Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
აშშ-ს სენატორ ჯინ შაჰინის ვიზიტი შიდა ქართლში
ამერიკელი სენატორი, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. აშშ-ის საელჩომ ინფორმაციის გავრცელების დროს ხაზი გაუსვა, რომ ეს ვიზიტი ორპარტიულია.

10 აგვისტოს ისინი შიდა ქართლში იმყოფებოდნენ. საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციას გაეცნენ, შემდეგ კი სხვადასხვა ორგანიზაციები მოინახულეს.

,,აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ გორის ახალგაზრდულ ცენტრში სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერს შთამაგონებელი შეხვედრა ჰქონდათ ქართველ სტუდენტებთან და ახალგაზრდა ლიდერებთან. 100-ზე მეტი ქართველი ახალგაზრდა, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები, ჩართულია ცენტრში მიმდინარე ღონისძიებებში ახალი უნარების განვითარების, კავშირებისა და სამუშაო შესაძლებლობების მოსაძიებლად.'' - აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ზოგიერთი დახმარება, რომლითაც საქართველოს მთავრობა სარგებლობს, განცხადების მიხედვით, აშშ აგრძელებს ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების სრულ მხარდაჭერას.



გარდა ამისა, სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა შიდა ქართლში, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ჟოლის ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ქარხანა დაათვალიერეს. აქ ისინი შეხვდნენ ადგილობრივი მეწარმეების ჯგუფს, რომლებმაც ისარგებლეს აშშ-ის პროგრამებით.

,,შეერთებული შტატების მთავრობა ამაყობს, რომ წვლილი შეიტანა მათ წარმატებაში და მხარს უჭერს ყველა ქართველის საკეთილდღეო საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ზოგიერთი დახმარება, რომლითაც საქართველოს მთავრობა სარგებლობს, ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების სრულ მხარდაჭერას.'' - ვკითხულობთ განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020