პრობლემა გადაჭრან, „არ იყვნენ მხოლოდ თავიანთ მოგებასა და სარფზე ორიენტირებულები, არამედ რაღაც სიკეთე მოუტანონ საზოგადოებას და ეს სიკეთე საზოგადოების მხრიდანაც დაუფასდებათ“.

ავტორი: მარიამ რამაზაშვილი

სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020