Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
სამი თაობა თავისუფლების ძიებაში – ტარიელ გურგენიძე მეჯვრისხევიდან
„როცა მამასთან ერთად, ჩემი ბავშვობის ძველ სახლს ვშლიდი სხვენზე ავედი, სადაც კვამლისა და მტვრისგან გაპოხილი, გადახვეული ბამბაზიის ხალათი ვნახე. აი ამ მატერიის ნაგლეჯებში აღმოვაჩინე 1832 წელს გამოცემული „ახალი აღთქმა“. ახლა ეს წიგნი ჩემი ოჯახის რელიქვიაა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი განათლებული და წინდახედული ბებია მყავდა. იმ პერიოდში ალბათ იმდენად დიდი იყო შიში რეპრესიების, ციხის, მუქარის, რომ ასე მალავდნენ ამ ოთხთავს. იმ დროს სულ შიშის ქვეშ ვიყავით ადამიანები, სულ გაუცნობიერებელი რაღაცა დაგვდევდა უკან. აჩრდილი რაღაც შიშისა, უბედურებისა და მოულოდნელობისა.“ - ასე იხსენებს ბავშვობას ტარიელ გურგენიძე და სიამაყით გვიყვება ამბებს წინაპრების შესახებ.

საბჭოთა ეპოქა დასრულდა. თუმცა საზოგადოების ნაწილი ისევ საბჭოთა მეთოდებით მოქმედებს. ამის მაგალითად კი ტარიელი ერთ ამბავს იხსენებს.

„,თ,უმცა ახლა ხომ ცივილიზაციაა, გავიხედეთ დასავლეთისკენ, მაგრამ მაინც არის მცდელობა იმისა, რომ ვიღაცამ შენზე ზეგავლენა მოახდინოს. შარშან წყალსადენის სამმართველომ თვენახევრის განმავლობაში ივლისი- აგვისტოს პერიოდში სარწყავი წყალი შეგვიწყვიტა. თვენახევრის განმავლობაში შენ, სოფლის მოსახლეობას, რომ ბაღის მორწყვის საშალებას არ მისცემ, ეს არის კატასტროფა. აბსოლიტური კატასტროფა. მე ეს ამბავი სოციალურ ქსელში დავწერე და რა მოხდა იცით? საღამოს სოფლის გამგებელმა დამირეკა. ყვირილით, ჩხუბით, გინებით მლანძღავს და რას მეუბნება, სიტყვა-სიტყვით დავიმახსოვრე ეს ფრაზა, „შენ რომ ეგეთ პოსტებს დებ, მერე მე გორში მიბარებენ და მლანძღავენ. რა ნახე, რა გააჭირე საქმე“ არის თუ არა ეს თავისუფლების შეზღუდვა? გამორიცხულია ქვეყნის და საზოგადოების განვითარება, დასავლეთთან ურთიერთობის, დასავლეთთან კომუნიკაციის გარეშე.დეტალებს არ ჩავუღრმავდები,მაგრამ როცა მე საფრანგეთში ვარ ჩემს შილთან, მიხარია არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ჩემი შვილიშილები არიან და მათით ვხარობ, არამედ იმიტომ, რომ იქ ვგრძნობ რომ მეც ადამიანი ვარ.“-ამბობს ტარიელ გურგენიძე.

ტარიელ გურგენიძე სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, აკეთებს და მოივპოვებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც ქართლშია შესაძლებელი. აქვს ნახევარ ჰექტარზე გაშენებული ვენახი და ულამაზესი ვარდების სანერგე მეურნეობა. ბავშვობის წლებზე ბევრს საუბრობს. რადგან ოჯახში უფროსი შილი იყო, მამასთან ერთად ფიზიკურად ბევრს შრომობდა.

„საცოდავი მამაჩემი, ღამის ორ-სამ საათზე წამომაყენებდა ხოლმე იმის გამო, რომ ოჯახს 400 გრამით მეტი პური მიეღო. ეს იყო შიმშლის, სიღატაკის, უბედურების, შიშის პერიოდი.

