Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2024 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ჭაობიანი ავზი სოფელ ზერტში - მერია მის დემონტაჟს ჯერ არ აპირებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში, სასმელი წყლის ავზი, რომელიც დაბინძურებულია, 2025 წლის აგვისტომდე იქნება მოქმედებაში.

ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიაში მიიღეს. 2024 წლის 12 ივნისის წერილში, გორის მერი საპროექტო ორგანიზაციას სთხოვს, რომ ახალი ავზისთვის სხვა ლოკაცია მოძებნონ.

,,საპროექტო ჯგუფმა'' მანამდე შეადგინა პროექტი ზერტის სასმელი წყლის მოწყობის სისტემის სამუშაოებისთვის. ამ პროექტში წერია, რომ ახალი ავზი უნდა გაკეთდეს იმ ადგილზე, სადაც ძველი ავზი დგას.

თუმცა, 12 ივნისის წერილით, მერიაში შიშობენ, რომ ვიდრე ახალი ავზი დამონტაჟდება, მანამდე სოფლის დიდი ნაწილი / კვარხეთის მხარე/, წყლის გარეშე იქნება დარჩენილი.

წყალი კი, რომელიც ფოტოზე აღბეჭდილი ავზიდან მოდის, საკმაოდ დაბინძურებულია. აკოფაშვილების უბანში გვითხრეს, რომ ის ასევე ქვიშითაა სავსე.

სოფელ ზერტში, სულ 5 ავზია. აქედან ნაწილი 2021 წელს დამონტაჟდა. რაშიც 800 000 ლარამდე დაიხარჯა. ახალდამონტაჟებულთაგან ერთ-ერთი უკვე დაზიანებულია. როგორც ბესიაშვილების უბანში გვითხრეს, მშენებლმა კომპანიამ სოფელში მეორადი ავზი ჩაიტანა და ის ღვინის ქარხნისგან შეუძენია.

,,ალბათ, ქარხანაში ღვინო გასდიოდა და ჩვენთან გაასაღეს'' - გვითხრეს უბანში.

რაც შეეხება დანარჩენ სამ ავზს, ამ ეტაპზე უცნობია მათი მდგომარეობა.

2021 წელს პროექტის განხორციელების დროს, მოსახლეობას მრიცხველები არ დაუმონტაჟეს. მომდევნო პროექტი 2024-2025 წლისთვის დაიგეგმა.

,,ახალ ისეთი მრიცხველებს აყენებენ, ხელს რომ მოკიდებ, იშლება''- გვითხრეს ზერტელებმა.

მრიცხველების დამონტაჟება და ახალი ავზის დადგმა 2025 წლის 8 აგვისტომდე უნდა დამთავრდეს. ამისათვის 3.5 მლნ ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია ,,გაზტექმშენი'' ახორციელებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020