Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
გორის დემოკრატიის სკოლა – ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის'' პირობებში
წელს გორის დემოკრატიის სკოლამ მსმენელთა ახალი ნაკადი მიიღო. ჯგუფი,
20-მდე ადამიანისგან არის დაკომპლექტებული, ძირითადად, ახალგაზრდებით.
როგორც “მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის“ ხელმძღვანელი ლევან
ცუცქირიძე აცხადებს, ასეთი ახალგაზრდული ნაკადი წინა წლებში არ
ყოფილა.
სამაგიეროდ, 2024 წელს, დემოკრატიის სკოლაში აღარ ისურვეს სწავლა საჯარო სამსახურებში დასაქმებულმა ადამიანებმა. მმართველი პარტიის მიერ სამი მოსმენით მიღებული ,,რუსული კანონი“ - უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , “მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრს”, ისევე აცხადებს უცხოური გავლენის გამტარ ორგანიზაციად, როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს. კანონი სექტემბრიდან ამოქმედდებდა.
დემოკრატიის სკოლები 2012 წლიდან საქართველოს 4 რეგიონში ფუნქციონირებს და მათ შორის არის შიდა ქართლიც. ამ ხნის განმავლიბაში, დემოკრატიის სკოლა ასობით ადამიანმა გაიარა, რომელთა შორის არიან საჯარო მოხელეებიც.
“სკოლა 2012 წლიდან არსებობს და ასობით ადამიანმა გაიარა აქ საგანმანათლებლო პროგრამები დემოკრატიული პოლიტიკის, დემოკრატიული მმართველობის საკითხებზე. თუ ისე გაგრძელდა, რომ ამ ქვეყანაში დამარცხდა დემოკრატია, დამარცხდა თავისუფლება და დამყარდა დიქტატურა, მაშინ არაფერი აღარ იარსებებს, იარსებებს მხოლოდ ჩამორჩენილი დიქტატურა, რომელიც სიღარიბეში დაახრჩობს ქვეყანას. მე მაგისი არ მჯერა რომ ეგ მოხდება რადგან, მარტო გორში იმდენი ნათელი ადამიანია, იმდენი მოტივირებული ახალგაზრდაა, იმდენი განათლებული ადამიანია, რასაც მე მარტო ამ სკოლიდან ვიცნობ, მე არ მჯერა, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს მთავარობა, ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს ხალხი”,-ამბობს ლევან ცუცქირიძე.
დემოკრატიის სკოლაში წინა წლებისგან განსხვავებით, ახლა არცერთი საჯარო მოხელე აღარ ირიცხება. საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებმა ამის სურვილი აღარ გამოთქვეს.
“ეს ნაკადი უფრო ფოკუსირებულია ახალგაზრდებზე და შეიძლება ეგეც არის მიზეზი, მეორე არის მიზეზი, რომ ქართული ოცნება არის ავტორიტარული მმართველი და დარწმუნებული ვარ, ის ხელს შეუშლიდა ადამიანებს, თავის თანამშრომლებს ამ სკოლაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. რადგან აქ, საჯარო მოხელეები მოოსმენდნენ მართალ სიტყვას, თავისუფალ და კრიტიკულ აზრზს და არა იმ პროპაგანდას, რასაც საკრებულოების, სკოლების მესიჯბოქსებში უყრიან ხოლმე. აქ კი, ყველა ადამიანი თავისი აზრით მოდის და მიდის. ეს არის პრინციპულად განსხვავებული სივრცე ქართული ოცნების საარსებო სივრცისგან. თუ ქვეყანაში დამყარდა რუსული დიქტატურა, თავისუფალი სივრცეები აღარ იარსებებს. მე უბრალოდ არ მჯერა რომ ეგ შესაძლებელია, რადგან საქართველოა რა..”-ამბობს ლევან ცუცქირიძე.
დემოკრატიის სკოლის ბოლო ნაკადში ახალგაზრდები, სტუდენტები და სკოლის მოსწავლეეები ჭარბობენ. მათ შორის არის ანასტასია ბრეგვაძე, რომელიც გვიყვება თუ რატომ გადაწყვიტა უნივერსიტეტის პარალელურად, აღნიშნულ სკოლაში სწავლა.
“ვარ 19 წლის, ვსწავლობ კავკასიის უნივერსისტეში. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში განათლება, რომ ვიცოდეთ რატომ და რისთვის ვიბრძვით. საზოგადოებაში ყველაზე დიდი პრობლემა გაუნათლებლობა არის ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. მსგავსი პროგრამები კი, ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდებს რაც მეტი გვეცოდინება მით უფრო კარგი იქნება როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ,,რუსული კანონი’’, რაც უკვე მიიღეს, ესეთი პროექტების გაგრძელებას ცხადია ხელს შეუშლის. შესაძლოა, ადამიანებს შეეშინდეთ ასეთ პროექტებში მონაწილეობის. ახალგაზრდებს აღარ ექნებათ შესაძლწბლობა გაეცნონ ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებს”,-ამბობს ანასტასია ბრეგვაძე.
სკოლის კიდევ ერთი მსმენელი პაატა მაჩიტაძეა, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში საკუთარი უნარების რეალიზება ისედაც რთულია, ამ კანონის ამოქმედება კი, ამას კიდევ უფრო გაართულებს.