6-7 წლის ბავშვი გააღვიძო შუაღამისას, ზამთრის ყინვასა და სუსხში. სახლი იყო ძალიან პატარა. სულ ერთ ოთახი გვქონდა, სადაც მთელი ოჯახი ვცხოვრობდით. აქვე ცხოვრობდა პაპაჩემიც, მამიდაჩემიც და თქვენ წარმოიდგინეთ ერთ ოთახში ვცხოვრობდით ამდენი ადამიანი. სახლის გვერდით სადგომი გვქონდა. ამ სადგომში პაპას ჰყავდა ორი კამეჩი, ორი ძროხა.“-იხსენებს ტარიელ გურგენიძე და აქვე გვიყვება პაპის შესახებ, რომელსაც კომუნისტებმა საკუთარი საქმიანობა აუკრძალეს და ოჯახი სიღარიბისთვის გაიმეტეს.



„პაპაჩემმა, ეტყობა აზრიანი კაცი იყო. თავისი კამეჩებისათვის შეკრა ურემი და ეწეოდა ე.წ. სამეწარმეო საქმიანობას . ეხლა რას ნიშნავს ეს, მაგალითად როგორც დღეს, თანამედროვე ტაქსებია, რომლებიც ადამიანებს ემსახურებიან. ზუსტად ასეთი იყო პაპაჩემის საქმეც. უზრუნველყოფდა ხალხის გადაადგილებას და ეხმარებოდა ტვირთის მიტანა-მოტანაში. თუმცა კომუნისტებმა აიძულეს, რომ ამ საქმიანობისათვის თავი დაენებებინა იმიტომ, რომ დაემუქრნენ. უთხრეს ან დაგიჭერთ ან და ეს კამეჩები შემოიყვანე საკოლმეურნეო საქმიანობაში და საკოლმეურნეო საქმიანობას მოახმარეო. მახსოვს, მაშინ როგორ გაბრაზდა პაპა. მუქარის მიუხედავად, თავის კამეჩები საკოლმეურნეო საკუთრებად არ აქცია, თუმცა საქმიანობისაგან ხელი აიღო. ამის შემდეგ უფრო მეტად გაგვიჭირდა“- გვიყვება ტარიელ გურგენიძე.

ტარიელი გვარწმუნებს, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება მევენახეობასა და საერთოდ სამეურნეო საქმიანობაში მისი პაპის დამსახურებაა. სწორედ რთუმა წლებმა მისცა ცხოვრებისეული გამოცდილება, რისი შედეგიც მისი ოჯახური მეურნეობებია.

„ ჩემთვის ყველაზე საამაყო, ვარდების სანერგე მეურნეობაა, სადაც 160 სხვადასხვა ჯიშისა და სახეობის ვარდი ხარობს. ასევე ვაწარმოებ კურკოვანი და თესლოვანი ხეხილის ნერგებს და განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებს, აი ამ უნიკალური ყურძნის ჯიშების ნერგების წარმოება. მაქვს მსხმოიარე ხეხილის ბაღი, რომლის მოსავლის თითქმის 100%-ს ვიყენებ ჩემს ოჯაში წარმოებული, აბსოლიტურად ნატურალური, უნიკალური და უალტერნატივო ვაშლის ძმრის დასაყენებლად

ჩემი პროექტი უკონკურენტოდ გავიდა, ქალბატონი იამზეს თანადგომითა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ „აფხაზეთის“ ხელშეწყობით მოიპოვა ევროკავშირის დაფინანსება. საშალება მომცა კიდევ დამატებით შემეძინა ავზები და წელს უკვე ვაპირებ , სულ ცოტა14-15 ტონამდე ავიყვანო ვაშლისძმრის წარმოება.“-ამბობს ტარიელ გურგენიძე.


Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020