Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,აღვიქვამთ, რომ წყალი გვაქვს“ - სოფელი ახალი ქინძათი


,,დადგეს ამოდენა ცისტერნა, ავაფრიალეთ დროშა, არიქა გვეშველაო, მაგრამ წყალი არ მოდის“ - ამბობს ლამარა ქიტიაშვილი, რომელიც სტადიონიდან დაბრუნებულ ბავშვებს ჭიდან ამოღებული წყლით უნდა გაუმასპინძლდეს.

იგი იხსენებს, რომ როდესაც სოფელში ჩიყვის პრობლემა გაჩნდა, სასმელი წყლის გაკეთება მოითხოვეს. გამოიყო თანხა ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან, გაკეთდა ჭაბურღილი, დადგეს კოშკი, თუმცა უხარისხო წყალი წამოვიდა.

,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,“ - ამბობენ ადგილობრივები.



სასმელი წყლის სისტემის მოწყობის დროს სოფელში გზები დაითხარა. ყოველი წვიმის დროს, სოფლის ქუჩები ისე ტალახდება, მანქანებსაც კი უჭირს გავლა.

,,სტადიონი არა, მაგრამ ბევრ რამეს დაგვპირდნენ. გზის დაგებას დაგვპირდნენ. სტადიონიც გვინდა. მინდორში გვაქვს სტადიონი. ეკლები და ტალახია იქ. ბურთი გვაქვს, მაგრამ სტადიონი არ გვაქვს,'' - გვეუბნება გიგა, რომელიც სოფელში ბებიასთან დასასვენებლად სურამიდან ჩავიდა.




,,ჩავედით ხაშურის მერიაში, მოადგილესთან ავგზავნეთ წარმომადგენელი. უთხრა, სოფლიდან ბარებითა და თოხებით არიან ჩამოსულებიო და აქაურობას დაანგრევენო. მოადგილემ გვიპასუხა, ოღონდ ახლა წადით აქედან და ორ დღეში ამოვალთო. იმის მერე 2 და 3 წელი გავიდა. აქ მხოლოდ წელიწადში ერთხელ მოდიან, ისიც არჩევნების დროს.“- ამბობენ ადგილობრივები.

ქვემო იგივე ახალი ქინძათი გაჩნდა 1990-იან წლებში, როდესაც სოფელ ზემო ქინძათში მეწყრული პროცესები დაიწყო. 30-მდე კომლი სოფელ ალის ტერიტორიაზე დაასახლეს. ახალ დასახლებაში მხოლოდ ის ოჯახები ჩამოიყვანეს, რომელთა სახლები დაიმეწყრა, დანარჩენი მოსახლეობა ძველ ქინძათში დარჩა.

ვრცლად ვიდეოში:


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020