“ისედაც ვიცით, როგორ ჭირს ამ ქვეყანაში ადამიანის რეალიზება. როცა ხელისუფლება ცდილობს ერთ თარგზე გამოჭრას ყველა, როცა არ უნდათ განსხვავებული აზრი, უნდათ ყველაფრის კონტროლი და ხელში აღება, არის საფრთხე. თუ ვინმეს არ მოწონს ეს ხელისუფლება და არ უნდა საჯარო სამსახურში დასაქმება, ეს ადამიანი იჩაგრება. ეს სკოლა და მსგავსი პროექტები ადამიანებს გვიჩვენებს ახალ გზას, ახალ შესაძლებლობებს, რასაც შეუძლიათ ეზიარონ მომავალში და ამას უსპობს ხელისუფლება ახალგაზრდა თაობას, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უნდა იყვნენ საფუძველი მომავალში ამ ქვეყნის აღმშენებლობის”,-ამბობს პაატა მაჩიტაძე.
საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი ვახტანგ ხმალაძე ერთ-ერთია იმ ლექტორებიდან, რომელიც დემოკრატიის სკოლის მსმენელებს შეხვდა. ხმალაძე ამბობს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედება ქვეყანაში გააქრობს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე დამოუკიდებელ მედიებს.
„რუსული კანონი ადვილია გამოსათქმელად და ეს კანონი ძალიან ჰგავს იმ კანონს, რომლითაც რუსებმა დაიწყეს - დაიწყეს სხვაგვარად მოაზროვნეთა დევნა, სხვათა შორის, პირველი ვერსია, რაც რუსებმა მიიღეს ბევრად უფრო რბილი იყო, ვიდრე ის რაც ახლა საქართველოს პარლამენტმა მიიღო ამ კანონის ვერსია, მაგრამ რუსებმა თანდათანობით ისე გაამკაცრეს ის კანონი, რომ შედეგად, მივიღეთ რუსეთი, რომელშიც აღარ არსებობს დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელშიც აღარ არსებობს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, რომელშიც აღარ არიან თავისუფლად მოაზროვნე მასწავლებლები, რადგან მათ აუკრძალეს სკოლებში სწავლება. მე ამ კანონს ვაფასებ უარყოფითად იმიტომ, რომ ვერ აკმაყოფილებს ვერცერთ იმ პრინციპს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი კანონი. ეს კანონი ეწინააღმდეგება არამხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე მუხლს, ის ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, სახელდობრ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლს და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტს. არადა ჩვენ, ჩვენივე კონსტიტუციის თანახმად, ვალდებული ვართ შევასრულოთ ამ საერთაშორისო ხელშეკრულების ნორმები. გარდა ამისა, საერთოდ რომ არ ყოფილიყო ეს ნორმები, რომ არ ჰქონოდა იმის შესრულების ვალდებულება, როგორც უკვე გითხარით, ეს კანონი არის იმდაგვარად შედგენილი და ისეთი შინაარსის, რომელსაც ვერანაირად უწოდებ კარგ კანონს. ის, რასაც ვასწავლით ხოლმე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, არც ერთ ამ მოთხოვნას არ შეესაბამება, ამიტომ არ შეიძლებოდა ამის მიღება და თუ ამ კანონმა დაიწყო მოქმედება და თუ ეს მოქმედება გაგრძელდა თუნდაც რამდენიმე თვე, შედეგად, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ისეთი ვითარება, როდესაც საქართველოში აღარ დარჩება არცერთი მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია და შესაბამისად, ათიათასობით ადამიანი, ვინც ამ ორგანიზაციებისგან იღებდა დახმარებას და ფრიად მნიშვნელოვან დახმარებას, როგორც ადვოკატობით, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სათანადო შემოსავალი არ აქვს, რომ გადაიხადოს ადვოკატის მომსახურების საფასური, ასევე ეკონომიკის განვითარების, განათლების სფეროს განვითარების მიმართულებით - ესენი აღარ იქნება. დიდი ალბათობით, აღარ იქნება ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალებები ანუ შედეგი იქნება ისეთივე, როგორიც დადგა რუსეთში. მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ჩვენი საზოგადოების პროტესტი, რაც აშკარად ჩანს და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის პროტესტი მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე ანუ ისეთ შედეგამდე, რომ ეს კანონი და სხვა მსგავსი კანონები გაუქმდება“, - აცხადებს ხმალაძე.
პროექტი მიზნად ისახავს, პოლიტიკური განათლებითა და სამოქალაქო აქტივიზმით ახალგაზრდული ხმების გაძლიერებას, დემოკრატიული პრინციპების მხარდაჭერასა და დემოკრატიის განვითარებას საქართველოში.
მმართველი გუნდის მტკიცებით, კანონი საქართველოში შემოსული უცხოური დაფინანსობის გამჭვირვალობას ეხება. საპარლამენტო უმრავლესობამ 2024 წლის აპრილსა და მაისში, ხალხმხრავალი პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად მიიღო კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ უცხოური გავლენის ძალად, თუკი მათი შემოსავლის 20 პროცენტი უცხოური ფონდებიდანაა. კანონს სამოქალაქო საზოგადოებამ "რუსული კანონი" უწოდა, რადგან მსგავსმა კანონმდებლობამ რუსეთში უკვე გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, მედია და სამოქალაქო სექტორი.

ფოტოზე: ლევან
ცუცქირიძე

ფოტოზე: გორის დემოკრატიის
სკოლის მსმენელები

ფოტოზე: ვახტანგ
ხმალაძე

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани