Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,მე რომ აღარ ვეყოლები, ილიაც ალბათ წავა ევროპაში, დებთან'' - ილია მაზმიშვილი შინდისიდან


22-წლის ილია მაზმიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში დედ-მამასთან ერთად ცხოვრობს. უბანი სოფლის სიღრმეში მდებრეობს, მისასვლელი შიდა გზები კი მიხვეულ-მოხვეულია, თანაც, მცირე ზომის სარწყავი არხების წყალობით, - დახრამული. სახლს შინდისელების დახმარებით მივაგენით.

როდესაც მაზმიშვილების ოჯახს ვესტუმრეთ, ილია თავისი პატარა მანქანით სხვა უბანში იყო გადასული. ჩვენი რეპორტაჟის გმირი ამ გზებზე ელექტრომანქანით მოძრაობს. ცენტრალური, გორი-ნიქოზის გზა მოშორებითაა, ამიტომ ილიას დედა, იზო მაზმიშვილი მშვიდადა, რადგან სოფლის შიდა გზებზე მოძრაობა შედარებით უსაფრთხოა ილიასთვის.

,,ჩემს შვილს არა აქვს ელექტროეტლი. იმ ეტლს კი, რაც აქვს, ხელით მოძრაობა სჭირდება. ამიტომ, ამ დანგრეულ გზებზე ძალიან უჭირს ეტლით მოძრაობა. განსაკუთრებით რთულია წვიმის შემდეგ გადაადგილება. მე თუ არ დავეხმარე, თვითონ ვერ მოძრაობს. ხელები ტალახით ეთხვრება. ეს პატარა ელექტრომანქანა კი ბიძაშვილმა ჩამოუყვანა. ამ მანქანით გადის სოფელში თავისით, თანატოლებთან, ხან დიდებთან ბირჟაზე. სხვა წასასვლელი არც აქვს.“ - გვიყვება იზო მაზმიშვილი, ილიას დედა.



ილია მაზმიშვილი 2024 წლის მაისში გორში გავიცანით. ის დედასთან ერთად იმ აქციაზე იმყოფებოდა, რომელიც ე.წ. აგენტების (რუსული) კანონის წინააღმდეგ გაიმართა. ილიამ მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. გადაადგილებაში აქაც დედა ეხმარებოდა:

,,მე აქციებზე იმიტომ დავდივარ, რომ რაღაც იმედები მაქვს. ვფიქრობ, რომ ევროპა უფრო მეტად დაგვეხმარება. რუსეთის გაგონება არც მინდა. 2008 წლის ომმა ჩვენს თავზე გადაიარა. ძირითადი ომი აქ იყო, შინდისში. ჩემი მეუღლე იბრძოდა მაშინ, რუსეთის წინააღმდეგ. სამივე ბავშვით მარტო ვიყავი სახლში. ძალიან ცუდი რაღაცეები მახსოვს და მე ვხედავ, რომ ჩემი შვილებისთვის ევროპული მომავალი უფრო არსებობს; ჩემი უფროსი შვილები იქ არიან, ილიასთვისაც ვფიქრობ, რომ მე როცა არ ვიქნები, ჩემი შვილიც იქ წავა, თავისი დები მიხედავენ.“ - გვეუბნება იზო მაზმიშვილი.

დედის ცხოვრება ძალიან რთულად დაიწყო. ის და მისი მეუღლე ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, როცა დაქორწინდნენ:



,,გაჭირვებული ცხოვრება გვქონდა. გვეყოლა სამი შვილი, ორი გოგო და ერთი ბიჭი. როცა ილია გაჩნდა, თავიდანვე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. უფრო გაგვირთულდა ცხოვრება. გოგოებს სწავლა უნდოდათ, მთელი ნაშრომი რაც გაგვაჩნდა, ილიას მოვლას უნდებოდა. ბევრს ვნერუვიულობდით. უფროსმა გოგომ გადაწყვიტა, რომ უმაღლესში ჩაებარებინა.““ - ამბობს იზო მაზმიშვილი.

