Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
როგორ გადარჩა დასავლეთის დახმარებით ატენის სიონი
„ატენის სიონში დასავლური დახმარება იყო ძალიან ტევადი, მნიშვნელოვანი, მრავალმხრივი. ფაქტობრივად, ეს იყო ის პირველი დახმარება და აუცილებელი დახმარება, რომელმაც ქართულ სარესტავრაციო სკოლას დაუმკვიდრა თანამედროვე სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობა", - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მდებარე ისტორიული ძეგლის შესახებ ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი გვიყვება.

აღმოჩნდა, რომ VII საუკუნით დათარიღებული ძეგლის გადარჩენა სწორედ დასავლური დახმარების საშუალებით მოხერხდა. ეს ყველაფერი დაიწყო 2003 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებით.

„ეს დაიწყო 2003 წელს, როდესაც პირველი კატასტროფა მოხდა ატენში და მისი უძველესი - მეხუთე საუკუნის სუბსტრუქცია დაინგრა. მაშინ მახსოვს, როგორ მომენტალურად დადგა ამერიკის საელჩოს ბიუჯეტი და ამერიკის საელჩო ქართველი კოლეგების გვერდით იმიტომ, რომ მაშინ ჯერ კიდევ 1990-იანი წლების კრიზისი იყო და ფაქტობრივად, ძეგლთა დაცვის ორგანიზაციას საერთოდ არ გააჩნდა ბიუჯეტი და ამერიკული დახმარება რომ არა, ასე უცებ ვერ მოშუშდებოდა ატენის სიონის სუბსტრუქციის ყველაზე ძველი ნაწილის პრობლემატიკა", - ამბობს ვაჩეიშვილი.



მისივე თქმით, დასავლური დახმარება ამით არ დასრულებულა - უკვე 2005 წლიდან ევროკავშირის ქვეყნების ჩართულობით და დახმარებით მოხერხდა ის, რომ ატენის სიონში მიმდინარე რღვევის ინტენსიური ეროზიის პროცესი შეჩერდა.

„ატენში ჩართული იყვნენ გერმანელი სუბსტრუქციის სპეციალისტები, ასევე ქვის და ფრესკების კონსერვაციის სპეციალისტები. ეს იყო შემთხვევა, როდესაც გარეგნულად პროცესი არ ჩანდა კატასტროფის, მაგრამ ყველა ნიშანი იყო იმისა, რომ შიგნით მიმდინარეობს რღვევის ინტენსიური ეროზიის პროცესი და სწორედ ამ დასავლურმა გამოცდილებამ, ამ ექსპერტების ჩამოსვლამ, ინტენსიურმა მუშაობამ ქართველ სპეციალისტებთან ერთად გამოკვეთა, რომ ატენის სიონი იყო მაგალითად, სულ მთლიანად ცარიელი გულით - რომ დაიწყო მისი ხელმეორედ შევსება აღმოჩნდა, რომ 22 ტონა კირი დაუბუნდა სიონს სწორედ იტალიური მეთოდით. როდესაც აღმოჩნდა, რომ ატენის სიონის ყველაზე დიდი ბზარი, რომელიც იყო ყველაზე დიდი რისკი მისი გადახლეჩვის - სწორედ გერმანელი სეციალიტების რეკომენდაციით მიიღო მან მთლიანი კონსტუქციული სისავსე, რომელიც დღეს აქვს", - აცხადებს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.

ატენის სიონის გადარჩენის საქმეში დასავლური წვლილი ამით არ დასრულებულა. ვაჩეიშვილი იხსენებს, რომ სწორედ გერმანელი და იტალიელი სპეციალისტების ჩართულობით, მოხდა ის, რომ ისტორიულ ძეგლს მეოცე საუკუნის ქიმიური წვიმების მიუხედავად, მინიმუმ 50-60 წლის მდგრადობის გარანტია მიეცა.

„სწორედ ამ სპეციალისტების მეშვეობით იყო, როდესაც მეოცე საუკუნის ქიმიური წვიმების შემდეგ ვხედავდით, რომ ატენის სიონის უნიკალური ფასადები და რელიეფები გამოქარულია, მინერალებისგან დაცლილია, იფშხვნება და ქარს მიაქვს. სწორედ ამ ნატურალური შემავსებლებით, რომლითაც დამუშავდა ატენის სიონის ფასადები და რელიეფები - გადაარჩინა ისინი დაღუპვას და მინიმუმ 50-60 წლის მდგრადობის გარანტია მისცა. ანუ ის ცოდნა, რომელიც ატენის სიონში დაილექა, სწორედ არის საწინდარი იმისა, რომ ქართველმა სპეციალისტებმა უკვე იციან ეს მოწინავე ტექნოლოგიები, ძალიან ტრადიციული, მაგრამ ამავე დროს - თანამედროვე" - ამბობს ვაჩეიშვილი.

ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ ვაჩეიშვილისთვის, ეს ამბავი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კი არ დავრჩით რუსეთის რომელიღაცა გუბერნიის ძალიან დაბალი სტანდარტის  ამარა, არამედ, წავედით წინ.
„დასავლურმა დახმარებამ ძალიან რთული ამოცანების გადაწყვეტის შესაძლებლობა მოგვცა და რაც მთავარია, გადავარჩინეთ ატენის სიონი"

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020