Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
ახალი ამბები
,,ხელფასი ხარჯებს ვერ ეწევა''- მარეხ ყამბეგაშვილი ემიგრაციაში წავიდა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის ქვემო ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში
მერის სპეციალისტი მარეხ ყამბეგაშვილი ემიგრაციაში წავიდა.
ის რამდენიმე კვირაა იტალიაში იმყოფება და საქართველოში აგვისტოს ბოლოს დაბრუნდება. ეს თარიღი საემიგრაციო პერიოდის დასრულებას ემთხვევა.
მარეხ ყამბეგაშვილმა გვითხრა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს წავა თუ არა სამსახურიდან, რადგან ხელფასი ხარჯებს ვერ ეწევა.
ჩვენს კითხვაზე, აპირებს თუ არა დაბრუნებას სამსახურში, ,,არაფერია გამორიცხული. საყურადღებო არაფერი მომხდარა. უბრალოდ ჩემი ხელფასი ხარჯებს ვერ ეწევა.'' - გვითხრა მან.
კასპის მერის პრესსამსახურის ცნობით, მარეხ ყამბეგაშვილი ამჟამად ფასიანი შვებულებით სარგებლობს, რომლის მაქსიმალური ვადა 1 თვეა, მომდევნო ერთ თვეს კი აგვიტოს ბოლომდე უფასო შვებულებით შეუძლია სარგებლობა.
,,ამჟამად, ამ თემით არ ვარ დაინტერესებული. რატომ წავიდა და დაბრუნდება თუ არა სამსახურში, არ ვიცი. ქვემო ჭალაში მოვალეობას ასრულებს ახალი წარმომადგენელი კეკელაშვილი. სპეციალისტიც მოვალეობას ასრულებს'' - გვითხრა კასპის მერის პრესსამსახურმა დალი კორკომაშვილმა.
ცოტა ხნის წინ, ქვემო ჭალაში მერის წარმომადგენელი სტეფანე მესროფაშვილი გარდაიცვალა. მის ნაცვლად მოვალეობას მარეხ ყამბეგაშვილი ასრულებდა, რადგან წლებია სოფელში სპეციალისტად მუშაობდა. მოგვიანებით, მარეხ ყამბეგაშვილის ნაცვლად, წარმომადგენლად სხვა დაინიშნა.
როგორც არაოფიციალურად გვაცნობეს, ,,ქართული ოცნების'' ადგილობრივ ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა გამოთქვა პრეტენზია, რომ სოფელში წარმომადგენლად მამაკაცი უნდა დაინიშნოს:
,,კაცები გამოილია სოფელშიო? კაცი დავნიშნოთ მერის წარმომადგენლადო'' - გვეუბნება წყარო.
ქვემო ჭალაში, სოფლის ხელმძღვანელად ქალების დანიშვნას ჯერ კიდევ 2013 წელს აპროტესტებდნენ. ამის ამსახველი ვიდეო ,,ქართლის ამბების'' არქივში მოიძებნება.
მარეხ ყამბეგაშვილი ათ წელზე მეტია ერთგულად ემსახურება ,,ქართულ ოცნებას'' და მის გუნდს კასპში. ათი წლის წინ, იგი და მისი თანამოაზრეები დაუპირისპირდნენ გამგებელს ოლეგ იაძეს და განაცხადა, რომ კასპი იქცა ,,ტატამად'' რადგან სათავეში სულ მოჭიდავეები მოვიდნენ.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани