Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორიდან დრეზდენში - ზურა და ჯემიკო გაცვლითი პროგრამით გერმანიაში


„ეს პროგრამები დამეხმარა ჩემს პიროვნულ განვითარებაში, ძალიან ბევრი შესაძლებლობა მომცა, ასევე დასაქმების მხრივაც", - გორელმა ახალგაზრდებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში მიიღეს მონაწილეობა. „ერასმუს +"-ს  პროგრამის ფარგლებში ისინი გერმანიის ქალაქ დრეზდენში იმყოფებოდნენ. 

ახალგაზრდები ამბობენ, რომ ამ პროგრამის საშუალებით ევროკავშირი სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ეწვიონ ევროპის ქვეყნებს, გაეცნონ იქაურ კულტურას, ისტორიას, ცხოვრების წესს.

ქეთი ლომაძე ამბობს, რომ პირველად „ერასმუს+"-ს პროგრამაში მონაწილეობა 14 წლის ასაკში მიიღო, მას შემდეგ ქეთიმ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 10-ზე მეტ პროექტში მიიღო მონაწილეობა
.
„დრეზდენის უნივერსიტეტში ვართ გერმანელების და ქართველების ჯგუფი. აღნიშნული პროგრამ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობებს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაატარონ დრო, გაეცნონ იქაურ კულტურას, ისტორიას, ისწავლონ. მე პირადად ერასმუსის პროგრამებში მონაწილეობა დავიწყე 14 წლის ასაკიდან. ჩემი პირველი გაცლითი პროგრამა იყო გერმანიაში, ეს იყო უბრალოდ თვალის ახელა - საბოლოო ჯამში, ერასმუსის 10-ზე მეტ პროგრამაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ეს ყველაფერი დამეხმარა ჩემს პიროვნულ განვითარებაში, ძალიან ბევრი შესაძლებლობა მომცა, ასევე დასაქმების მხრივაც", - ამბობს ის.

ზურა მაჭარაშვილი ამბობს, რომ ევროპის ქვეყნები ბევრი მიმართულებით არის საუკეთესო მაგალითი. ის ყურადღებას ამახვილებს ქალაქის არქიტექტურაზე - თუ როგორ შემოინახა გერმანიამ ისტორია და ამის პარალელურად, თანამედროვე არქიტექტურა როგორ ადაპტირდა ძველთან.

„არქიტექტურა, რომელიც წარსულიდან მოჰყვებათ ძალიან კარგად შეძლეს რომ გაეერთიანებინათ ახალ, თანამედროვე არქიტექტურასთან, რომელმაც ერთად ჩამოაყალიბა დრეზდენის ეს ლამაზი ატმოსფერო. არ არის ამოვარდნილი ახალი ნაგებობები ძველი სტრუქტურისგან, არ ვხედავთ შუშის შენობებს ძველ და ისტორიულ ადგილებზე", - ამბობს ზურა.

გერმანიაში მიღებული გამოცდილებებიდან, ჯემიკო მაზმიშვილი ყურადღებას ამახვილებს ნარჩენების მართვის პოლიტიკაზე. ამის მაგალითად კი, მოჰყავს გერმანიის სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში არსებულ სპეციალურ აპარატებზე, რომელიც პლასტმასის და თუნუქის ქილების ჩაბარების სანაცვლოდ, გარკვეულ თანხას აძლევს მომხმარებლებს.

„გვაქვს დაგროვილი თუნუქის ქილის და პლასტმასის ბოთლები, რომელიც შეგიძლია ჩააგდო აპარატში - 3 ჩაგდებულ ბოთლზე აპარატი გაძლევს 22 ცენტს, შესაძლებელია ამ დაგროვილი ცენტებით შეაგროვოთ ევრო, რომლითაც ახალ ქილას იყიდით. ავიღეთ 5 ევრო, რომელსაც გავანაღდებთ სალაროში", - ამბობს ის.

ურბანული განვითარების მხრივ, ახალგაზრდები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ როგორ არის მოწესრიგებული ტრანსპორტის თემა. მათი თქმით, გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, გერმანიაში მოხდა ველოსიპედის, როგორც გადაადგილების ერთ-ერთი საშუალების პოპულარიზაცია.

„აქ ხშირად ვერ შეხვდები ძალიან ძვირადღირებულ მანქანებს. ადამიანების უმეტესობა მაინც გადაადგილდება ძალიან ჩვეულებრივი, არცთუ ისე ძვირიანი მარკის მანქანებით და ასევე ძალიან ბევრს ადამიანს შეხვდებით, მათ შორის ხანშიშესულ ადამიანებსაც, ვისაც უყვარს ველოსიპედით გადაადგილება. უნდა ითქვას, რომ საკმაოდ ადაპტირებულია ქალაქი ველოსიპედის მოყვარულებისთვის", - ამბობს ზურა მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, გულსატკენია ის ფაქტი, რომ განსხვავება ძალიან მკაფიოა გერმანიასა და საქართველოს შორის საპენსიო ასაკის მოსახლეობის ცხოვრების დონის მიხედით.

„მაშინ, როდესაც საქართველოში უმეტესობა გადარჩენისთვის იბრძვის, აქ ვხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც მთელი ცხოვრება იწვალეს და რაღაცა ქონება დააგროვეს, ახლა ძალიან ბედნიერად და თავისუფლად ცხოვრობენ. იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც მოვა დრო, როცა საქართველოშიც ვნახავთ ისეთ ხანშიშესულ ადამიანებს, რომლებსაც სადარდებელი არა იმაზე ექნებათ როგორ იყიდონ დავუშვათ საკვები, წამლები და ა.შ არამედ ამ ფულით იმოგზაურებენ და იმ ოცნებებს აიხდენენ, რაც რეალურად ჰქონდათ ახალგაზრდობის პერიოდში. უკეთესი იქნება თუ გადავასწრებთ და ახალგაზრდობის პერიოდშივე გვექნება საშუალება, რომ ის ვიყიდოთ და შევიძინოთ, რისი სურვილიც სულ გვქონდა", - აცხადებს ზურა.

როგორც „ერასმუს +",-ს ოფიცილურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, პროგრამა 2021-2027 წლების ფარგლებში არაასოცირებული -პარტნიორი - ქვეყნების ორგანიზაციებს სთავაზობს უამრავ ახალ შესაძლებლობას. პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში 2021-2027 წლებისათვის არის: ხარისხიანი განათლება, ინკლუზია და გენდერული თანასწორობა, მწვანე და ციფრული განვითარების მხარდაჭერა, მასწავლებლები და ტრენერები, უმაღლესი განათლება, გეოპოლიტიკური განზომილება.


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020