ჯანმრთელობის პრობლემებს დაემატა თირკმელების უკმარისობა. ილიას დასჭირდა თირკმელის გადანერგვა.

,,არ გვქონდა მაგის საშუალება, რომ შეგვეძინა თირკმელი, თან რეაბილიტაცია სჭირდებოდა, ამიტომ ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, რომ მიეცა თავისი თირკმელი. ამან უფრო გაართულა ჩვენი ცხოვრება. მე უმუშევარი ვარ, ჩემ მეუღლეს თირკმელის გადანერგვის მერე არ შესწევს უნარი იმუშაოს. ძირითადად მე მიწევს სოფლის საქმე“ - ამბობს იზო.

ილიას სათანადო მიხედვა სჭირდება. ასისტენტის მოვალეობას დედა ასრულებს.



,,საუკეთესო კვება უნდა ბავშვს, მედიკამენტი - რა თქმა უნდა. თირკმელის გადანერგვის დროს, 48 დღე რეანიმაციაში იწვა. გაუჩნდა ნაწოლი. ეს ნაწოლები დღემდე პრობლემა გახდა. ჰიგიენური საშუალებები ძალიან გვიჭირს. ეს აუცილებელია, რომ სეფსისი არ წავიდეს.“

ილიამ სკოლა დაამთავრა. ოჯახის ფინანსური ხელმოკლეობის გამო, ვერ შეძლო შესაბამის პროგრამებში ჩართვა. ამას ემატება ისიც, რომ ოჯახს დღემდე ნაკლები ინფორმაცია აქვს პროგრამების შესახებ. მათთან არ თანამშრომლობენ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებიც, მათ შორის, სოფლის წარმომადგენელი და დეპუტატიც კი.

,,სულ სოფელში ვართ. ვერსაც მიმყავს ბავშვი. პანდემიამდე იყო არასამთავრობო ორგანიზაცია შემოსული ჩვენს სოფელში. კომპიუტერის სასწავლო კურსები უნდა ჩაეტარებინათ. გადავწყვიტე, რომ ჩვენი სახლის ერთი ოთახი დამეთმო, მაგრამ პანდემია დაიწყო. თირკმელის გადანერგვის შემდეგ, შემეშინდა, რომ ილიას ვირუსი არ შეხვედროდა. ინფექცია არ შეჭროდა დავანებე თავი. მას შემდეგ, დღემდე ვერ მოვიძიეთ ის ორგანიზაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ ბავშვმა სახლში ისწავლოს.“ - გვიყვება იზო მაზმიშვილი.

როგორც თავად იხსენებს, 2012 წლამდე, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმარებოდნენ სხვადასხვა პროგრამებში ჩასართავად. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყურადღების მიღმა დატოვეს. სოციალური დახმარება მოუხსნეს, ზამთარში შეშაც კი არ მიუტანეს.

,,2018 წელს ზამთარში ძალიან გვიჭირდა. ვთხოვე ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ შეშა ჩვენი ოჯახისთვისაც გაეთვალისწინებინათ. როცა დარიგდა შეშა, ჩვენ არ მოგვიტანეს. როცა მივედი და ვიკითხე, ასე მითხრეს, ნაციონალებმა მოგიტანონ შეშაო,“ - იხსენებს ილიას დედა.

იზო მაზმიშვილს ისღა დარჩენია, რომ დიდხანს სიცოცხლისთვის იბრძოლოს:

,,მინდა დიდხანს ვიცოცხლო; მინდა, დიდი ხანი ვყავდე ილიკოს. სულ იმის შიში მაქვს, მე რომ რამე მომივიდეს,ილია მარტო დარჩება. მინდოდა, სათანადო ცოდნა მიმეცა ბავშვისთვის, მაგრამ ძალიან გვიჭირდა და გვიჭირს. იქნებ ამან მაინც დიდხანს იცოცხლოს.“


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020