Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
9 აგვისტო - მძიმე დღე სოფელ კარბში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში მემორიალურ დაფაზე იმ 8 ადამიანის სახელი და გვარია ამოტვიფრული, რომლებიც 2008 წლის 9 აგვისტოს დაბომბვისას დაიღუპნენ.

ჭურვი სოფლის ცენტრში ჯერ 7:30 სთ-ზე ჩამოაგდეს. განმეორებით კი - ორი საათის შემდეგ, დაახლოებით 11 საათზე.

ამ დროს, დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები: გიორგი მარიამიძე, ანზორ ბიძინაშვილი, ციალა ბიძინაშვილი, ამირან თევდორაშვილი, ნაზო თევდორაშვილი, ირაკლი თევდორაშვილი, დოდო მარიამიძე, ვალიკო შევარდენიძე.

მეორე ბომბის ჩამოვარდნის დროს, სოფლის ცენტრში იმყოფებოდა გიორგი მარიამიძე - სოფლის სკოლის ყოფილი დირექტორი. როგორც ადგილობრივები იხსენებენ, ხის ქვეშ სკამზე იჯდა და რადიო ჰქონდა ჩართული ახალი ამბების მოსასმენად. ბომბის ჩამოვარდნის დროს, თავის არეში დაიჭრა. დაიღუპა საავადმყოფოში.

პირველ ბომბს ემსხვერპლა დოდო მარიამიძე, რომელმაც ჯერ შვილიშვილი გაისტუმრა ქალაქში, თვითონ არ წავიდა და დარჩა სახლში. ვალიკო შევარდენიძე საკუთარ ეზოში ფეხში დაიჭრა და სისხლით დაიცალა. ნაზო თევდორაშვილმა რამდენიმე საათი იცოცხლა. ირაკლი და ამირან თევდორაშვილები ძმები იყვნენ. ციალა ბიძინაშვილი თავის ეზოში დაიღუპა.

კარბის შემთხვევა, როგორც რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაული, სტრასბურგის სასამართლოში განიხილეს. სარჩელი მოამზადა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, კონსტიტუციის 42-ე მუხლმა, რომლის წარმომადგენელი იყო მანანა კობახიძე. დღეს მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა. მანანა კობახიძე, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვებაში, ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას.

სოფლის ცენტრში მემორიალური დაფა 2019 წელს გაიხსნა.

ვიდეო არქივიდან

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020